მთავარი / ბლოგი / კალჩოპოლიდან მსოფლიო სიდიადემდე. როგორ გახდა „იუვენტუსი“ კვლავ ბიზნეს-იმპერია

კალჩოპოლიდან მსოფლიო სიდიადემდე. როგორ გახდა „იუვენტუსი“ კვლავ ბიზნეს-იმპერია

1923 წელს ჯერ კიდევ ახალგაზრდა კლუბი „იუვენტუსი“ ედოარდო ანიელის ხელში აღმოჩნდა. იმ დროისთვის იტალიაში დომინირებდნენ სრულიად განსხვავებული ძალები და ტროფეიების ბალანსზე მხოლოდ ერთი გამარჯვება იყო ეროვნულ ჩემპიონატში, დათარიღებული 1905 წლით. მაშინ ძალიან ცოტა ადამიანი ფიქრობდა, რომ ანიელის ოჯახის მმართველობა ნამდვილად მნიშვნელოვანი და ტრიუმფალური გახდებოდა „იუვენტუსისთვის“.

FIAT-ის ფულის წყალობით, ედოარდო ანიელიმ მიიღო უზარმაზარი შესაძლებლობები იმისთვის, რომ სამუდამოდ შექმნას „იუვენტუსთან“ დაკავშირებული მთელი დინასტია, ხოლო თავად კლუბი მზად იყო გამარჯვებებისა და დიდების გზაზე დამდგარიყო. გუნდის ახალი სტადიონის აგებით, ედოარდო ანიელიმ მნიშვნელოვნად შეცვალა „იუვენტუსი“. 1930-1935 წლებში გუნდმა მოიპოვა ზედიზედ ხუთჯერ ჩემპიონის ტიტული, ხოლო ფეხბურთელები იტალიის ნაკრების საჩემპიონო შემადგენლობის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდნენ.

ედოარდო ანიელის ტრაგიკულმა გარდაცვალებამ გაანადგურა ახალგაზრდა მენეჯერის ყველა შრომა, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, კლუბის გულშემატკივრები გააბედნიერა ახალი ანიელის – ჯანის გამოჩენამ. ის იყო ედოარდოს ვაჟი, რომელმაც კლუბის პრეზიდენტის პოსტი დაიკავა 1947 წელს. მამამისის მსგავსად, ჯანი ანიელისაც ეწერა ძლიერი ძალის შექმნა იტალიურ ფეხბურთში, და ამავე დროს, ოჯახის ბიზნესის ახალ დონეზე აყვანა. ომისშემდგომი პერიოდის განმავლობაში ქვეყნის მხარდაჭერისა და იტალიური ფეხბურთის იმიჯის ახალი სტანდარტების დამყარებისთვის, ჯანი ანიელის საზოგადოება ძალიან თბილად იღებდა. ალბათ არცერთ „იუვენტინოს“ არ ხვდა წილად ეს პატივი. მისი მმართველობა განსაკუთრებული სტაბილურობით გამოირჩეოდა, რაც ძალიან აკლია მსოფლიო ფეხბურთის დიდ ნაწილის, ვისი წარმატებისა და წარუმატებლობის ათწლეულები ერთმანეთს ენაცვლება.

ჯანი ანიელი გარდაიცვალა პროსტატის სიმსივნით 2003 წელს, და გარკვეული პერიოდის შემდეგ, დინასტიის კიდევ ერთი წევრი აღმოჩნდა კლუბის სათავეში, ჯანის სრული წინააღმდეგობა – უმბერტო ანიელი, მაგრამ კლუბის ლეგენდარული პრეზიდენტის ძმამ მხოლოდ წლინახევრით დაიკავა სავარძელი. 2004 წლის მაისში, იგი სიმსივნით გარდაიცვალა. გასულ საუკუნეში ანიელის ოჯახის წარმატებას თავის უნიკალური ხიბლი ჰქონდა, რომელიც მხოლოდ იმ პერიოდისთვის იყო დამახასიათებელი, მაგრამ 2000-იანი წლების მეორე ათწლეულის დასაწყისში ჩვენი თანამედროვე, უმბერტოს ვაჟი ანდრეა ანიელი ჩაუდგა კლუბს სათავეში. სწორად მან მოახერხა „იუვენტუსის“ გამოყვანა ჩრდილიდან, სადაც ასეთი კლუბის ადგილი ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო.

ეს იყო 2006 წლის 4 ივლისი. სასამართლოს განაჩენით დაზარალდა მრავალი კლუბი, მათ შორის „იუვენტუსი“, „მილანი“, „ლაციო“, „ფიორენტინა“ და „რეჯინა“. მსოფლიო ფეხბურთში დროდადრო ჩნდება ინფორმაცია გარიგებულ მატჩებზე, მაგრამ სკანდალი, რომელსაც „კალჩოპოლი“ ეწოდა, უპრეცედენტო შემთხვევაა. მან მთლიანად შთანთქა იტალიური ფეხბურთი და შეძრა მსოფლიო საზოგადოება.

„მილანმა“ დაკარგა 30 ქულა 2005/2006 წლების სეზონში და შემდეგში ერთი თამაში უნდა ეთამაშა დახურულ კარს მიღმა. „ფიორენტინამ“ დაკარგა ადგილი ჩემპიონთა ლიგაში, ხოლო „ლაციომ“ – 2006/2007 უეფას თასი; „რეჯინას“ დაეკისრა ჯარიმა 100 000 ევროს ოდენობით, კლუბის პრეზიდენტის საქმიანობის აკრძალვით ორწელიწადნახევრის განმავლობაში. თუმცა, ყველაზე მეტად „იუვენტუსი“ დაზარალდა.

„ბებერმა სინიორამ“ დაკარგა ორი ჩემპიონის ტიტული, რომელიც მოგვიანებით მილანის „ინტერში“ გადავიდა და ორივე მხარის გულშემატკივრებს შორის მუდმივი დავის საგანი გახდა, და, რაც ყველაზე ცუდია, კლუბი იტალიის ფეხბურთის მნიშვნელობით მეორე ლიგაში აღმოჩნდა. პირველად.

ერთმანეთის მიყოლებით, მნიშვნელოვანმა მოთამაშეებმა დაიწყეს კლუბის დატოვება: ლილიან ტურამი და ჯანლუკა ძამბროტა ბარსელონაში გაემგზავრნენ, ფაბიო კანავარო კაპელოსთან ერთად გადავიდა მადრიდის „რეალში“, ხოლო პატრიკ ვიეირა და ზლატან იბრაჰიმოვიჩი აღმოჩნდნენ მილანის „ინტერში“ – მთავარი მტრის ბანაკში. თუმცა, კლუბში ერთგული მედროშეებიც იყვნენ – დელ პიერო, ნედვედი, ბუფონი, კამორანეზი და ტრეზეგე. ამ ბიჭებს უმაღლესი დიდება ელოდა.

მოთამაშეების ფასები დაეცა და „ბიანკონერიმ“ დაკარგა თავისი მიმზიდველობა ტრანსფერულ ბაზარზე. გაფუჭდა მათი იმიჯი, ხოლო პატივისცემის ოკეანე, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ფარავდა კლუბის დიდებულ სახელს, უბრალო გუბედ გადაიქცა. აქციების ფასი ორჯერ შემცირდა, ღირებულებამ კი დაახლოებით სულ რაღაც 145 მილიონი ევრო შეადგინა (დაიმახსოვრეთ ეს ციფრი). მსოფლიო ჩემპიონები მეორე დივიზიონში აღმოჩნდნენ, მაგრამ დიდხანს იქ არ დარჩენილან.

„იუვენტუსის“ დაბრუნება იტალიური ფეხბურთის მაღალ საზოგადოებაში არ ნიშნავდა წარუმატებლობის დასრულებას. გუნდი ეგრევე მესამე ადგილზე აღმოჩდა, მაგრამ სერიის წარუმატებელი შესრულების შემდეგ კლაუდიო რანიერიმ დაკარგა ადგილი კლუბის სათავეში. 2009/2010 და 2010/2011 წლების სეზონები კლუბმა მეშვიდე ადგილზე დაასრულა, ხოლო ევროპის ლიგაში მტკივნეული დამარცხება მიიღო „ფულჰემისგან“ (4-1) და დაასრულა გამოსვლა. ამ მომენტიდან დაიწყო „იუვენტუსის“ შემდეგი აღმასვლა იტალიის ფეხბურთში.

2010 წლის მაისში ანდრეა ანიელი გახდა კლუბის ახალი პრეზიდენტი. მან „იუვენტუსის“ საჭესთან თავისი მოგზაურობა სიმბოლური და წინასწარმეტყველური სიტყვებით დაიწყო:

„ის პოზიცია, რომელიც დღეს მე მივიღე, ჩემი ოჯახის ერთიანობის და კლუბის წინაშე მოვალეობების მტკიცებულებაა. წინ ძალიან მომთხოვნი მუშაობა გველოდება. სწორედ ამიტომ, ჩვენ უკვე ვადგენთ პროგრამებს და სტრატეგიებს შემდეგი სეზონისთვის”.

Foto: LaPresse

თუ გავიხსენებთ იმ უფსკრულს, რომელშიც „იუვენტუსი“ დაეშვა სასამართლო სკანდალის შემდეგ, მივხვდებით, რომ ბატონი ანიელის სიტყვები არ იყო უსაფუძვლო. მას შემდეგ უკვე ცხრა წელი გავიდა, „იუვენტუსი“ კი კიდევ ერთხელ პატარა გუბიდან გადაიქცა ოკეანედ, რომლისკენაც ქვეყანაში ყველა დანარჩენი ისე ძლიერ მიილტვის, მაგრამ ვერ აღწევს.

მალე ძველი სტადიონი ადგილს უთმობს ახალ ასპარეზს, ანტონიო კონტე ხდება გუნდის ხელმძღვანელი, და 5 წლიანი შესვენების შემდეგ, სკუდეტო ბრუნდება ტურინში. იტალიაში სტადიონების თემა ყოველთვის მწვავე იყო. იმის გათვალისწინებით, რომ მათი უმეტესობა მუნიციპალიტეტებს ეკუთვნოდა, „იუვენტუსმა“ შეძლო ერთგვარი რეფორმატორი გამხდარიყო ამ სფეროში. „ბიანკონერიმ“ განახორციელა ის, რაზეც სხვები მხოლოდ საუბრობდნენ. მას შემდეგ „იუვენტუს სტედიუმის“ (ან „ალიანცის“) ტრიბუნები თითქმის არასოდეს იცლება. გულშემატკივრები ტკბებიან თავიანთი დომინირებით, მაგრამ გულში ოცნებობენ მხოლოდ ერთ რამეზე – ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე.

„იუვენტუსმა“ ძველი მსოფლიოს მთავარი ტურნირის თავის პირველ ფინალს აღორძინების შემდეგ მიაღწია 2015 წელს. „ბარსელონასგან“ დამარცხება მტკივნეული აღმოჩნდა, მაგრამ ეს ხელმძღვანელობის წარმატებებზე მიანიშნებდა. ეს იყო სწორი გადაწყვეტილების მიღების ნიშანი. მომდევნო წელს კლუბი 1,3 მილიარდ ევროდ შეფასდა, ხოლო გონსალო იგუაინას გადმოყვანამ „ნაპოლიდან“ შთამბეჭდავი 90 მილიონ ევროდ აშკარად აჩვენა ბიანკონერის ამბიციების დონე. ანიელის ოჯახის მძიმე შრომა უფრო თვალსაჩინო გახდა.

2017 წელს „იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთი ფინალი ელოდებოდა. ამჯერად გუნდმა მადრიდის „რეალთან“ წააგო. სამწუხარო მარცხი კლუბის ერთგული გულშემატკივრებისთვის, მაგრამ სხვებისთვის წარმატების კარგი გაკვეთილი: „იუვენტუსმა“ თავის მეორე ფინალში ითამაშა სულ რაღაც სამი სეზონის განმავლობაში. საშინაო ასპარეზზე გუნდის დომინირება ყოველწლიურად იზრდებოდა, ერთი რეკორდი კი მეორეს ცვლიდა. ვიღაცა იტყვის, რომ „ბიანკონერის“ უნიკალური ჩემპიონის ტიტულები არის კონკურენტების სისუსტის პირდაპირი ასახვა, მაგრამ ეს ხომ არ არის „იუვენტუსის“ პრობლემა? იმ დროს, როდესაც მილანის კლუბებში მრავალი კორპორატიული პრობლემა მძვინვარებდა, „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობა აშენებდა თავის ახალ იმპერიას. აგურ-აგურ.

სწორედ იუვენტუსმა მოგვიანებით მოახერხა თამაშის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის იტალიაში ჩამოყვანა. კრიშტიანუ რონალდუს გადასვლას აფეთქებული ბომბის ეფექტი ჰქონდა, მაგრამ სანამ გულშემატკივრები  კიდევ ერთ გატანილ გოლს ზეიმობდნენ, პორტუგალიელი გენიოსის ნამდვილი მუშაობა მოედანს მიღმა მიმდინარეობდა. ცნობილმა გამოცემამ Financial Times-მა ფეხბურთელის გადაყვანა ასე შეაფასა: „უპრეცედენტო ფინანსური შესაძლებლობა, რომელსაც მენეჯერები უწოდებენ  „რონალდუს ეფექტს”. ეს არის ზუსტად ის, როგორ გამოიყურება კრიშტიანუ, ანიელის ოჯახის თვალსაზრისით”. კიდევ ერთხელ, იტალიის ჩემპიონის მენეჯერები არ შეცდნენ.

რონალდუს „იუვენტუსში“ გადასვლის აღშფოთების გამო, კლუბის აქციების ფასი გაორმაგდა 0,69 ევროდან 1,57–მდე. 127-პროცენტიანმა ზრდამ გაზარდა კლუბის საბაზრო კაპიტალიზაცია 1,5 მილიარდ ევრომდე. რონალდუს გადასვლამდე კლუბში 1000 დოლარის ინვესტიცია რომ ჩაგედოთ, ახლა მისი ღირებულება 2275 დოლარი იქნებოდა. სხვათა შორის, „იუვენტუსის“ სეზონური აბონიმენტების საშუალო ღირებულება პორტუგალიელის გადმოსვლის შემდეგ გაიზარდა 30%-ით, მაგრამ ყველა ელვისებური სისწრაფით გაიყიდა.

და ეს მხოლოდ მოგზაურობის დასაწყისია. „რონალდუს ეფექტს“ ჯერ კიდევ შეუძლია „იუვენტუსს“ დიდი სარგებელი მოუტანს, რადგან კლუბი ელოდება სამაუწყებლო შემოსავლის ზრდას, სპონსორების ჩართვასა და ახალი აუდიტორიის მოზიდვას. 2017/2018 წლების სეზონში სერია A-ს ჰყავდა თავისი ვარსკვლავები, მაგალითად, პაულო დიბალა, ლორენცო ინსინიე ან ედინ ჯეკო, მაგრამ არცერთ მათგანს არ შეიძლება ჰქონდეს იგივე გლობალური მიმზიდველობაა და ნიჭი, რაც რონალდუს აქვს.

„საბოლოოდ, მსოფლიო კვლავ ალაპარაკდა იტალიის შესახებ. 80-90-იან წლებში ლიდერები ვიყავით, მაგრამ ჩვენ გზა დავკარგეთ, რადგან ვერ მოვახერხეთ სწორი ინვესტირება ინფრასტრუქტურაში. რონალდუსთან ერთად, ჩვენ შეგვიძლია კიდევ ერთხელ აღვმართოთ თავი. უნდა გქონდეს ძალა და ინტელექტი, რომ გამოიყენო კრიშტიანუს ჩამოსვლის შედეგი და შეუქმნა სტიმული ფეხბურთს იტალიაში”, – მართლაც, მაღალი შეფასებაა ფაბიო კაპელოსგან.

ეს სიტყვები ფეხბურთის მოედანზე გვაბრუნებს, სადაც „იუვენტინი“ კვლავაც ოცნებობს ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე. ამ თვალსაზრისით რონალდუს ჩამოსვლა არ არის წარმატების გარანტია, ჩვენ უკვე მოვახერხეთ ამაში დარწმუნება პორტუგალიელის აპენინებზე პირველი სეზონის შემდეგ, მაგრამ შანსი გაცილებით მეტია.

„იუვენტუსმა“ ათწლეულის განმავლობაში უამრავი ჭუჭყისა და დამცირების მიუხედავად მიაღწია მსოფლიო ფეხბურთის მწვერვალს, მაგრამ ახლა „მოხუცი ქალბატონი“ ნამდვილი ფენიქსია, რომელიც ფერფლიდან აღდგა. „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობას ვეუბნებით: „ბრავო!“. ბედისწერას კი ვთხოვთ ჩემპიონთა ლიგაში „ბიანკონერის“ გამარჯვებას, რადგან ასეთი შედეგი არის ყველაზე ღირებული ჯილდო ხელმძღვანელობისთვის მათი ბრწყინვალე მუშაობისთვის.

შემთხვევითი სიახლე

როგორ აღორძინდა იუვენტუსი? ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერები

იუვენტუსის ზრდა განისახღვრება მისი ყველაზე ძვირფასი შესყიდვების სახელებით და ციფრებით, წლიდან წლამდე. როგორ დაიწყო ბებერმა …

“იუვენტუსის” სატრანსფერო ამბები – შეჯამება

ტურინის „იუვენტუსისთვის“ 2019 წლის სატრანსფერო ფანჯარა აქტიურად მიმდინარეობს. „ბებერმა ქალბატონმა“ უკვე რამდენიმე ფეხბურთელი შეიძინა, რომელთა …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *