მთავარი / რეგისტრაცია 2017-18

რეგისტრაცია 2017-18

Juventus Club Georgia იწყებს 2017/2018 სეზონის იუვენტუსის ოფიციალური ფანკლუბის წევრების რეგისტრაციას.

რეგისტრაციის წესები და პირობები: იუვენტუსის ოფიციალური ფანკლუბის წევრი შეუძლია გახდეს საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი პირი, განურჩევლად სქესისა და ასაკისა;

წევრობის მსურველებმა წლიური საწევრო გადასახადი 30 ევრო უნდა ჩარიცხონ ააიპ “ტურინის იუვენტუსის ქართული ფან კლუბი”-ს საბანკო ანგარიშზე. 16 წლამდე გულშემატკივრები (რომლებიც დაბადებულნი არიან 2002 წლის 1 იანვრის შემდგომ) წლიური საწევროს სახით გადაიხდიან 20 ევროს;

რეგისტრაციის მსურველებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა და თან დაურთონ საწევროს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

სარეგისტრაციო განაცხადის შევსებით წევრობის მსურველი ავტომატურად ეთანხმება იუვენტუსის ოფიციალური ფანკლუბის წესებსა და პირობებს, რომელიც გამოქვეყნებულია კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.juventus.com;

წევრების რეგისტრაცია დაიწყება 2017 წლის 15 ივნისს და დასრულდება 2017 წლის 15 აგვისტოს.

ფანკლუბის წევრობის ბენეფიტები
  • იუვენტუსის ოფიციალური ფანკლუბის წევრობის სახელობითი ბარათი;
  • უპირატესი უფლება საშინაო მატჩების ბილეთების წინასწარ შეძენაზე (სერია ა, კოპა იტალია და ჩემპიონთა ლიგა);
  • ჩემპიონთა ლიგის გასვლით მატჩებზე ბილეთების შეძენის შესაძლებლობა;
  • 10%-იანი ფასდაკლება იუვენტუსის ყველა მაღაზიაში ბარათის შემთხვევაში;
  • 10%-იანი ფასდაკლების 3-ჯერ გამოყენების უფლება 2018 წლის 30 ივნისამდე www.store.juventus.com ვებგვერდზე;
  • ფასდაკლებები Allianz Stadium, Juventus Museum და Juventus City Tours;
  • Walk About – სტადიონის უფასო ტური, სერია ა და კოპა იტალიის საშინაო მატჩების წინ, ყოველ თამაშზე ფანკლუბის მხოლოდ 2 წევრისთვის და იმ შემთხვევაში თუ ყველა ადგილი არ არის შევსებული;
  • Tessera del Tifoso – გულშემატკივრის სპეციალური ბარათის მოთხოვნის უფლება (დამატებითი ანაზღაურების შემთხვევაში);
  • Terzo Tempo – მესამე ტაიმი – გულშემატკივართა ჯგუფს, წინასწარ შეთანხმებული საზღაურის გადახდის შემთხვევაში, შეუძლია მოითხოვოს მატჩის შემდგომ იუვენტუსის რომელიმე ფეხბურთელთან შეხვედრა, რომელიც გაიმართება Allianz Stadium-ის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას.
  • იუვენტუსის სამწვრთნელო სესიაზე დასწრების ექსკლუზიური შესაძლებლობა, კლუბის მიერ გამოცხადებულ დღეებში.

წევრობის გამოყენების წესები:

იუვენტუსის ოფიციალური ფანკლუბის წევრის ბარათის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მასზე მითითებული პირის მიერ და სხვაზე მისი გადაცემა დაუშვებელია;

იუვენტუსის საშინაო (სერია ა, კოპა იტალია და ჩემპიონთა ლიგა) და ჩემპიონთა ლიგის გასვლით მატჩებზე დასასწრები ბილეთების ფანკლუბის წევრებისთვის წინასწარ გაყიდვაში გამოსვლის თაობაზე ინფორმაცია გამოქვეყნდება Juventus Club Georgia-ს ფეისბუქ გვერდზე და Juventus.ge-ზე. შესაბამის თამაშზე დასწრების მსურველმა წევრმა საჭიროა გააგზავნოს შეტყობინება ელ-ფოსტაზე jclubgeorgia@gmail.com და წერილობით დააფიქსიროს მოთხოვნა ბილეთ(ებ)ზე;

ბილეთების რაოდენობის ლიმიტირების შემთხვევაში წევრების განაცხადების დაკმაყოფილება მოხდება გაგზავნილი შეტყობინების რიგითობის მიხედვით (First-come, first-served);

ბილეთ(ებ)ის განაცხადის რეგისტრაციის შემთხვევაში ფანკლუბის წევრი ვალდებული იქნება წინასწარ ჩარიცხოს მათი ღირებულება იუვენტუსის ქართული ფანკლუბის საბანკო ანგარიშზე;

კლუბის მიერ ბილეთ(ებ)ის გამოყოფის შემთხვევაში ფანკლუბის წევრი მიიღებს მას ელ-ფოსტაზე, ხოლო უარის შემთხვევაში სრულად დაუბრუნდება ჩარიცხული თანხა;

სტადიონის უფასო ტურის (სერია ა და კოპა იტალიის საშინაო მატჩზე) მსურველმა წევრმა საჭიროა გააგზავნოს შეტყობინება ელ-ფოსტაზე jclubgeorgia@gmail.com და წერილობით დააფიქსიროს მოთხოვნა ფანკლუბის მხოლოდ 2 წევრისთვის. განაცხადების დაკმაყოფილება მოხდება გაგზავნილი შეტყობინების რიგითობის მიხედვით (First-come, first-served). კლუბის მიერ სტადიონის უფასო ტურის დადასტურების შემთხვევაში ფანკლუბის წევრი მიიღებს დეტალურ ინსტრუქციას ელ-ფოსტაზე.