მთავარი / სიახლეები / სერია A / ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რამდენიმე ფეხბურთელმა შეიძლება დაისვენოს.

„კინი ვერ ითამაშებს, მცირე ტრავმა აქვს. სხვების მდგომარეობა დღეს უნდა შევაფასო, რადგან ხუთშაბათის თამაშმა ბევრი ენერგია წაიღო.

პარედესი კარგადაა და მზადაა ხვალ სათამაშოდ. პოგბა ჯერ ძირითადისთვის მზად არ არის, გუშინ კარგი ვარჯიში ჰქონდა, რამდენიმე წუთი თამაში შეუძლია, მაგრამ შეიძლება სეზონის ბოლომდე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდეს. შჩესნის დღეს დაველაპარაკები და თუ მშვიდად იქნებ, სათადარიგო სკამზე იქნება. პერინმა მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, ახლა ის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა, გარდა ამისა, გასახდელშიც მნიშვნელოვანი როლი აქვს, ძალიან კმაყოფილი ვარ იმ სამუშაოთი, რომელიც კლაუდიო ფილიპიმ გასწია (მეკარეების მწვრთნელი – რედ). ვნახოთ, ითამაშებს თუ არა, ბრემერი, ცოტა ყელი სტკიოდა, მან ბოლო დროს ბევრი მატჩი ჩაატარა და შეიძლება დაისვენოს. დე შილიო სავარაუდოდ არ იქნება.

ხვალ ქულების მოპოვება უნდა ვცადოთ და მერე ვიფიქროთ ლისაბონში კარგად თამაშზე. უნდა ვეცადოთ, რომ მაისის თვე მატჩებით შევივსოთ. პაულო სოუზას სიტყვები, რომ „სპორტინგს“, რომელმაც „არსენალი“ დაამარცხა, არ შეიძლება „იუვენტუსის“ ეშინოდეს? პატივს ვცემ ყველას აზრს. თუმცა, მისი განცხადება არ მიმაჩნია სასიამოვნოდ. არიან მწვრთნელები, რომლებმაც იციან, როგორ მართონ თავიანთი გუნდები და არიან მწვრთნელები, რომლებმაც არ იციან. “ატალანტასთან” 4 ქულაში ვართ და უნდა ვეცადოთ ეს ჩამორჩენა შევამციროთ, ხოლო მოედანზე მოპოვებული ქულებით, იმის გათვალისწინებით, რომ “ლაციომ” გუშინ მოიგო, მეორე ადგილის დაბრუნებისთვის უნდა ვითამაშოთ.

ფრატეზი “იუვეში?” ის კარგი ფეხბურთელია, “მონცას” თამაშს ვესწრებოდი, თუ არ ვცდები, სერია B-ში, როცა პირველად ვნახე მისი თამაში და გალიანის ვუთხარი: “კი, მაგრამ, ეს ვინ არის?!”

მანჩინიმ თქვა, რომ სერია A-ში ცოტა იტალიელია? არ მაქვს ზუსტი წარმოდგენა ამაზე, თუმცა ვფიქრობ, მანჩინი კარგად მუშაობს. ვლაჰოვიჩი? ის კარგად თამაშობს, ხვალ ვფიქრობ, ითამაშებს. დი მარია და კიეზა ვნახოთ, როგორ იქნებიან. ფედერიკოს შეუძლია მნიშვნელოვნად მომატება, მას აქვს ისეთი თვისებები, რომლის მსგავსი ძნელია სხვა ფეხბურთელებში იპოვო. მილიკი საიმედო ფეხბურთელია, ახალი დაბრუნებულია, მაგრამ მზადაა სათამაშოდ. უნდა გვესმოდეს, რომ ამჟამად სეზონის ლამაზ და რთულ მომენტში ვართ”, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „სასუოლოსა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 16 აპრილს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ბრემერი: “გატის სეზონის წინ ვეუბნებოდი, რომ მოთმინება გამოეჩინა”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „სპორტინგთან“ მატჩის (1:0) შემდეგ ფედერიკო გატისა და დანილოზე ისაუბრა. როგორც …