მთავარი / ბლოგი

ბლოგი

მთელი ცხოვრების ვნება: ჯანი ანიელი და „იუვენტუსი“

ჯანი ანიელის „იუვენტუსისადმი“ ძლიერმა სიყვარულმა იგი კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ფიგურად აქცია. ახლა „ბებერი ქალბატონის“ გულშემატკივრები მას და მის სიტყვებს განსაკუთრებული სიყვარულით იგონებენ. ამ სტატიაში ჩვენ დავუბრუნდებით და გავიხსენებთ მის ყველაზე დასამახსოვრებელ ციტატებს. „როდესაც მე „იუვენტუსის“ პრეზიდენტი გავხდი, ხალხი წერდა: 50 წლის კლუბს ახლა 25 წლის პრეზიდენტი ჰყავსო”. ჯანი …

სრულად წაკითხვა »

რუბრიკა | “იუვეს” ლეგენდები და გმირები – პაველ ნედვედი

Juventus.ge აგრძელებს “იუვენტუსის” ისტორიაში წარმატებული ფეხბურთელების თუ მწვრთნელების შესახებ წერას. პირველი სტატია დიდიე დეშამს დაეთმო, ხოლო ამჯერად ჩეხი ნახევარმცველის, პაველ ნედვედის შესახებ დავწერეთ. პაველ ნედვედი იუვენტუსში 2001 წლის ზაფხულში მივიდა, როგორც ზინედინ ზიდანის შემცვლელი, რომელიც მადრიდის „რეალში“ გადავიდა. პირველი თვეები ძალიან მძიმე და წარუმატებელი გამოდგა, ის ვერ ამართლებდა მოლოდინს და …

სრულად წაკითხვა »

რუბრიკა | “იუვეს” ლეგენდები და გმირები – დიდიე დეშამი

Juventus.ge დღეს მოგიყვებათ პერსონაჟზე, რომელმაც „იუვენტუსისთვის“ დიდი საქმე გააკეთა, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის… მას ისევე უყვარს „იუვენტუსი“, როგორც ჩვენ! ის 1994 წლის ზაფხულში აღმოჩნდა „იუვენტუსში“ უეფას პარამეტრების გამოყენებით, რამაც „იუვეს“ მარსელის „ოლიმპიკის“ კაპიტნის მოპოვების უფლება მისცა მხოლოდ სამი მილიარდი ლირის (იტალიური ფულის ერთეული იმ დროს). სეზონის დასაწყისში აქილევსის მყესის …

სრულად წაკითხვა »

ყოველთვის წინ! „იუვეს“ ლოგოტიპმა მცირე ცვლილება განიცადა

2020 წლის 1 ივლისის შუაღამეს მოხდა ისეთი მოვლენა, რომელიც თითქმის არავინ შენიშნა, მაგრამ მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. „იუვენტუსის“ ახალი ლოგოს, რომელმაც 2017 წელს ძველი ჩაანაცვლა, მცირე ცვლილება ძალაში შევიდა. 1 ივლისიდან სიტყვა „იუვენტუსი“ გაქრა ლოგოდან და დარჩა მხოლოდ სტილიზებული ასო „J“. ცვლილება, რომელიც მეორეხარისხოვანია, სინამდვილეში წარმოადგენს უფრო ფართო ინტერნაციონალიზაციის პროცესის …

სრულად წაკითხვა »

სანამ ურემი გადაბრუნდება – დიდი დისბალანსი და დეგრადაცია “იუვეში”

ჯერ ურემი არ გადაბრუნებულა, მაგრამ სანამ გადაბრუნდება გზის დანახვა მანამდეა საჭირო. „იუვენტუსის“ პრობლემები ბოლო დროს აშკარაა და ეს შორიდან, შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს. ვეცდებით მივყვეთ თანმიმდევრულად და მაქსიმალურად გავარჩიოთ საკითხი, რომელიც ძალზე აქტუალურია. ანდრეა ანიელის იმპერია ანდრეა ანიელი „იუვენტუსის“ პრეზიდენტის პოსტზე 2010 წლის გაზაფხულზე გამოჩნდა, როდესაც გუნდი ღრმა კრიზისში იყო. …

სრულად წაკითხვა »

კაბრინის მემკვიდრე, რომლის სიცოცხლე 23 წლის ასაკში დასრულდა

25 აპრილი, 1995 წელი, პერუჯაში ლეიკემიით დაავადებული ანდრეა ფორტუნატო გარდაიცვალა, 23 წლის ასაკში. ანდრეა 1971 წლის 26 ივლისს, სალერნოში დაიბადა და 90-იანი წლების დასაწყიში იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი განაპირა მცველი იყო (მარცხენა მცველი), მას ნათელ მომავალს უწინასწრამტყველებდნენ, ხანმოკლე სიცოცხლეში, „კომოს“, „პიზას“, „ჯენოას“ და „იუვენტუსის“ მაისურით ითამაშა. მის კარიერაში გარდამტეხი 1992-1993 …

სრულად წაკითხვა »

“ჩემი მხოლოდ ლიპის სჯეროდა” – ზიდანის მაგია “იუვენტუსში”

საოცარი ტრანსფერი, ტრანსფერი, რომელმაც სკოლა შექმნა. ზინედინ ზიდანი „იუვენტუსში“ უნიკალურობას წარმოადგენდა. შეუძლებელია იპოვოთ ასეთი თვისებების მქონე მეორე ფეხბურთელი იპოვოთ. ფრანგი „იუვენტუსის“ ძალას ხუთი სეზონის განმავლობაში წარმოადგენდა. ტრანსფერის მთავარი ინიციატორი: ლუჩანო მოჯი. ზიდანის ტრანსფერზე მოჯიმ მოგვიანებით გაიხსენა: „მისი თამაში უეფას თასზე ორჯერ ვნახე: „მილანი“ – „ბორდო“ და „ბორდო“ – „მილანი“. ვნახე …

სრულად წაკითხვა »

ის საოცარი დღე. როგორ გასტაცა „იუვენტუსმა“ „ინტერს“ ხელიდან სკუდეტო

ის საოცარი დღე. როგორ გასტაცა „იუვენტუსმა“ „ინტერს“ ხელიდან სკუდეტო

„იუვენტუსის“ გულშემატკივრები ყოველთვის გაიხსენებენ ანტონიო კონტეს იმ ცნობილ სიტყვებს. ეს მოხდა 2002 წლის 5 მაისს უდინეში, როდესაც RAI-ს ერთ-ერთი ჟურნალისტი მატჩის დასრულების შემდეგ შეიპარა „ბიანკონერის“ გასახდელ ოთახში, სადაც იმ მომენტში ნამდვილი რომაული ორგია მიმდინარეობდა. რომაული ყველა გაგებით: „იუვენტუსმა“ „ლაციოს“ გამარჯვების წყალობით 26-ჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი. ეს იყო კალჩოს ისტორიაში ერთ-ერთი …

სრულად წაკითხვა »

როდესაც “იუვე” მასკერანოსთან და ჩაბი ალონსოსთან ერთ ნაბიჯში იყო…

ბოლო წლებში სანამ ჯუზეპე მაროტასა და ფაბიო პარატიჩის გზები გაიყრებოდა, „იუვენტუსს“ სატრანსფერო ბაზარზე სერიოზული შეცდომები თითქმის არ დაუშვია, მაგრამ მანამდე იყო სინანულის მიზეზები. მაგალითად კალჩოპოლის შემდეგ, როდესაც „იუვე“ სერია A-ში დაბრუნდა და ტრანსფერებზე ჟან-კლოდ ბლანი და ალესიო სეკო მუშაობდნენ. ტურინული გრანდი ძალიან ახლოს იყო ხავიერ მასკერანოსა და ჩაბი ალონსოს ტრანსფერებთან, …

სრულად წაკითხვა »

2019 წლის შეჯამება: გარდამტეხი პერიოდი

2019 წლის შეჯამება გარდამტეხი პერიოდი

2019 წელი დასრულდა, რომელმაც „იუვენტუსის“ მუზეუმს ორი ტიტული შემატა – სკუდეტო და იტალიის სუპერთასი. მთლიანობაში კი, ჯერ კიდევ მიმდინარე წელი „ბებერი სინიორასთვის“ არც წარმატებებით დახუნძლული ყოფილა და იყო რთული პერიოდებიც. გარდა ამისა, ზაფხულში გუნდში დიდი ცვლილელები მოხდა, რომელიც სამწვრთნელო შტაბის შეცვლაში გამოიხატა. 2019 წლის საუკეთესო დასაწყისი 2019 წელი „იუვენტუსისთვის“ ტიტულით …

სრულად წაკითხვა »