2020 წლის 1 ივლისის შუაღამეს მოხდა ისეთი მოვლენა, რომელიც თითქმის არავინ შენიშნა, მაგრამ მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. „იუვენტუსის“ ახალი ლოგოს, რომელმაც 2017 წელს ძველი ჩაანაცვლა, მცირე ცვლილება ძალაში შევიდა. 1 ივლისიდან სიტყვა „იუვენტუსი“ გაქრა ლოგოდან და დარჩა მხოლოდ სტილიზებული ასო „J“.
ცვლილება, რომელიც მეორეხარისხოვანია, სინამდვილეში წარმოადგენს უფრო ფართო ინტერნაციონალიზაციის პროცესის ნაწილს, რომლისკენაც მიისწრაფვის ანდრეა ანიელი. პრეზიდენტს სურს, რომ კლუბი პირველ რიგში ბრენდის სახით გახდეს ცნობადი, მხოლოდ სიმბოლოს საშუალებით და არა სახელით, როგორც ეს სხვა დიდი სპორტული ბრენდების, მაგალითად, Yankiz-ის შემთხვევაში ხდება.
რებრენდინგი
კომპანიის რებრენდინგი არავის უკვირს. რეგულარულად ჩნდება ინფორმაცია, რომ რომელიმე კომპანიამ შეცვალა ლოგო/კორპორატიული სტილი/ლოზუნგი, გახსნა საქმიანობის ახალი მიმართულება ან შექმნა უნიკალური სერვისი. მაგრამ როგორ უნდა განხორციელდეს საფეხბურთო კლუბის რებრენდინგი? ეს ცვლილება ხომ ყველა გულშემატკივარზე იმოქმედებს, ვისთვისაც საფეხბურთო კლუბი ცხოვრების აზრს წარმოადგენს.
საფეხბურთო კლუბებში დიზაინერებს, ჩვეულებრივ, ორ შემთხვევაში მიმართავენ: მათ ან კოსმეტიკურ რემონტს უკვეთავენ, ან წარსულიდან რაიმის აქტუალიზაციას სთხოვენ, რაც აუცილებლად „გამარჯვების სულისკვეთებით“ იქნება გაჯერებული. ლონდონის „არსენალმა“ გაამარტივა ზარბაზანი და უარი თქვა ლათინურ ლოზუნგზე, „პსჟ“-მ ეიფელის კოშკი ოთხ შტრიხამდე შეამცირა, „ჩელსიმ“ დაიბრუნა ლომი, „მანჩესტერ სიტიმ“ – ხომალდი, „ზენიტმა“ – ისარი. ამასთან, ყველა ეს, ერთი შეხედვით, ისტორიულად სამართლიანი ნაბიჯი მაშინვე არ მიიღეს, რადგან ეს იყო „ტრადიციები“.
მაგრამ ფეხბურთი დიდი ხანია სპორტული თამაშიდან მომგებიან ბიზნესად გადაიქცა. ანიელიმ მოისურვა ტიტულოვანი კლუბი გლობალურ კორპორაციად ექცია. პირველად, კლუბმა ახალი იმიჯი ჯერ კიდევ 2016 წლის გაზაფხულზე წარმოადგინა. მაშინ კლუბის მენეჯმენტის დახურულ შეხვედრაზე პირველად აჩვენეს ახალი ლოგო: მარტივი და თანამედროვე ასო “J” რთული ჰერალდიკური ნიშნის ნაცვლად. რა თქმა უნდა, გულშემატკივართა უმეტესობა ეწინააღმდეგებოდა სიახლეებს, მაგრამ კლუბი მტკიცედ იდგა თავისაზე.
შემდეგი ნაბიჯი იყო კლუბის სრული რებრენდინგი, რამაც „იუვე“ ფეხბურთის სიბრტყიდან გამოიყვანა. ახალი ლოგო ძალიან საკამათო აღმოჩნდა, მასში ფეხბურთისგან აღარაფერი იყო დარჩენილი. მაგრამ კლუბი სწორედ ამის მიღწევას ცდილობდა. „იუვენტუსს“ სურდა გამხდარიყო ცნობადი აუდიტორიისთვის, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ფეხბურთთან, და მან წარმატებას მიაღწია.
„ბიანკონერიმ“ შეიმუშავეს ძალიან მაგარი დიზაინი და დაიწყო უზარმაზარი რაოდენობის თანამედროვე საქონლის წარმოება, რომელსაც სიამოვნებით იყენებენ ყოველდღიურ ცხოვრებაში (კალმებიდან სამოსამდე). ლოგო გახდა ახალი ვიზუალური სისტემის საფუძველი. ფორმის ჩვეულებრივი ზოლები შეიცვალა ორი მკაფიო შავი და თეთრი ნახევრით.
ანდრეა ანიელი მიჰყვება „დროის სულისკვეთებას“. ახალი ლოგოს მიღებიდან სამი წლის განმავლობაში კლუბი გახდა Netflix-ის დოკუმენტური სერიალის გმირი, წამოიწყო საკუთარი მულტფილმი YouTube Kids-ზე, მოაწყო დისკოთეკები ნიუ-იორკში და თანამშრომლობდა სკეიტის ბრენდთან Palace.
მაგრამ საიდუმლო ლოგოს შეცვლაში არ არის. საიდუმლო ემოციებშია, სწორედ ამაში ხალხს სურს ფულის გადახდა. იდეა, რომელიც რებრენდინგს საფუძვლად დაედო, არის ბრენდის შექმნა, რომელიც ასოცირდება გამარჯვების ემოციასთან, როგორც Red Bull – ენერგიასთან, Harley Davidson – თავისუფლებასთან, ხოლო Ferrari – სიჩქარესთან.
კლუბის კომენტარი
„ეს ლოგო წარმოადგენს „იუვენტუსის“ არსს და სამივე ელემენტს მოიცავს, რომელიც ქმნის კლუბის დნმ-ს,” – ნათქვამია „ბებერი ქალბატონის“ ოფიციალურ ვებსაიტზე.
– ჩვენ გაჩვენეთ, ვინ გვინდა ვიყოთ, – განმარტა პრეზიდენტმა ანიელიმ. – ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ რაიმის კუთვნილების დადგენა, არამედ „იუვენტუსის“ სტილის განსაზღვრაც, რომლის გამოყენება შეიძლება სხვადასხვა აუდიტორიის – ბავშვების, ქალების, ახალგაზრდების – მიმართვის გზით. ჩვენ გვინდა, რომ ისინი ჩვენთან ახლოს იყვნენ არა მხოლოდ ფეხბურთის გამო – რაც ჩვენთვის მთავარია – არამედ ჩვენი ფილოსოფიის, ჩვენი სტილის გამო.
აზრობრივი დატვირთვა
პირველი ელემენტია იუვენტუსის ტრადიციული შავი და თეთრი ზოლები. მეორე არის ასო J, კლუბის იტალიური სახელწოდების – Juventus – პირველი ასო. მესამე ელემენტი, რომელიც, როგორც კლუბში ამტკიცებენ, შეიძლება დაინახოთ ემბლემაში, არის ჩემპიონობის სურვილი და გამარჯვებისკენ სწრაფვა.
„იუვენტუსმა“ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათი ლოგო ნამდვილად შორს არის კლასიკური ფეხბურთის იმ ემბლემებისგან, რომლებსაც გულშემატკივრები შეეჩვივნენ, მაგრამ ის „გადმოსცემს თვითმყოფადობას, კუთვნილებისა და ფილოსოფიის გრძნობას. ეს არის თანამედროვე ეპოქის ლოგო.”
ფაქტობრივად, იუვენტუსმა ძველი ემბლემის, რომელმაც უმნიშვნელო ცვლილებებით 100 წელზე მეტი ხანი გასტანა, 70 პროცენტზე უარი თქვა: გაუჩინარდა ფარი, გვირგვინი, „შეუკავებელი ზებრა“; დარჩა მხოლოდ ორი მოღუნული თეთრი ზოლი და რვა ასო. ასეთი რებრენდინგი ძნელად თუ მოხიბლავდა ვინმეს ტრადიციულ ბიზნესში, მაგრამ ფეხბურთის იდენტურობის კონსერვატიულ სამყაროში იტალიელებამდე იგივე მხოლოდ ინგლისის პრემიერ ლიგაში გაბედეს, როდესაც 2016 წლის ზაფხულში თეთრი და ლურჯი შეცვალეს ფუკსიისა და სალათის ფერებზე.
რეაქცია
16 იანვრის საღამო ძალიან მშვიდი იყო, მაგრამ მოულოდნელად, საღამოს 10 საათის შემდეგ სიმშვიდე დაირღვა. ზუსტად ამ დროს მილანში, ლეონარდო და ვინჩის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ეროვნულ მუზეუმში, დაიწყო „იუვენტუსის“ ახალი ლოგოს პრეზენტაციისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო საღამო, ასობით საფეხბურთო და არა საფეხბურთო VIP სტუმრების თანდასწრებით.
კიდევ ერთი საათი გავიდა და ჰეშთეგები #2BeJuventus და #JuventusLogo შეიჭრნენ Twitter-ის გლობალურ ტრენდებში – ამდენად პროვოკაციული აღმოჩნდა კომპანიის გადაწყვეტილება, რომლის აუდიტორიას, მისივე შეფასებით, 180 მილიონი ადამიანი შეადგენს.
რეაქცია რაღაც ახალზე ძალიან ხშირად უარყოფითი ხასიათისაა, ყოველგვარი ენთუზიაზმის გარეშე. არც „იუვენტუსის“ ლოგო იყო გამონაკლისი. გულშემატკივრები განცვიფრებულები დარჩნენ. ბევრი შოკშიც იყო. ინტერნეტში მრავალი კარიკატურა გავრცელდა. სხვა კლუბების გულშემატკივრები კი უბრალოდ დასცინოდნენ იმას, რაც იმ ორშაბათს „იუვენტუსის“ ხელმძღვანელებმა ამაყად წარმოადგინეს ლეონარდო და ვინჩის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ეროვნულ მუზეუმში.
2017 წლის 17 იანვარს, გაღვიძებისთანავე, დილის პრესას გავეცანი და დავინახე ახალი ამბები – „იუვენტუსმა“ ახალი ლოგო წარმოადგინა. თავიდან ვერც კი გავაცნობიერე, რა მოხდა. თანდათანობით კი მივხვდი, რომ „იუვემ“ „ბომბი დააგდო“. ემილი რატაკოვსკი „ელ გენერალისა“ და ამის გვერდით. პირველი აზრი იყო – რა ხდება? სადაა ზოლები? ხარი? რას აკეთებს ანიელი? მაგრამ შოკი ჩაცხრა, როდესაც იმ ადამიანის სიტყვები გამახსენდა, რომლის წყალობითაც „იუვე“ ლეგენდად იქცა.
„ყოველ ჯერზე ვგრძნობ ემოციურ შერყევას, როდესაც გაზეთს ვიღებ და მის სათაურში ვხედავ ასო „J“-ს. ასეთ მომენტებში მაშინვე ვიწყებ „იუვენტუსზე“ ფიქრს.“ – ჯანი ანიელი.
ადვოკატი თავისი ძმისშვილით იამაყებდა.