მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “ველოდებოდი, რომ ნახევარფინალში “სევილია” შეგვხვდებოდა”

ალეგრი: “ველოდებოდი, რომ ნახევარფინალში “სევილია” შეგვხვდებოდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სპორტინგთან“ მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, გუნდმა კარგად ითამაშა და ზოგადად კარგი დღე იყო, რადგან ქულებიც დაუბრუნეს.

„კარგი დღე იყო, ვიტანჯებოდით, მაგრამ კარგი მატჩი ჩავატარეთ, განსაკუთრებით მეორე ტაიმის დასაწყისში, სადაც კარგი რაღაცები გავაკეთეთ. ბიჭებმა კარგად ითამაშეს და ცოტა გაგვიმართლა.

სასურველ შედეგს მივაღწიეთ იმ დღეს, როდესაც ქულები დაგვიბრუნეს. ჩემპიონატში ცუდი პერიოდი გვაქვს და ეს უნდა გამოვასწოროთ, სატურნირო ვითარებამ ცოტა დაგვამძიმა. ახლა ოთხეულში ადგილი უნდა შევინარჩუნოთ და მოვუმატოთ, რადგან ბოლო მატჩებში კარგი შედეგები არ გვაქვს. ყველამ კარგად ითამაშა, სამივე ნახევარმცველმა მართლაც კარგი თამაში ჩაატარა.

„მანჩესტერი“ გავარდა? ველოდებოდით, რომ „სევილია“ გავიდოდა, ეს ძალიან მაგარი გუნდია, რომელმაც ევროპა ლიგა ძალიან ბევრჯერ მოიგო.

ზოგჯერ ვჩქარობდით, სანაცვლოდ მოთმინება გვმართებს, საჯარიმოს გარედან ძალიან ცოტას ვურტყამთ, ეს არის ის, რაც უნდა გავაუმჯობესოთ. ალექს სანდროს უკან ცოტა გაუჭირდა, კუადრადო კი შეტევაში უკეთ ერთვებოდა. კიეზამ ტაქტიკურად ძალიან კარგად ითამაშა.

რაბიო? კიდევ უნდა მოუმატოს, რადგან ზოგჯერ საჯარიმოს უახლოვდება, მაგრამ კარში არ ურტყამს. თუმცა ძალიან გაიზარდა თამაშის ფაზაშიც და დრიბლინგებშიც. ის გახდა მნიშვნელოვანი და შესანიშნავი მოთამაშე“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ ევროპა ლიგის ნახევარფინალში „სევილიას“ შეხვდება, ხოლო უახლოეს მატჩს 23 აპრილს, „ნაპოლისთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …

ბრემერი: “გატის სეზონის წინ ვეუბნებოდი, რომ მოთმინება გამოეჩინა”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „სპორტინგთან“ მატჩის (1:0) შემდეგ ფედერიკო გატისა და დანილოზე ისაუბრა. როგორც …