მთავარი / სიახლეები / ტრანსფერები

ტრანსფერები

მედია: “იუვეს” ვლაჰოვიჩს იანვარში ყიდდა, ყველაფერი ბოლოს ჩაიშალა

ესპანური გამოცემა As-ი დუშან ვლაჰოვიჩთან დაკავშირებით სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვით ტურინულ კლუბს ის იანვარში პრაქტიკულად გაყიდული ჰყავდა. წყაროს თანახმად, „იუვე“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ტრანსფერზე 100-120 მილიონი ევროს ფარგლებში მოურიგდა და ყველაფერი შეთანხმებული იყო, მაგრამ ბოლო მომენტში ფეხბურთელმა და მისმა აგენტმა ტრანსფერი დაბლოკეს. შედეგად, დუშანი ისევ „იუვეშია“. As-ი კი წერს, რომ …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” დავიდე ფრატეზის ტრანსფერზე მუშაობს

ტურინის „იუვენტუსი“ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში „სასუოლოდან“ დავიდე ფრატეზის გადაბირებას ეცდება. Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, მხარეებს შორის კონტაქტი უკვე შედგა და მოლაპარაკებები დაწყებულია. ფრატეზი 23 წლის ნახევარმცველია, რომელიც კლუბის ახალ პროექტს ერგება: ახალგაზრდა იტალიელი, რომლის ანაზღაურება 1 მილიონზე ოდნავ მეტია. აღსანიშნავია, რომ ფრატეზი მასიმილიანო ალეგრის სისტემაშიც კარგად ჯდება, რადგან შეუძლია, როგორც …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსმა” ლოკატელი გამოისყიდა

მანუელ ლოკატელი ახლა უკვე „იუვენტუსის“ სრულფასოვანი ფეხბურთელია. „სალერნიტანასთან“ მატჩის შემდეგ „სასუოლოდან“ მისი გამოსყიდვის ვალდებულება ავტომატურად გააქტიურდა. მოგეხსენებათ, ლოკატელი აქამდე „ბებერ ქალბატონში“ იჯარით თამაშობდა, თუმცა ამიერიდან მისი კონტრაქტი ტურინულ გრანდს ეკუთვნის. მანუელ ლოკატელის სანაცვლოდ „იუვენტუსი“ „სასუოლოს“ 25 მილიონ ევროს სამი ფინანსური წლის განმავლობაში გადაუხდის, რასაც შეიძლება დაემატოს 12.5 მილიონი ბონუსების სახით …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” ლეანდრო პარედესის გამოსყიდვას არ აპირებს

ტურინის „იუვენტუსი“ „პარი სენ ჟერმენიდან“ ლეანდრო პარედესის გამოსყიდვას არ აპირებს. იტალიური მედიის ცნობით, მისი გამოსყიდვის შანსი პრაქტიკულად ნულის ტოლია. ნიკოლო ფაჯოლისა და ფაბიო მირეტის პროგრესიდან გამომდინარე, ტურინელები არ აპირებენ არგენტინელ ფეხბურთელში პსჟ-ს მიერ მოთხოვნილი 20 მილიონი ევრო დახარჯონ. მითუმეტეს, რომ პარედესი ნამდვილი იმედგაცრუებაა და საშინლად თამაშობს. უფრო მეტიც, მას მასიმილიანო …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსსა” და პოგბას შორის შეიძლება კონტრაქტი გაწყდეს

ტურინის „იუვენტუსმა“ შესაძლოა პოლ პოგბას კონტრაქტი გაუწყვიტოს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი წერს. ფრანგი ფეხბურთელი „იუვეში“ დაბრუნების შემდეგ ტრავმირებულია – მან ივლისში ამხანაგურ მატჩში ითამაშა, შემდეგ ტრავმა ვარჯიშზე მიიღო და მოედანზე მას შემდეგ აღარ გასულა. პოგბამ თავიდან ოპერაციის გაკეთებაზე უარი თქვა, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში სურდა, მაგრამ სექტემბერში ნათელი …

სრულად წაკითხვა »

ოფიციალურად: ვესტონ მაკკენი “ლიდსში” გადავიდა

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ვესტონ მაკკენი კარიერას „ლიდს იუნაიტედში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა. 24 წლის ფეხბურთელი ინგლისურ კლუბს მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა, რომლის ღირებულება 1.5 მილიონი ევროა, ხოლო იორკშირელებს მისი გამოსყიდვა ზაფხულში 34 მილიონ ევროდ შეეძლებათ. ვესტონ მაკკენი „იუვენტუსში“ 2020 წლიდან თამაშობდა და 96 მატჩში 13 გოლი გაიტანა, 5-ჯერ კი …

სრულად წაკითხვა »

მაკკენის “ლიდსში” ტრანსფერის დეტალები ცნობილია

„იუვენტუსის“ ფეხბურთელი ვესტონ მაკკენი „ლიდს იუნაიტედში“ გადავა. მასიმილიანო ალეგრიმ დაადასტურა, რომ კლუბებს შორის შეთანხმება მიღწეულია და ამერიკელი „მონცასთან“ არ ითამაშებს. როგორც ცნობილი გახდა, მაკკენი თანაგუნდელებს უკვე დაემშვიდობა და ინგლისურ კლუბში სამედიცინო შემოწმება ხვალისთვისაა ჩანიშნული. მაკკენი „ლიდს“ სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდება, რომლის საფასური 1.5 მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო მისი გამოსყიდვის უფლება …

სრულად წაკითხვა »

“ლიდსმა” მაკკენის შეუთანხმდა, “იუვესთან” მოლაპარაკებები გრძელდება

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ვესტონ მაკკენი „ლიდს იუნაიტედში“ გადასვლასთან ახლოსაა. იტალიური მედიის ცნობით, 24 წლის ფეხბურთელსა და ინგლისურ კლუბს შორის პირად კონტრაქტზე შეთანხმება მიღწეულია, ახლა საქმე „იუვენტუსსა“ და „ლიდსს“ შორის შეთანხმებაზეა. ინგლისელები ამერიკელ ფეხბურთელში 28 მილიონს და ბონუსებს იხდიან, ხოლო ტურინელები 35 მილიონ ევროს ითხოვენ. თუმცა, ვარაუდობენ, რომ საბოლოო შეთანხმებას კლუბები …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” ზაფხულში ვლაჰოვიჩის გაყიდვას არ გამორიცხავს

ტურინის „იუვენტუსი“ დუშან ვლაჰოვიჩის ზაფხულში გაყიდვას არ გამორიცხავს. იტალიურმა გრანდმა სერბი ფორვარდი ზუსტად ერთი წლის წინ „ფიორენტინადან“ შეიძინა და „არსენალის“ კონკურენციაში გაიმარჯვა, მაგრამ ფეხბურთელთან გეგმები შეიცვალა. ვლაჰოვიჩი ხშირად ტრავმიანობს და ტურინელთა მოლოდინი ბოლომდე ვერ გაამართლა. როგორც იტალიური მედია წერს, ზაფხულში თუ „იუვენტუსი“ მინიმუმ 110 მილიონი ევროს შეთავაზებას მიიღებს, ვლაჰოვიჩს შეელევა. …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსს” “ნაპოლის” სპორტული დირექტორის გადაბირება სურს

ტურინის „იუვენტუსში“ რეორგანიზაცია მიმდინარეობს და კლუბი ახალ სპორტულ დირექტორს ეძებს. გავლენიანი იტალიური მედია საშუალებები იტყობინებიან, რომ ტურინელთა მთავარი სამიზნე „ნაპოლის“ სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლია. მისი ფიგურა ტურინში ძალიან მოსწონთ და დიდი შანსია, რომ ჯუნტოლიმ ფედერიკო კერუბინი შეცვალოს. აღსანიშნავია, რომ ჯუნტოლის გარდა, „იუვეს“ აქტიურად უკავშირებენ ჯუზეპე მაროტას, რომელთანაც კლუბს ყოველდღიური კონტაქტი …

სრულად წაკითხვა »