ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელის პაულო დიბალას „მანჩესტერში“ ტრანსფერი შესაძლოა არ შედგეს. აღნიშნულ ინფორმაციას Marca ავრცელებს.
მხარეები უკვე კარგა ხანია მორიგებულნი არიან, მხოლოდ დიბალას თანხმობაა დარჩენილი, მაგრამ არგენტინელი ინგლისელებისგან სოლიდურ ხელფასს ითხოვს.
როგორც ცნობილია, „წითელმა ეშმაკებმა“ თავდაპირველად 9 მილიონი ევრო შესთავაზეს, ხოლო პაულომ 3 მილიონით მეტი მოითხოვა. იმ დროს, როდესაც „მანჩესტერი“ ამაზეც თანახმა იყო, დიბალას აგენტმა ხორხე ანტუნამ მოთხოვნა შეცვალა და გასამარჯელოს სახით 15 მილიონი ევრო მოითხოვა.
ამის გამო „იუნაიტედის“ ბოსები ძალიან გაბრაზებული არიან და შესაძლოა ტრანსფერი ჩაიშალოს.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ პაულო დიბალას რომელუ ლუკაკუში გაცვლას რამდენიმე დღეა გამალებით ცდილობს, მაგრამ არგენტინელს იტალიის დატოვება არ უნდა.