მთავარი / სიახლეები / სერია A / ალეგრი: “პირველ მატჩზე არ უნდა ვიფიქროთ, გოლის გასატანად ვითამაშებთ”

ალეგრი: “პირველ მატჩზე არ უნდა ვიფიქროთ, გოლის გასატანად ვითამაშებთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სპორტინგთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, 1:0-ის დასაცავად არ ითამაშებენ და გოლის გატანას ეცდებიან.

„ევროპა ლიგა მნიშვნელოვანი ტურნირია, რომელსაც შეუძლია ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოტანა და გარდა ამისა, მთელი გუნდისთვის კმაყოფილება იქნება ამ თასის მოგება. ეს და იტალიის თასი არის ჩვენი მიზანი. მოგება არაჩვეულებრივია და არასდროს არის უბრალო რაღაც. მესმის, რომ „იუვემ“ ეს ნორმალურად აქცია 9 წლის განმავლობაში, მაგრამ ასე არ არის.

2017 წელს „სპორტინგთან“ აქ ფრე ვითამაშეთ, ფრე ახლაც არ იქნება ჩვენთვის ცუდი. პორტუგალიაში თამაში რთულია, რადგან დიდი მოთმინებით თამაშია საჭირო, მათ ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავთ და სტადიონზეც დიდი მხარდაჭერაა.

შჩესნი ძირითადში ბრუნდება, ალექს სანდროც პირველივე წუთიდან ითამაშებს. თითო ეჭვი მაქვს დაცვაში, ნახევარდაცვასა და თავდასხმაში, შემადგენლობას მოგვიანებით გადავწყვეტ. რაბიო კარგადაა, ყველა ფეხბურთელისგან მაქსიმუმის გაღება დაგვჭირდება.

ხასიათით, სიმშვიდით და ბურთის სწრაფად მოძრაობის სურვილით უნდა ვითამაშოთ. ვიცით, რომ სირთულეები იქნება, ორგანიზებულ გუნდს ვეთამაშებით, რომელსაც შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს. წარმოუდგენელია მხოლოდ 1:0-ის დასაცავად თამაში, შეტევაში მომენტები უნდა შევქმნათ გოლის გასატანად. იქნება მომენტები, როცა თავი გუნდურად უნდა დავიცვათ და პირველ მატჩზე უკეთ უნდა ვითამაშოთ. თამაშს ისე უნდა მივუდგეთ, თითქოს ეს ერთი მატჩია, არ უნდა ვიფიქროთ პირველ შეხვედრაზე. „სპორტინგმა“ „არსენალი“ გამოთიშა ასპარეზობას, მაგრამ ამ ეტაპზე ბუნებრივია ასეთი დონის გუნდთან შეხვედრა.

15 ქულა? ველოდებით განაჩენს, მაგრამ ჩვენ მხოლოდ მატჩზე უნდა ვიფიქროთ, რადგან ნახევარფინალში გასვლის შანსი გვაქვს. როგორც კი განაჩენის შედეგს გავიგებთ, გვერდზე გადავდებთ და მატჩზე ვიფიქრებთ. ეს მნიშვნელოვანი მიზანია, არ იქნება ადვილი თამაში“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „სპორტინგისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 20 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …

ბრემერი: “გატის სეზონის წინ ვეუბნებოდი, რომ მოთმინება გამოეჩინა”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „სპორტინგთან“ მატჩის (1:0) შემდეგ ფედერიკო გატისა და დანილოზე ისაუბრა. როგორც …