მთავარი / ბლოგი / რატომ გადაწყვიტა „იუვენტუსმა“ დიბალას მოშორება?
რატომ გადაწყვიტა „იუვენტუსმა“ დიბალას მოშორება?

რატომ გადაწყვიტა „იუვენტუსმა“ დიბალას მოშორება?

2017 წლის 11 აპრილს „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის მატჩში ბარსელონას 3-0 მოუგო, პაულო დიბალამ ჩაატარა კარიერის საუკეთესო მატჩი და გაიტანა ორი გოლი. ორი დღის შემდეგ მან განაახლა კონტრაქტი 2022 წლამდე, ანაზღაურების გაზრდით წელიწადში სამიდან 7 მილიონამდე, და გახდა მეორე ადგილის მფლობელი კლუბის სახელფასო უწყებაში, გონსალო იგუაინის შემდეგ.

მაგრამ პაულომ ვერ გაუძლო რთულ გამოცდას. პირველი ნიშანი ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ გაჩნდა, დიბალა მოედანზე დაიბნა, ხოლო შესვენების დროს, იტალიური პრესის თანახმად, შეტაკება მოხდა ფეხბურთელებს შორის. ბონუჩი და ალვეში თავდამსხმელს არასაკმარის ერთგულებაში ადანაშაულებდნენ, ბუფონი და ბარძალი კი მას მხარს უჭერდნენ. ყველაფერი დასრულდა „იუვეს“ მარცხით ანგარიშით 0:3 მეორე ტაიმში, არგენტინელის 78-ე წუთზე შეცვლითა და ალვეშისა და ბონუჩის გაყიდვით.

ზაფხულში კლუბმა ფეხბურთელის მხარდაჭერა გადაწყვიტა და დიბალას მიანიჭა ლეგენდარული №10. შემდეგი სეზონი ძალიან კარგად დაიწყო, არგენტინელი შეუდარებელი იყო და სეზონის პირველ 8 თამაშში 12 გოლი გაიტანა, მაგრამ ამას კანონზომიერი ვარდნა მოჰყვა, საიდანაც იგი სეზონის ბოლომდე აღარ გამოსულა. მომდევნო 34 მატჩში მან თავი მხოლოდ 14 ჯერ გამოიჩინა, რამდენჯერმე არ მოხვდა ძირითად შემადგენლობაში და შედეგად გაძევებულ იქნა სეზონის გადამწყვეტ თამაშში მადრიდის „რეალთან“.

ვარდნას, როგორც გაირკვა, არ ჰქონდა სპორტული მიზეზები. პაულომ გადაწყვიტა რადიკალურად შეეცვალა ცხოვრება და 2017 წლის სექტემბერში მიიღო რამდენიმე სერიოზული გადაწყვეტილება.

პირველი იყო აგენტის პიერ პაოლო ტრიულცის შეცვლა თავის ძმებზე, გუსტავოსა და მარიანოზე. ეს გადაწყვეტილება რამდენიმე წლიანი თანამშრომლობის შემდეგ იქნა მიღებული. არგენტინელმა მიიჩნია, რომ ის ახლა უკვე საკმარისად ზრდასრულია საკუთარი ინტერესების წარმოსადგენად. ამრიგად, დიბალა კვლავ დაეყრდნო ძმებს, რომ თავი „უფრო დაცულად“ ეგრძნო, როგორც Gazzetta dello Sport იტყობინება.

მეორე ნაბიჯი იყო განშორება არა ვარსკვლავურ ანტონელა კავალიერისთან. ფეხბურთელის გვერდზე მისი ადგილი დაიკავა მოდელმა, მომღერალმა და მსახიობმა ორიანა საბატინიმ, ცნობილი ჩოგბურთელის გაბრიელა საბატინის ძმისშვილმა. სრული განშორებისთვის დიბალა ახალ სახლშიც კი გადავიდა, რადგან ძველი კავალიერის აგონებდა.

მესამე ცვლილება მოხდა სპონსორის „ბოგაზე“. ჯერ კიდევ 2016 წელს, დიბალამ გააფორმა კონტრაქტი მალტურ კომპანიასთან „Star Image“ და მას 10 წლის განმავლობაში მიანდო მისი საიმიჯო უფლებები. კომპანიამ დაუყოვნებლივ გააფორმა კონტრაქტი „Nike“–თან და ერთი წლის შემდეგ უფლებები მიჰყიდა „Puma“–ს. მაგრამ დიბალამ ცალმხრივად გაწყვიტა ხელშეკრულება მალტელებთან და დამოუკიდებლად დადო ხელშეკრულება „Adidas“-თან. შედეგად, „Star Image“-თან დაიწყო სასამართლო პროცესი, რომელიც დღემდე მიმდინარეობს. დამეთანხმეთ, შვეიცარიაში მუდმივი მივლინებები სასამართლოში ჩვენების მისაცემად საფეხბურთო მოედანზე კონცენტრირებას ხელს დიდად არ უწყობს.

ვარდნის შედეგად, შემოდგომაზე მწვრთნელის მასმილიანო ალეგრის მოთმინების ფიალა გადაივსო. თავდამსხმელი რამდენჯერმე შეცვალეს მისი გაუგებარი თამაშის გამო, რამაც გამოიწვია ფეხბურთელის მხრიდან უკმაყოფილების გამოხატვა. მაგრამ კონფლიქტი სწრაფად მიჩქმალეს და დიბალამ რამდენიმე მატჩი სკამზე გაატარა, ხოლო „ბიანკონერის“ ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა ახალგაზრდა ფეხბურთელს ურჩია „თავი გაეწირა“.

თუმცა დეკემბერში მოთმინება უკვე კლუბის მენეჯმენტს ამოეწურა. „იუვენტუსი“ განრისხდა თავდამსხმელის ძმისა და აგენტის მარიანოს საქციელის გამო, რომელმაც აუქციონი მოაწყო „პსჟ“-სა და „ბარსელონას“ შორის. Corriere della Sera-ს თანახმად, მარიანომ სხვა კლუბების წარმომადგენლებს განუცხადა, რომ მას შეუძლია ძმის გადაცემა „როდესაც და როგორც სურს“, და შეხვედრა „პსჟ“-სა და „ბარსელონას“ წარმომადგენლებთან ჩაატარა. ამავე დროს პაულო თვლიდა, რომ კლუბის რეაქცია არასწორი იყო და უკმაყოფილო იყო ოჯახურ ურთიერთობებში ჩარევით. მაგრამ „იუვენტუსმა“ მკაცრი ზომები არ მიიღო და ნედვედის კაბინეტში მორიგი საუბრის შემდეგ ამბავი ჩაიფარცხა.

ახალ სეზონში იუვენტუსმა განახორციელა თავის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტრანსფერი და შეიძინა ოქროს ბურთის ხუთგზის მფლობელი კრიშტიანუ რონალდუ. მრავალი შეტყობინების მიუხედავად, დიბალა დარჩა გუნდში და კიდევ ერთი შანსი მიიღო. მაგრამ თუ წინა წელს, სულ მცირე, რამდენიმე გაურკვევლობა მოხდა, რაც ორი წლის წინ „ბარსელონასთან“ თამაშს მოგაგონებთ, აქ არანაირი მიღწევა არ მომხდარა და მენეჯმენტმა გადაწყვიტა, რომ ფეხბურთელს გამომშვიდობებოდა. „იუვეს“ სამწვრთნელო შტატში ცვლილებებმაც კი არ მოახდინეს გავლენა კლუბის გადაწყვეტილებაზე.

როგორც ყოველთვის, მტრობის ცეცხლში საწვავი ძმებმა დაამატეს. ამჯერად ეს გუსტავო იყო, რომელმაც მაისში განაცხადა:

„დიახ, დიდი ალბათობაა, რომ პაულო „იუვენტუსს“ დატოვებს. ნამდვილად ასე. მას სჭირდება ცვლილებები. ვერ ვიტყვი, სად წავა იგი, მაგრამ ტრანსფერის შანსი მაღალია. რა თქმა უნდა, ახლა ის არ არის ბედნიერი. პაულო ერთადერთი არ არის, ბევრი ფეხბურთელი „იუვენტუსში“ არაკომფორტულად გრძნობს თავს. მხოლოდ ის არ დატოვებს კლუბს ზაფხულში“.

თუმცა, თავად დიბალამ ეს ყველაფერი უარყო:

„ჩემი ძმა თავისი სახელით ლაპარაკობდა. კლუბმა იცის, რას ვფიქრობ“.

თავდამსხმელისგან თავის დაღწევის პირველი მცდელობა მოხდა ლუკაკუ-დიბალას არშემდგარ გაცვლაში „მანჩესტერ იუნაიტედთან“. გარიგება დასრულდა მაშინ, როდესაც გაირკვა, რომ Star Image–მა პარიზში, საერთაშორისო სავაჭრო პალატაში შეიტანა სარჩელი  40 მილიონი ევროს ოდენობის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო. თუ ისინი გაიმარჯვებენ, დიბალას და მის კლუბს საჭირო 40 მილიონი ევროს ფარგლებში პასუხისმგებლობა დაეკისრება. „მანჩესტერ იუნაიტედმა“, რომლის ძირითადი შემოსავალი ბიზნესია, გადაწყვიტა მოლაპარაკებები შეეწყვიტა.

„იუვემ“ მეორე მცდელობა განახორციელა, როდესაც შეამცირა მოთამაშის ფასი 70 მილიონ ევრომდე და მიიღო ტოტენჰემის შეთავაზება ამ თანხის სანაცვლოდ. მოთამაშე ახლოს იყო შეთანხმებასთან, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც არჩევანი უკვე მოიწონა ორიანამ, რომელიც გეგმავს ამ გზით სამოდელო კარიერის განვითარებას. დარჩა კითხვა „Star Image“–თან, რომელმაც ლონდონელებს 12 მილიონი ფუნტი სტერლინგი მოსთხოვეს, მაგრამ ინგლისური პრესის უახლესი ცნობების თანახმად, „დეზებმა“ იპოვეს გასაძრომი და არ მოუწევთ მოთამაშის საიმიჯო უფლებების შეძენა.

Photo by Gonzalo Arroyo Moreno/Getty Images

თუ „ტოტენჰემში“ გადასვლა არ მოხდება, მაშინ „იუვეს“ ჯერ კიდევ აქვს რამდენიმე ვარიანტი. ცნობილია, რომ „პსჟ“ და „ინტერი“ არგენტინელზე აცხადებენ პრეტენზიებს, მაგრამ პირველებმა ჯერ ნეიმარის პრობლემა უნდა მოაგვარონ, მეორეებმა კი გაყიდონ იკარდი და პერიშიჩი, სახელფასო უწყების განტვირთვის მიზნით. ასევე ეს ეპოპეა შეიძლება გაგრძელდეს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრამდე.

დიბალას შეეძლო გამხდარიყო ლეგენდარული პლატინისა და დელ პიეროს მემკვიდრე „იუვენტუსში“ და მესის – არგენტინის ნაკრებში, მაგრამ „ფეხბურთს გარე“ მხარემ მოიგო და პოპულარობისა და შემოსავლების ზრდა პაულოსთვის უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე შედეგები საფეხბურთო მოედანზე.

შემთხვევითი სიახლე

როგორ აღორძინდა იუვენტუსი? ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერები

იუვენტუსის ზრდა განისახღვრება მისი ყველაზე ძვირფასი შესყიდვების სახელებით და ციფრებით, წლიდან წლამდე. როგორ დაიწყო ბებერმა …

“იუვენტუსის” სატრანსფერო ამბები – შეჯამება

ტურინის „იუვენტუსისთვის“ 2019 წლის სატრანსფერო ფანჯარა აქტიურად მიმდინარეობს. „ბებერმა ქალბატონმა“ უკვე რამდენიმე ფეხბურთელი შეიძინა, რომელთა …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *