მთავარი / ბლოგი / კრიშტიანუ რონალდუს კარიერაში ყველაზე ცუდი წელი აქვს
რონალდუს კარიერაში ყველაზე ცუდი წელი აქვს

კრიშტიანუ რონალდუს კარიერაში ყველაზე ცუდი წელი აქვს

კრიშტიანუ უკვე ეჩვევა სარიბოლს და შემდეგ წელს მეტ გოლს გაიტანს

ნოემბერში სარიმ შეცვალა კრიშტიანუ ზედიზედ ორჯერ – ორივეჯერ გოლების გარეშე და მატჩის გადამწყვეტ წუთებში, ორივეჯერ – თამაშის გაძლიერების მიზნით. „იუვენტუსმა“, შემდეგ ეს გადაწყვეტილებები პორტუგალიელის ტრავმას დააბრალა, თუმცა საერთაშორისო პაუზამ ის დამაჯერებლად უარყო – ჩვენ კი ენთუზიაზმით ვეძებდით ჭეშმარიტებას წინააღმდეგობრივ შეტყობინებებში.

ჰქონდა კრიშტიანუს ტრავმა თუ არა, ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა. მნიშვნელოვანია ის, რომ ამგვარად იგი საუკუნეა არ შეცვლილა. რაც არ უნდა დამართნოდა, რონალდუ კოჭლობით, მაგრამ მაინც აღწევდა დადებით მაჩვენებელს პირად სტატისტიკაში. მისი შეცვლის შემდეგ სარიმ განცხადება გააკეთა: რონალდუ არ არის სუპერმენი. „იუვეს“ არამარტო შეუძლია მის გარეშე მოგება (ყველამ ეს გასულ წელს გაიგო) – გარკვეულ სიტუაციებში „იუვე“ მის გარეშე უფრო მოიგებს.

გასაგებია, რომ კრიშტიანუ არ იყო კმაყოფილი ცვლილებებით. ციფრების აკვიატება დიდი ხანია ფუნდამენტად იქცა მისი საგულდაგულოდ აწყობილი სერიული გამარჯვებულის სურათისთვის, რომელიც არ ბერდება, არ იღებს ტრავმებს და მარტოს გააქვს მეტი გოლი, ვიდრე მთელ გუნდს; სურათი, რომლითაც კრიშტიანუ მოელის ისტორიაში დარჩენას. ამისათვის იგი უგულებელყოფდა გუნდის ინტერესებს, აფუჭებდა თავდასხმებს უიმედო დარტყმებით და კედელში უშვებდა ყოველ საჯარიმოს, რომლის გატანა ბეილის ან დიბალას შეეძლო. და ყველა – მწვრთნელები, თანაგუნდელები, ხელმძღვანელები – იღებდნენ მას. ნაგულისხმევად თანხმდებოდნენ, რომ რონალდუ განსხვავებას აკეთებს და ნებისმიერ სირთულედ ღირს.

სარი პირველი მწვრთნელია ამ ათწლეულში, რომელმაც სხვაგვარად გადაწყვიტა, და მას ამის მიზეზი ჰქონდა. ხუთი-ექვსი წლის წინ კრიშტიანუს წელიწადში 50 გოლი გაჰქონდა და ამით ნებისმიერ პრობლემას ანაზღაურებდა. მხოლოდ მესი იყო ახლომახლო,  დანარჩენი რამდენიმე სინათლის წლით ჩამორჩებოდა. 2019 წელს კრიშტიანუმ კლუბისთვის 25 გოლი გაიტანა – მხოლოდ რვა გოლით მეტი, ვიდრე იკარდიმ, რომელმაც 6 თვე „ინტერთან“ ჩხუბში გაატარა, და იმდენივე, რაც „მან სიტის“ სათადარიგო ჟეზუსმა.

წელს რონალდუ არც საუკეთესო და არც ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია მსოფლიოში. იგი მეორე ათეულის შუაშია.

ევროპის საუკეთესო კლუბების ბომბარდირები 2019 წლის მონაცემებით
# ფეხბურთელი გოლი
1 რობერტ ლევანდოვსკი 48
2 ლიონელ მესი 44
3 კილიან მბაპე 39
4 ქარიმ ბენზემა 35
5 რაჰიმ სტერლინგი 33
6 სერხიო აგუერო 32
7 სადიო მანე 30
8 პიერ-ემერიკ ობამეიანგი 29
15 კრიშტიანუ რონალდუ 25
16 გაბრიელ ჟესუსი 24

(გასაგებია, რომ ეროვნული გუნდისთვის გოლებით რონალდუ უფრო მაღალ საფეხურზე იქნება, მაგრამ ამ კონტექსტში ეროვნული გუნდისთვის გოლების გათვალისწინება დაახლოებით იგივეა, რაც ბომბარდირების ჩათვლა 5 საუკეთესო ლიგის მიღმა. ძალიან დიდი განსხვავებაა მატჩების რაოდენობაში, პარტნიორების და ტურნირების დონესა და მოწინააღმდეგეების ხარისხში. ზოგი საერთოდ არ თამაშობს ეროვნულ გუნდში. იგივე ეხება რონალდუს საერთაშორისო კარიერასაც. ერთ წელს მას ცხრა გოლი გააქვს ლიტვისა და ლუქსემბურგის კარებში, მეორეში კი ის თამაშობს ესპანეთისა და ურუგვაის წინააღმდეგ).

უკვე ეს – განსაკუთრებულიდან ერთ-ერთად გადაქცევა – მეტყველებს იმაზე, რომ რონალდუმ ყველაზე ცუდი წელი გაატარა თავის კარიერაში, მაგრამ ეს შეიძლება უფრო ნათლად წარმოვაჩინოთ. ბოლო ხუთი-ექვსი წლის განმავლობაში რონალდუ მუდმივად იღებდა თამაშიდან ზედმეტს. ფინტები, პრესინგი და ერთად თამაში მან ჩაანაცვლა ციფრებით, ნახტომებისა და გოლების რეკორდებით – და ამით მაქსიმალურად გაამარტივა ინდივიდუალური შეფასება.

არ არის საჭირო რონალდუს ბურთთან მუშაობის შეფასება, მისი მოძრაობა და გუნდისთვის მუშაობა – ეს ყველაფერი გამოხატულია და შემოიფარგლება გოლებით. რიცხვები დიდი ხანია კრიშტიანუს განსახიერება გახდა. ისინი არა მხოლოდ განსაზღვრავენ მის თამაშს, არამედ მის საუკეთესო ნაწილსაც გადმოსცემენ.

წელს რონალდუმ კლუბისთვის გაიტანა ჩვეულებრივზე 1,5-2-ჯერ ნაკლები გოლი.

კრიშტიანუ რონალდუს გოლები
წელი კლუბი ნაკრები სულ:
2019 25 14 39
2018 43 6 49
2017 42 11 53
2016 42 13 55
2015 54 3 57
2014 56 5 61
2013 59 10 69
2012 58 5 63

ნაკლები კრიშტიანუმ უკანასკნელად გაიტანა 2006 წელს. მაშინ იგი 21 წლის იყო, ულტრა სიჩქარეზე დარბოდა საჯარიმოდან საჯარიმომდე და მედია ახლახანს იწყებდა მისი წვლილის პერსონიფიცირებას რუნისგან ცალკე. ვან ნისტელროი მას გამოსაცვლელში არბენინდებდა. რონალდუ იყო ერთ-ერთი, ხოლო წელს იგი წინანდელ დონეს მიუახლოვდა – არც სახელით და სტატუსით, და არც თამაშით (იგი გაცილებით გამოკვეთილად თამაშობდა), არამედ ციფრებით. იმით, რისთვისაც იგი მინდორზე გამოდის ბოლო ხუთი-ექვსი წლის განმავლობაში.

რონალდუს ვარდნას მრავალი მიზეზი აქვს. თითქმის ყველა მასთან არ არის დაკავშირებული.

თებერვალში, კრიშტიანუ 35 წლის გახდება, მაგრამ საქმე ასაკში არ არის. დიახ, ის უფრო ხშირად იღებს ტრავმებს, უფრო იშვიათად უმატებს სიჩქარეს, ხოლო „უდინეზეს“ ან „ატლეტიკოს“ მცველებს გადაუსწრებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კიელინი სტარტზე მას ხელს ჰკრავს. მაგრამ ეს მას მოულოდნელად და მხოლოდ ამ წელს არ შეემთხვა. ბოლოს იგი „რეალშიც“ აღარ დაფრინავდა მოიერიშესავით, მაგრამ მაინც ბევრი გოლი გაჰქონდა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მან ცოტა მოუკლო თამაშს, ეს ვარდნა არ დაეტყო ეროვნული ნაკრების შედეგს.

მაურიციო სარის მოსვლასთან ერთად, რონალდუ ძალზე არასასიამოვნო ტაქტიკურ კონტექსტში აღმოჩნდა. მაშინ ყველას აინტერესებდა, თუ როგორ წარმოაჩენდა იგი თავს სისტემაში მოკლე გადაცემებით და წინასწარ ტკბებოდნენ ახალი შედარებებით მესისთან – და სარიმ უარი თქვა გუნდის კრიშტიანუზე მორგებაზე. მაურიციომ თავისი პოზიცია ნოემბრის სკანდალებზე გაცილებით ადრე გამოხარა – ჯერ ზაფხულში, როდესაც მან იგუაინი დააბრუნა და მანჯუკიჩი ამოაგდო განაცხადიდან. „რეალი“ და ალეგრი კი საპირისპიროს აკეთებდნენ.

სეზონის განმავლობაში, სარიმ ასევე უარი თქვა 4-3-3 სქემაზე, რომელიც ყველაზე შესაფერისია რონალდუსთვის. ზაფხულში ჩვენ დავწერეთ, რომ ამ ტაქტიკისთვის „იუვეს“ არ ჰყავს ცენტრალური თავდამსხმელი – ისეთი, რომელიც მწვრთნელის მოთხოვნებსა და რონალდუს მოძრაობას მოუხდებოდა. საბოლოოდ ასეც მოხდა. უფრო მეტიც, კრიშტიანუს გამო მოულოდნელად შეუცვლელი გახდა მატიუიდი (ბურთის გარეშე იგი თამაშობდა მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე და მუშაობდა რონალდუს ნაცვლად) – და ეს ის ფეხბურთელი არ არის, რომელიც სარის დახვეწილ ფეხბურთში საკვანძო უნდა იყოს.

ასე რონალდუ მოხვდა სისტემაში, რომელიც ზღუდავს მის საუკეთესო მხარეებს და ავლენს სისუსტეებს – 4-3-1-2, სადაც ის თამაშობს ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე. რონალდუ კარგია ფლანგებიდან გადაწევაში, როდესაც ცენტრბეკები მას ვერ ხედავენ და ბენზემას მსგავს პირად პაჟს მცველები შორეული ძელიდან გაჰყავს – ასეთ თამაშში რონალდუ მეფეა, იჭრება ბრმა ზონებში და კეტავს. ცენტრში მას დამოუკიდებლად უწევს სივრცისა და დარტყმისთვის მომენტის შექმნა, ხოლო ახლოს ყოველთვისაა ორი მცველი. აქედან გამომდინარე, კრიშტიანუ არც ისე ეფექტურია და ხშირად მარცხენა ფლანგზე ვარდება. ახლა ის მაინც ევროპაში ყველაზე მეტს ურტყამს, მაგრამ მისი დარტყმები ხშირად მოუმზადებელია – მას აქვს ბლოკში დარტყმებისა და მოსალოდნელ გოლების ყველაზე ცუდი სტატისტიკა კარიერაში.

კრიშტიანუ რონალდუს სტატისტიკა
წელი დაბლოკილი დარტყმები % მოსალოდნელი გოლები საშუალოდ მატჩში
2019/20 26,6 0,67
2018/19 25,4 0,78
2017/18 21,3 1,05
2016/17 21,0 0,9
2015/16 16,3 1,01
2014/15 19,1 1,14

ეს ნაწილობრივ სერია A-ს სტილით არის განპირობებული. წელიწადნახევრის წინ, ჩირო ფერარა აფრთხილებდა რონალდუს: „იტალიაში ყველაფერი ისე არ არის, როგორც ესპანეთში, და საქმე არა მხოლოდ მცველებშია, არამედ თამაშის სტილშიც. სერია A-ს უფრო მეტი ტაქტიკა აქვს, პატარა გუნდებიც კი კარგად არიან ორგანიზებული, ამიტომ ნაკლები მომენტები ჩნდება. კრიშტიანუს ბევრი პრობლემა ექნება. ის მაქსიმუმ 25-26 გოლს გაიტანს“. ფერარა 90-იანი წლების ერთ-ერთი საუკეთესო პერსონალისტი იყო და, ბუნებრივია, არ ცდებოდა: მჭიდრო და ფრთხილ იტალიაში იშვიათია მკვლელი შანსები -მცველები თამაშობენ უფრო დაბლა და იმდენად დაცულად, რომ თითქმის არასდროს რთავენ ხელოვნურ ოფსაიტს.

რონალდუს ვარდნის კიდევ ერთი მიზეზი „იუვენტუსია“. „რეალი“ თამაშობდა დინამიურ მაღალსიჩქარიან ფეხბურთს, აფართოებდა დაცვას და არ აძლევდა მოწინააღმდეგეს საჯარიმო მოედნის ჩაკეტვის უფლებას. ასეთ თამაშში კრიშტიანუ ბრწყინვალეა. ტურინში შეიკრიბა სპეციფიკური ნახევარმცველი: რაბიო, მატიუიდი, ხედირა, ბენტანკური, ჯანი – ყველა მათგანი სტატიკურია და არც ისე სწრაფი, ისინი ბურთთან ფაქტობრივად ერთ ადგილზე დგომით მუშაობენ და არ არიან განსხვავებულად თამაშს შეჩვეულნი. კრიშტიანუ იჭედება კომპაქტურ დაცვაში, რომელიც რამდენიმე ხაზშია განლაგებული, „იუვე“ კი მოწინააღმდეგეს საკმარის დროს აძლევს მისი მომზადებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ამ სეზონში თითქმის ყველა გოლი რონალდუმ გაიტანა სწრაფი შეტევის შემდეგ და არა ნელი პოზიციური გათამაშების შედეგად.

ამავე დროს, სწორად სარისთან ერთად რონალდუს შეუძლია კოსმიურ დონეზე დაბრუნება. სარიბოლი ემყარება ვერტიკალურ კონტროლს და პრესინგის პროვოცირებას; აქტიური მოძრაობა აბნევს თავდამსხმელებს და ქმნის სიტუაციურ ხარვეზებს სხვის დაცვაში. „იუვეს“ სტატიკური ნახევარმცველი მას აღარ უხდება ისევე, როგორც კრიშტიანუ. და იგი მას აქტიურად ცვლის.

ნახევარმცველთა უმრავლესობა უკვე ასაკოვანია და ნაკლებად სავარაუდოა, რომ გაგვაკვირვებს მკვეთრი ტრანსფორმაციით, მაგრამ ამ შემადგენლობაშიც კი არის ზრდის ადგილი. რამდენიმე თვეა, რაც ბენტანკური სათადარიგოდან გადაიქცა მთავარ მოთამაშედ: ის გახდა უფრო მკვეთრი, უფრო დინამიური და ამოცანებს კარგად უმკლავდება (ეხმარება პიანიჩს თამაშის აწყობაში, ქმნის პასის ხაზებს და შეტევებზე გადასვლის ვარიანტებს, გადადის შეტევაზე სიღრმიდან) და ახლა ლიდერობს კლუბში საგოლე გადაცემების მხრივ. თუ როდრიგო გააგრძელებს პროგრესს, რამდენიმე თვეში სარის უკვე ორი სრულყოფილი ნახევარმცველი ეყოლება (პიანიჩი ყოველთვის ასეთი იყო). მატიუიდი პასიურობს გათამაშებებში, მაგრამ პრესინგში შეუცვლელია – ყოველ შემთხვევაში, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრამდე.

როდესაც სარი აწყობას დაასრულებს, რონალდუ აღმოჩნდება დინამიური თავდასხმის სისტემაში: თამაში იქ არ იქნება მასზე მორგებული, მაგრამ ეს აუცილებელი არც არის – სისხლისმსმელი სარიბოლი მისთვის საკმარის შანსებს გულისხმობს. რონალდუს აღარ დასჭირდება არაფერი, რაც ასაკთან ერთად იკარგება – არც სიჩქარე, არც ძალა და არც ათასი გაკვრა ერთ ტაიმში. იქნება საჭირო მხოლოდ როლის გააზრება, ამაში კი კრიშტიანუ ბოლო ერთი თვის განმავლობაში კარგად გაიწაფა. მან გაუტანა „ლაციოს” სწორედ სარის სტილში: სიღრმეში პრესინგის პროვოცირება მოახდინა, თავი დაიცვა და მაშინვე დაესხა თავს მცველის მიერ დატოვებულ ზონას. როდესაც ნახევარდაცვა ასევე ითამაშებს, რონალდუს საქმე გაცილებით გაუადვილდება.

კრიშტიანუ ახლა ასრულებს კარიერის ყველაზე ცუდ წელს. იგი დიდი ხანია ისე აღარ ბრწყინავს, როგორც ახალგაზრდობაში, როდესაც მან თავისი ტექნიკური იმპროვიზაციისა და განსაკუთრებული სისწრაფით მილიონობით გულშემატკივრის გული მოიგო. იგი აღარ გვაოცებს გოლების დიდი რაოდენობით, იმდენად დიდით, რომ ცვლის სიტყვა „ბომბარდირის“ აღქმას. დეკემბერში რონალდუს სახელის გვერდით ხშირად ჩნდებოდა წარსული დრო: მენდეშის უმწეო სიტყვებში, რომ იმსახურებდა „ოქროს ბურთს“ ახლა ან ერთი წლის წინ, პარატიჩისა და კიელინის მსგავს განცხადებებში, ვან დეიკის პასუხში მისი დისგან.

მაგრამ ეს, ალბათ, არ არის დასასრული. რადგან მესიმ მეექვსე „ოქროს ბურთი“ მოიგო, კრიშტიანუ კი ჯერ კიდევ არ გაჭაღარავებულა, ამ ისტორიას ნამდვილად ექნება გაგრძელება. რონალდუმ ბოლო 5 მატჩში 6 გოლი გაიტანა – როგორც ჩანს, ეს არის მომავალი წლის პრეზენტაცია.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …