მთავარი / სიახლეები / ალექს სანდრო: “ინტენსიური თამაში იქნება, ჩვენი მიზანი მოგებაა”

ალექს სანდრო: “ინტენსიური თამაში იქნება, ჩვენი მიზანი მოგებაა”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ალექს სანდრომ „სპორტინგთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც ბრაზილიელმა ფეხბურთელმა განაცხადა, ევროპა ლიგის მოგება „იუვეს“ მიზანია.

„პირველი მატჩი ძალიან ინტენსიური იყო და ველოდები, რომ ახლაც ასე იქნება. ეს თამაში უნდა მოვიგოთ, ეს დაგვეხმარება გუნდურად გავიზარდოთ და ასპარეზობა გავაგრძელოთ, რადგან ამ ტურნირის მოგება ჩვენი მიზანია.

რა თქმა უნდა, 15 ქულის დაბრუნება მნიშვნელოვანი იქნებოდა, მაგრამ ახლა მხოლოდ ხვალინდელ თამაშზე უნდა ვიფიქროთ, კლუბი კი ქულების დაბრუნების საკითხზე მუშაობს, ჩვენ მხოლოდ თამაშზე ფიქრი გვევალება და მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად.

ამ კვირაში კარგად ვივარჯიშე, ამიტომ, თამაშისთვის მზად ვარ. უკეთ და კარგ ვარ. ყველანი ბედნიერები ვართ გატის თამაშით, მაგრამ თუ თამაშის საშუალება მექნება, ვეცდები მაქსიმუმი გავაკეთო. თუმცა, ვინც მოედანზე იქნება თავის საუკეთესოს გააკეთებს. მომავალი? მხოლოდ გუნდის მომავალზე ვფიქრობ.

ზოგჯერ ტირილი კარგია. პატივი უნდა ვცეთ ფაჯოლის რეაქციას და თითოეულ ჩვენგანს თავისებური რეაქცია აქვს გამარჯვებებისა და დამარცხებების შემდეგ. ფაჯოლი ახალგაზრდაა, მაგრამ უკვე აქვს გამოცდილება. ის არაა „იუვენტუსის“ მომავალი, არამედ აწმყოა, რადგან უკვე გუნდში თამაშობს.

„სპორტინგი“ შესანიშნავ სეზონს ატარებს, ამ სტადიონზე ბევრი გულშემატკივარი მოვა, რომლებიც გუნდს მხარს დაუჭერენ. ვიმედოვნებთ, რომ შესანიშნავი მატჩი იქნება და ჩვენ გავიმარჯვებთ“, – თქვა ალექს სანდრომ.

შეგახსენებთ, რომ „სპორტინგისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 20 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …

ბრემერი: “გატის სეზონის წინ ვეუბნებოდი, რომ მოთმინება გამოეჩინა”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „სპორტინგთან“ მატჩის (1:0) შემდეგ ფედერიკო გატისა და დანილოზე ისაუბრა. როგორც …