მთავარი / სიახლეები / სერია A / “იუვენტუსს” 15 ქულა დაუბრუნდა, მაგრამ საქმის განხილვა გრძელდება

“იუვენტუსს” 15 ქულა დაუბრუნდა, მაგრამ საქმის განხილვა გრძელდება

„იუვენტუსის“ საჩივარი 15 ქულის დაკლებასთან დაკავშირებით იტალიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

კლუბს 15 ქულა, რომელიც 3 თვის წინ დააკლეს, დაუბრუნდა, მაგრამ დროებით. CONI-მ საქმე თავიდან განსახილველად სააპელაციო სასამართლოს გადასცა, რომელმაც საბოლოო განაჩენი 30 დღის ვადაში უნდა გამოიტანოს.

CONI-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ არ არსებობს კანონი, რომელიც კლუბების მხრიდან კაპიტალის მოგებას არეგულირებს. შესაბამისად, დაკლებული ქულები უსაფუძვლოდ გამოაცხადეს, მაგრამ საქმის განხილვა გაგრძელდება.

შედეგად, საბოლოო განაჩენამდე მაინც, „იუვენტუსს“ 59 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიცია გადავიდა. თუმცა, ტურინულ კლუბს „ნაპოლიმდე“ 16 ქულა აშორებს. სამაგიეროდ, მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება „ლაციოს“, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტ გუნდებს სოლიდურად უსწრებს: „მილანს“ 6 და „ინტერს“ 8 ქულით.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …

ბრემერი: “გატის სეზონის წინ ვეუბნებოდი, რომ მოთმინება გამოეჩინა”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „სპორტინგთან“ მატჩის (1:0) შემდეგ ფედერიკო გატისა და დანილოზე ისაუბრა. როგორც …