მთავარი / რეგისტრაცია 2019-20

რეგისტრაცია 2019-20

Juventus Club Georgia იწყებს 2019/2020 სეზონის იუვენტუსის ოფიციალური ფანკლუბის წევრების რეგისტრაციას.

რეგისტრაციის წესები და პირობები: იუვენტუსის ოფიციალური ფანკლუბის წევრი შეუძლია გახდეს საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი პირი, განურჩევლად სქესისა და ასაკისა; 31.08.2019-მდე რეგისტრაციის ღირებულებაა – 30 ევრო. 01.09.2019-31.01.2020 პერიოდში რეგისტრაციის ღირებულებაა – 45 ევრო

წევრობის მსურველებმა წლიური საწევრო გადასახადი უნდა ჩარიცხონ ააიპ “ტურინის იუვენტუსის ქართული ფან კლუბი”-ს TBC Bank-ის მულტისავალუტო ანგარიშზე GE78TB7862336080100001 (გადახდის დანიშნულებაში უნდა მიუთითოთ: “Deposit 2019-2020). 16 წლამდე გულშემატკივრები (რომლებიც დაბადებულნი არიან 2004 წლის 1 იანვრის შემდგომ) სარგებლობენ 10 ევროს ფასდაკლებით;

რეგისტრაციის მსურველებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა (ინგლისურად) და თან მიუთითონ საწევროს გადახდის დოკუმენტის დეტალები;

სარეგისტრაციო განაცხადის შევსებით წევრობის მსურველი ავტომატურად ეთანხმება იუვენტუსის ოფიციალური ფანკლუბის წესებსა და პირობებს, რომელიც გამოქვეყნებულია კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.juventus.com;

წევრების რეგისტრაცია დაიწყება 2019 წლის 1 ივლისს, პირველი ეტაპი დასრულდება 2019 წლის 31 აგვისტოს (რათა მოხდეს ფანკლუბის სტატუსის გააქტიურება და წევრებს შეეძლოთ მატჩებზე დასასწრები ბილეთების შეძენა) და საბოლოო ეტაპი დასრულდება 2020 წლის 31 იანვარს.

ფანკლუბის წევრობის ბენეფიტები

  • იუვენტუსის ოფიციალური ფანკლუბის წევრობის სახელობითი ბარათი;
  • უპირატესი უფლება საშინაო მატჩების ბილეთების წინასწარ შეძენაზე (სერია ა, კოპა იტალია და ჩემპიონთა ლიგა);
  • ჩემპიონთა ლიგის გასვლით მატჩებზე ბილეთების შეძენის შესაძლებლობა;
  • 10%-იანი ფასდაკლება იუვენტუსის ყველა მაღაზიაში ბარათის წარდგენის შემთხვევაში;
  • 10%-იანი ფასდაკლება www.store.juventus.com ვებგვერდზე 3 შენაძენზე 2020 წლის 30 ივნისამდე;
  • ფასდაკლებები Allianz Stadium, Juventus Museum და Juventus City Tours;
  • Walk About – სტადიონის უფასო ტური, სერია ა და კოპა იტალიის საშინაო მატჩების წინ, ყოველ თამაშზე ფანკლუბის მხოლოდ 2 წევრისთვის და იმ შემთხვევაში თუ ყველა ადგილი არ არის შევსებული;
  • Juventus Card (Tessera del Tifoso) – გულშემატკივრის სპეციალური ბარათის მოთხოვნის უფლება (დამატებითი ანაზღაურების შემთხვევაში);
  • Terzo Tempo – მესამე ტაიმი – გულშემატკივართა ჯგუფს, წინასწარ შეთანხმებული საზღაურის გადახდის შემთხვევაში, შეუძლია მოითხოვოს მატჩის შემდგომ იუვენტუსის რომელიმე ფეხბურთელთან შეხვედრა, რომელიც გაიმართება Allianz Stadium-ის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას.
  • იუვენტუსის სამწვრთნელო სესიაზე დასწრების ექსკლუზიური შესაძლებლობა, კლუბის მიერ გამოცხადებულ დღეებში.

წევრობის გამოყენების წესები

იუვენტუსის ოფიციალური ფანკლუბის წევრის ბარათის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მასზე მითითებული პირის მიერ და სხვაზე მისი გადაცემა დაუშვებელია;

იუვენტუსის საშინაო (სერია ა, კოპა იტალია და ჩემპიონთა ლიგა) და ჩემპიონთა ლიგის გასვლით მატჩებზე დასასწრები ბილეთების ფანკლუბის წევრებისთვის წინასწარ გაყიდვაში გამოსვლის თაობაზე ინფორმაცია გამოქვეყნდება Juventus Club Georgia-ს ფეისბუქ გვერდზე და Juventus.ge-ზე. შესაბამის თამაშზე დასწრების მსურველმა წევრმა საჭიროა გააგზავნოს შეტყობინება ელ-ფოსტაზე jclubgeorgia@gmail.com და  წერილობით დააფიქსიროს მოთხოვნა ბილეთ(ებ)ზე;

ბილეთების რაოდენობის ლიმიტირების შემთხვევაში წევრების განაცხადების დაკმაყოფილება მოხდება გაგზავნილი შეტყობინების რიგითობის მიხედვით (First-come, first-served);

წინასწარი განაცხადის გამოგზავნა ოფიციალური წევრის მიერ დასაშვებია არაუმეტეს 2 თამაშზე, მხოლოდ მისი და მისი ოჯახის წევრის სახელზე, რომელიც ასევე უნდა იყოს დარეგისტრირებული წევრი.

ბილეთ(ებ)ის განაცხადის რეგისტრაციის შემთხვევაში ფანკლუბის წევრი ვალდებული იქნება წინასწარ ჩარიცხოს მათი ღირებულება იუვენტუსის ქართული ფანკლუბის საბანკო ანგარიშზე;

კლუბის მიერ ბილეთ(ებ)ის გამოყოფის შემთხვევაში ფანკლუბის წევრი მიიღებს მას ელ-ფოსტაზე, ხოლო უარის შემთხვევაში სრულად დაუბრუნდება ჩარიცხული თანხა;