მთავარი / სიახლეები / სერია A / დანილო: “დამნაშავეებს არ ვეძებთ, ფაჯოლი ამ შეცდომაზე ისწავლის”

დანილო: “დამნაშავეებს არ ვეძებთ, ფაჯოლი ამ შეცდომაზე ისწავლის”

ტურინის „იუვენტუსის“ ვიცე-კაპიტანმა დანილომ „სასუოლოსთან“ მატჩის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ბრაზილიელმა მცველმა აღნიშნა, ძალიან ცუდად ითამაშეს და აზროვნება უნდა შეიცვალონ, რადგან ახლა სათქმელი არაფერია.

„უნდა მოუმატოთ, სათქმელი არაფერია. პირველი ტაიმი დამთრგუნველი იყო. როცა „სასუოლოს“ მსგავს მეტოქეს უპირატესობას უთმობ, რომელსაც აქვს ხარისხი და ტექნიკა, მაშინ რთულია გამარჯვება. ვწუხვარ, მაგრამ აზროვნება უნდა შეიცვალოს. ხუთშაბათს მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება.

ფაჯოლი? ჯერ არ გვილაპარაკია, მაგრამ მასზე ძალიან ვზრუნავ. მან იცის, რომ მნიშვნელოვანი ბურთი დაკარგა, თუმცა ეს ზრდის ნაწილია. მთავარია სწრაფად ვისწავლოთ და დამნაშავეების ძებნა საჭირო არაა. ჩვენ ყველანი ერთად ვიგებთ და ერთად ვმარცხდებით. ტაქტიკა? ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, როგორ თამაშობ.

უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც მთელი სეზონის განმავლობაში ვიქცეოდით. ვცდილობთ კონცენტრაცია იმაზე გავაკეთოთ, რაც მოედანზეა გასაკეთებელი, ასეთი კი ბევრია. ყოველ კვირას არის რთული თამაშები, ვერაფერს გავაკეთებთ იმაზე, რაც მოედანს მიღმა ხდება, იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაფერი საუკეთესოდ წარიმართება“, – თქვა დანილომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 20 აპრილს, ევროპა ლიგაზე სტუმრად „სპორტინგთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …

ბრემერი: “გატის სეზონის წინ ვეუბნებოდი, რომ მოთმინება გამოეჩინა”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „სპორტინგთან“ მატჩის (1:0) შემდეგ ფედერიკო გატისა და დანილოზე ისაუბრა. როგორც …