მთავარი / სიახლეები / სერია A / ბარბიერი: “დებიუტი საოცარი ემოცია იყო, მაგრამ წაგება სამწუხაროა”

ბარბიერი: “დებიუტი საოცარი ემოცია იყო, მაგრამ წაგება სამწუხაროა”

ტურინის „იუვენტუსში“ ტომაზო ბარბიერის დებიუტი ჰქონდა, რომელმაც „სასუოლოსთან“ მატჩის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, ეს წარმოუდგენელი ემოცია იყო, მაგრამ შედეგით დამწუხრებულია.

„ჩემთვის წარმოუდგენელი იყო დებიუტი ძირითადი შემადგენლობიდან. თუმცა, შედეგის გამო ძალიან ვწუხვარ. ვცდილობდი მაქსიმუმი გამეღო, თანაგუნდელები ძალიან დამეხმარნენ და გამამხნევეს, რადგან დიდი ჯგუფი ვართ. ჩემი დებიუტი ამტკიცებს, რომ 23-წლამდე გუნდი სასიკეთოა“, – თქვა ბარბიერიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 20 აპრილს, ევროპა ლიგაზე სტუმრად „სპორტინგთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …

ბრემერი: “გატის სეზონის წინ ვეუბნებოდი, რომ მოთმინება გამოეჩინა”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „სპორტინგთან“ მატჩის (1:0) შემდეგ ფედერიკო გატისა და დანილოზე ისაუბრა. როგორც …