მთავარი / სიახლეები / მაროკი: “ფაჯოლის ცრემლები ქულების ტოლფასია”

მაროკი: “ფაჯოლის ცრემლები ქულების ტოლფასია”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ ნიკოლო ფაჯოლიზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მისი ცრემლები ნებისმიერი ქულის ტოლფასია.

მაროკის აზრით, ფაჯოლიმ აჩვენა, რომ ის „იუვეს“ მიმართ დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს, რაც სხვა ბევრ ფეხბურთელს დღეს აკლია.

„ფაჯოლის აცრემლებული გამოსახულება მანიჭებს ისევ იმის განცდას, რომ კლუბებმა გუნდი უნდა შექმნან სწორედ ასეთი დამოკიდებულებით ფეხბურთელების მხრიდან, ფაჯოლი თამაშობს, მაგრამ „იუვენტუსში“ პრაქტიკულად სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს, რომ გუნდში ის საუკეთესო ნახევარმცველი იყო.

კლუბის იდეა თავიდანვე რომ ყოფილიყო ახალგაზრდებზე აქცენტის გაკეთება, ისინი პარედესს არ დაიმატებდნენ როველას ადგილას. ფაჯოლის ცრემლები სატურნირო ცხრილში ქულების ტოლფასია, იმიტომ, რომ მან იგრძნო პასუხისმგებლობა გუნდის მიმართ. დღეს ფეხბურთელებს ისე ექცევიან, როგორც მხოლოდ პროფესიონალებს, მაგრამ მათაც აქვთ გული და უნდა გააცნობიერონ იმ მაისურის მნიშვნელობა, რომელიც აცვიათ. ფაჯოლის ეს გაცნობიერებული აქვს“, – თქვა მაროკიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …

ბრემერი: “გატის სეზონის წინ ვეუბნებოდი, რომ მოთმინება გამოეჩინა”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „სპორტინგთან“ მატჩის (1:0) შემდეგ ფედერიკო გატისა და დანილოზე ისაუბრა. როგორც …