მთავარი / რეგისტრაცია 2018-19

რეგისტრაცია 2018-19

Juventus Club Georgia იწყებს 2018/2019 სეზონის იუვენტუსის ოფიციალური ფანკლუბის წევრების რეგისტრაციას.

რეგისტრაციის წესები და პირობები: იუვენტუსის ოფიციალური ფანკლუბის წევრი შეუძლია გახდეს საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი პირი, განურჩევლად სქესისა და ასაკისა; 31.08.2018-მდე რეგისტრაციის ღირებულებაა – 30 ევრო; 01.09.2018-31.01.2019 პერიოდში რეგისტრაციის ღირებულებაა – 45 ევრო;

წევრობის მსურველებმა წლიური საწევრო გადასახადი უნდა ჩარიცხონ ააიპ “ტურინის იუვენტუსის ქართული ფან კლუბი”-ს საბანკო ანგარიშზე (SWIFT: TBCBGE22 ანგარიშის ნომერი: GE78TB7862336080100001, მიმღები ბენეფიციარი – Turinis iuventusis kartuli pan klubi) (გადახდის დანიშნულებაში უნდა მიუთითოთ: “Deposit 2018-2019”).

16 წლამდე გულშემატკივრები (რომლებიც დაბადებულნი არიან 2003 წლის 1 იანვრის შემდგომ) სარგებლობენ 10 ევროს ფასდაკლებით; რეგისტრაციის მსურველებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა (ინგლისურად) იხილეთ სარეგისტრაციო ფორმის ლინკი: და თან მიუთითონ საწევროს გადახდის დოკუმენტის დეტალები;

სარეგისტრაციო განაცხადის შევსებით წევრობის მსურველი ავტომატურად ეთანხმება იუვენტუსის ოფიციალური ფანკლუბის წესებსა და პირობებს, რომელიც გამოქვეყნებულია კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.juventus.com; წევრების რეგისტრაცია დაიწყება 2018 წლის 23 ივლისს, პირველი ეტაპი დასრულდება 2018 წლის 31 აგვისტოს (რათა მოხდეს ფანკლუბის სტატუსის გააქტიურება და წევრებს შეეძლოთ მატჩებზე დასასწრები ბილეთების შეძენა) და საბოლოო ეტაპი დასრულდება 2019 წლის 31 იანვარს.

ფანკლუბის წევრობის ბენეფიტები
  • იუვენტუსის ოფიციალური ფანკლუბის წევრობის სახელობითი ბარათი;
  • უპირატესი უფლება საშინაო მატჩების ბილეთების წინასწარ შეძენაზე (სერია ა, კოპა იტალია და ჩემპიონთა ლიგა);
  • ჩემპიონთა ლიგის გასვლით მატჩებზე ბილეთების შეძენის შესაძლებლობა;
  • 10%-იანი ფასდაკლება იუვენტუსის ყველა მაღაზიაში ბარათის წარდგენის შემთხვევაში;
  • 10 ევროს ფასდაკლება უფლება www.store.juventus.com ვებგვერდზე მინიმუმ 100 ევროს შენაძენზე 2019 წლის 30 ივნისამდე;
  • ფასდაკლებები Allianz Stadium, Juventus Museum და Juventus City Tours;
  • Walk About – სტადიონის უფასო ტური, სერია ა და კოპა იტალიის საშინაო მატჩების წინ, ყოველ თამაშზე ფანკლუბის მხოლოდ 2 წევრისთვის და იმ შემთხვევაში თუ ყველა ადგილი არ არის შევსებული;
  • Tessera del Tifoso – გულშემატკივრის სპეციალური ბარათის მოთხოვნის უფლება (დამატებითი ანაზღაურების შემთხვევაში);
  • Terzo Tempo – მესამე ტაიმი – გულშემატკივართა ჯგუფს, წინასწარ შეთანხმებული საზღაურის გადახდის შემთხვევაში, შეუძლია მოითხოვოს მატჩის შემდგომ იუვენტუსის რომელიმე ფეხბურთელთან შეხვედრა, რომელიც გაიმართება Allianz Stadium-ის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას.
  • იუვენტუსის სამწვრთნელო სესიაზე დასწრების ექსკლუზიური შესაძლებლობა, კლუბის მიერ გამოცხადებულ დღეებში.
წევრობის გამოყენების წესები

იუვენტუსის ოფიციალური ფანკლუბის წევრის ბარათის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მასზე მითითებული პირის მიერ და სხვაზე მისი გადაცემა დაუშვებელია;

იუვენტუსის საშინაო (სერია ა, კოპა იტალია და ჩემპიონთა ლიგა) და ჩემპიონთა ლიგის გასვლით მატჩებზე დასასწრები ბილეთების ფანკლუბის წევრებისთვის წინასწარ გაყიდვაში გამოსვლის თაობაზე ინფორმაცია გამოქვეყნდება Juventus Club Georgia-ს ფეისბუქ გვერდზე და Juventus.ge-ზე. შესაბამის თამაშზე დასწრების მსურველმა წევრმა საჭიროა გააგზავნოს შეტყობინება ელ-ფოსტაზე jclubgeorgia@gmail.com და წერილობით დააფიქსიროს მოთხოვნა ბილეთ(ებ)ზე;

ბილეთების რაოდენობის ლიმიტირების შემთხვევაში წევრების განაცხადების დაკმაყოფილება მოხდება გაგზავნილი შეტყობინების რიგითობის მიხედვით (First-come, first-served);

წინასწარი განაცხადის გამოგზავნა ოფიციალური წევრის მიერ დასაშვებია არაუმეტეს 2 თამაშზე, მხოლოდ მისი და მისი ოჯახის წევრის სახელზე, რომელიც ასევე უნდა იყოს დარეგისტრირებული წევრი;

ბილეთ(ებ)ის განაცხადის რეგისტრაციის შემთხვევაში ფანკლუბის წევრი ვალდებული იქნება წინასწარ ჩარიცხოს მათი ღირებულება იუვენტუსის ქართული ფანკლუბის საბანკო ანგარიშზე;

კლუბის მიერ ბილეთ(ებ)ის გამოყოფის შემთხვევაში ფანკლუბის წევრი მიიღებს მას ელ-ფოსტაზე, ხოლო უარის შემთხვევაში სრულად დაუბრუნდება ჩარიცხული თანხა.