მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “2-წლიანი კონტრაქტი მაქვს, მომდევნო სეზონი მკაფიო იდეებით უნდა დავგეგმოთ”

ალეგრი: “2-წლიანი კონტრაქტი მაქვს, მომდევნო სეზონი მკაფიო იდეებით უნდა დავგეგმოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ინტერთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი აკავშირებს და მომდევნო სეზონშიც „იუვეში“ მუშაობას აპირებს.

„კარგი მატჩი იქნება, ორივე ფინალისთვის ვითამაშებთ. იმედი გვაქვს, რომ ფინალში ჩვენ გავალთ, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. პერინი ითამაშებს. ვლაჰოვიჩმა დღეს დილით ტერფი დაიზიანა და უნდა დავაკვირდეთ, მაგრამ მისი თამაში ძალიან საეჭვოა.

მირეტი? მცირე შეფერხების შემდეგ, რაც ვფიქრობ ნორმალურია 19 წლის ფეხბურთელისთვის, რომელსაც „იუვეში“ 30-ზე მეტი თამაში აქვს ჩატარებული, კარგ ფორმაში ბრუნდება. ისევე, როგორც ილინგი, რომელიც უბრუნდება კარგ კონდიციას. პოგბა უკეთაა, ხვალ შეუძლია გარკვეული პერიოდი ითამაშოს. კოსტიჩი და კიეზა? ორივე კარგადაა. მილიკი? მან კარგად ითამაშა, თუ ენერგიას აღიდგინეს, ითამაშებს. კინი? ის ვერ ითამაშებს, ისევ ტრავმა აქვს. ხვალ დილით გადაწყვეტილებას მივიღებ კიეზას, მილისა და დი მარიას შორის, სამივე ითამაშებს, თუ მხოლოდ ორი. იმიტომ, რომ მატჩი შეიძლება 120 წუთი გაგრძელდეს და შეცვლები საჭირო გახდეს. დი მარიასგან იმას ველოდები, რასაც აქამდე აკეთებდა, მნიშვნელოვანი მოთამაშეა, რომელსაც ვენდობით. „ნაპოლისთანაც“ დაამტკიცა, რომ 90 წუთი არ სჭირდება თამაშის გადასაწყვეტად, 30 წუთიც მისთვის საკმარისია.

სიმშვიდით და შურისძიების სურვილით უნდა მოვემზადოთ, უპირველეს ყოვლისა, იტალიის თასის ფინალში გასვლა გვინდა და იმედი გვაქვს, ამას შევძლებთ. როდესაც სეზონის ამ ეტაპზე ხარ, ყველა მატჩი გადამწყვეტია, სერია A-ს ბოლო 5 მატჩში 4 წავაგეთ და საჭიროა სწორ გზაზე დავბრუნდეთ. „ბოლონიასთანაც“ რთული თამაში გველოდება. ჩვენი მიზანია ოთხეულში დარჩენა, მეორე ადგილზე გასვლა, რადგან ეს გაისად იტალიის სუპერთასზე თამაშის უფლებას მოგვცემს.

მოედანზე მუშაობა უნდა გავაგრძელოთ, ისე მოვიქცეთ, როგორც ყოველთვის ვიქცევით მოედნის მიღმა არსებული დამოკიდებულების მიმართ და მე არ ვსაუბრობ სასამართლოებზე, არამედ სპორტზე. წუწუნით ვერაფერს გავხდებით, ეს ჩემი აზროვნების ნაწილია. ამ დამოკიდებულებით უნდა გავაგრძელოთ, რადგან პრეტენზიებს არ მოაქვს ქულები, არამედ მნიშვნელოვანია ის, რაც მოედანზე ხდება. გაბრაზებული უნდა ვიყოთ, რადგან კვირას წავაგეთ მატჩი, რომელშიც გაშვებული გოლი არავის ბრალია, გარდა ჩვენი თავისა. ეს ჩვენი პასუხისმგებლობა იყო და უნდა გამოვასწოროთ.

მომავალი? „იუვენტუსთან“ 2-წლიანი კონტრაქტი მაქვს და პრივილეგიაა აქ მუშაობა, 7 წელი მაქვს „იუვეში“ გატარებული და ეს ბევრს არ შეუძლია. ერთ-ერთი მათგანი ვარ და თავს პრივილეგირებულად ვგრძნობ. ცხოვრებაში არის რთული მომენტები, როცა საქმეები კარგად არ მიდის, მაგრამ ამას მხარგაშლილი უნდა შევხვდეთ, სიმშვიდით და მკაფიო იდეებით მომავლის დასაგეგმად. ჩვენ უნდა ვიფიქროთ სეზონის კარგად დასრულებაზე, მეორე ადგილზე გასვლაზე სერია A-ში და ეს ადვილი არ არის, ვცდილობთ ორი ტურნირის ფინალში გასვლას და არც ეს არის ადვილი, რადგან გადამწყვეტი მატჩები შეიძლება კარგი ან ცუდი იყოს. ფეხბურთი ასეთია, ეს უნდა მივიღოთ, მაგრამ მკაფიო წარმოდგენა უნდა გვქონდეს როგორი უნდა იყოს მომდევნო სეზონი. თვენახევარი გვაშორებს სეზონის დასრულებას და უნდა დავგეგმოთ შემდეგი, სიმშვიდით და მონდომებით, რომ შევძლოთ განვითარება, რადგან ვიცით, რომ „იუვენტუსმა“ გამარჯვება უნდა დაიბრუნოს. არ ვიცი, მომავალ წელს მიაღწევთ თუ არა წარმატებას, მაგრამ აუცილებლად ვეცდებით. ახალგაზრდულ სექტორში წარმატებით ვმუშაობთ, „იუვე“ იტალიაში ერთადერთია, რომელსაც ჰყავს მეორე გუნდი, ის არის ერთ-ერთი მცირერიცხოვანთაგან, რომელსაც აქვს ორი სპორტული ცენტრი, ერთი პირველი ჰყავდა ქალთა გუნდი და ვფიქრობ, ბოლო 10 წელი „იუვენტუსის“ ისტორიაში მნიშვნელოვანი წლები იყო.

22 წლის ბიჭს იტალიაში ახალგაზრდას ვეძახით, მაგრამ ეს სწორედ, რომ იტალიის ნაწილია. ამიტომ, არ უნდა ვიწუწუნოთ თუ 22 წლის ბიჭს ახალგაზრდას ვუწოდებთ. ფიქრობ, ბევრი რამ არის გამოსასწორებელი“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „ინტერისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 26 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …

ბრემერი: “გატის სეზონის წინ ვეუბნებოდი, რომ მოთმინება გამოეჩინა”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „სპორტინგთან“ მატჩის (1:0) შემდეგ ფედერიკო გატისა და დანილოზე ისაუბრა. როგორც …