მთავარი / სიახლეები / რაბიო: “ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ და ასე უნდა გავაგრძელოთ”

რაბიო: “ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ და ასე უნდა გავაგრძელოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ადრიენ რაბიომ „სპორტინგთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ნახევარფინალისთვის მზად არიან, სადაც გულით და გონებით უნდა ითამაშონ.

„გოლმა ძალიან გამახარა, დღეს გულით ვითამაშოთ, ბოლომდე ვიტანჯებოდით და მიზანს მივაღწიეთ. ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ და ასე უნდა გავაგრძელოთ. ნახევარფინალისთვის მზად ვართ, გულით და გონებით უნდა ვითამაშოთ, ყოველთვის შეგვიძლია უკეთესები ვიყოთ“, – თქვა რაბიომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ ევროპა ლიგის ნახევარფინალში „სევილიას“ შეხვდება, ხოლო უახლოეს მატჩს 23 აპრილს, „ნაპოლისთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …

ბრემერი: “გატის სეზონის წინ ვეუბნებოდი, რომ მოთმინება გამოეჩინა”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „სპორტინგთან“ მატჩის (1:0) შემდეგ ფედერიკო გატისა და დანილოზე ისაუბრა. როგორც …