მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “სეზონში 54 მატჩის თამაში გვინდა, რაც მაქსიმუმია”

ალეგრი: “სეზონში 54 მატჩის თამაში გვინდა, რაც მაქსიმუმია”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ნაპოლისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, რთულ მატჩს ელოდება, ამიტომ „იუვეს“ კარგად თამაში დასჭირდება.

„ველოდები „ნაპოლის“, რომელიც სკუდეტოსკენ მიიწევს. მათ საოცარი სეზონი აქვთ, ხვალ რთული თამაში იქნება, რადგან ისინი ძლიერები არიან. მათ უნდათ, რაც შეიძლება მეტი ქულა მოიპოვონ, რათა ჩემპიონები მალე გახდნენ.

კარგად უნდა ვითამაშოთ, ჩვენ ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი ქულა დავაგროვოთ და სეზონი მეორე ადგილზე დავასრულოთ. ბრემერს სერიოზული არაფერი სჭირს, მაგრამ მაინც უნდა ვნახო ხვალ, როგორ იქნება. დანარჩენები კარგად არიან, დე შილიოს თამაში შეუძლია. კიეზამ ხუთშაბათს 90 წუთი ითამაშა და უნდა ვნახოთ, როგორ აღიდგინა კონდიცია.

„ნაპოლისთან“ პირველი წრის მატჩიდან 15 ქულა დაგვაკლეს და ყველაფერი გავაკეთეთ, კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ამიერიდან უკეთ უნდა ვითამაშოთ. ჩვენი მიზანი ორ ფინალში გასვლა და მეორე ადგილზე „ლაციოს“ გადასწრებაა.

შეტევაში პრობლემები? ბოლო პერიოდში თავდამსხმელებს ნაკლებად გაუმართლათ და შესაძლოა, გარკვეული სირთულეებიც ჰქონდეთ, მაგრამ ყველანი ძალიან კარგები არიან და ამიერიდან თავიანთი გოლებით ძალიან დაგვეხმარებიან. სერია A-ს ბოლომდე 8 მატჩი რჩება, პლუს ევროპა ლიგაზე 2 და იტალიის თასზე 1, ეს რაც ნამდვილად ვიცით, ყოჩაღები უნდა ვიყოთ, რომ ორივე ტურნირის ფინალში გავიდეთ, შესაბამისად, ევროპა ლიგაზე 3 და იტალიის თასზე კიდევ ორი მატჩი გვქონდეს გასამართი. როტაცია? ჯერ ხვალინდელ მატჩზე უნდა ვიფიქროთ და შემდეგ ოთხშაბათის შეხვედრაზე. გვაქვს 5 შეცვლის უფლებაც, რაც ნიშნავს, რომ დროს ყველა მიიღებს. რაც შესაძლებელი იყო ქულების დაკლების შემდეგ გავაკეთეთ, მაგრამ ეს საბაბი არ უნდა იყოს. ახლა ჩვენ იმაზე უნდა ვიფიქროთ, რაც სეზონის ბოლომდე უნდა მოხდეს.

ვერ ვიტყვი, რა მოხდებოდა ქულების დაკლების გარეშე. უბრალოდ ვიცი, რომ მუდმივი ზრდა გვქონდა, რამაც საშუალება მოგვცა გუნდში ბალანსი შეგვენარჩუნებინა. კომპაქტურები ვიყავით, მაგრამ მაინც რთული იქნება. რაც გავაკეთეთ, საკმარისი არ არის ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად, ამიტომ დარჩენილ 8 ტურში ქულები გვჭირდება.

ვლაჰოვიჩი? არ ვნერვიულობ, დღეს დილით მან კარგად ივარჯიშა და მშვიდად იყო. მას ბოლო დროს უჭირს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ცუდი ფორვარდია. დუშანი შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელსაც, ისევე როგორც ყველას, სჭირდება მომატება. მშვიდად უნდა იყოს, რადგან არ არის „იუვენტუსზე“ ერთადერთი პასუხისმგებელი, არამედ მთელი გუნდია.

დღეს ენერგიას აღვიდგენთ, ხვალ საუკეთესოდ მოვემზადებით მატჩისთვის. ბევრი გავაკეთეთ, მაგრამ არა ყველაფერი და სეზონის ბოლომდე კონცენტრაციის შენარჩუნება მნიშვნელოვანი იქნება. რაბიოს კიდევ შეუძლია მომატება, განსაკუთრებით შორეულ დარტყმებსა და ვერტიკალურ პასებში. თუმცა, საოცარ სეზონს ატარებს.

„ნაპოლი“ – „მილანის“ მატჩი ტექნიკურად შესანიშნავი დონის იყო. „ნაპოლიმ“ ისე ითამაშა, როგორც ყოველთვის თამაშობს, მათ ექნებათ სურვილი, რომ ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნა ჩვენს წინააღმდეგ აინაზღაურონ, პირველ რიგში კი მათთვის „იუვე“ – „ნაპოლი“, ყოველთვის „იუვე“ – „ნაპოლია“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ მატჩი 23 აპრილს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …

ბრემერი: “გატის სეზონის წინ ვეუბნებოდი, რომ მოთმინება გამოეჩინა”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „სპორტინგთან“ მატჩის (1:0) შემდეგ ფედერიკო გატისა და დანილოზე ისაუბრა. როგორც …