მთავარი / თეგის არქივი: სერია A

თეგის არქივი: სერია A

ალეგრი: “სეზონში 54 მატჩის თამაში გვინდა, რაც მაქსიმუმია”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ნაპოლისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, რთულ მატჩს ელოდება, ამიტომ „იუვეს“ კარგად თამაში დასჭირდება. „ველოდები „ნაპოლის“, რომელიც სკუდეტოსკენ მიიწევს. მათ საოცარი სეზონი აქვთ, ხვალ რთული თამაში იქნება, რადგან ისინი ძლიერები არიან. მათ უნდათ, რაც შეიძლება მეტი ქულა მოიპოვონ, რათა ჩემპიონები მალე გახდნენ. …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსს” 15 ქულა დაუბრუნდა, მაგრამ საქმის განხილვა გრძელდება

„იუვენტუსის“ საჩივარი 15 ქულის დაკლებასთან დაკავშირებით იტალიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კლუბს 15 ქულა, რომელიც 3 თვის წინ დააკლეს, დაუბრუნდა, მაგრამ დროებით. CONI-მ საქმე თავიდან განსახილველად სააპელაციო სასამართლოს გადასცა, რომელმაც საბოლოო განაჩენი 30 დღის ვადაში უნდა გამოიტანოს. CONI-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ არ არსებობს კანონი, რომელიც კლუბების მხრიდან კაპიტალის …

სრულად წაკითხვა »

“სასუოლო” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 30-ე ტურში სტუმრად „სასუოლოსთან“ 0:1 წააგო. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: პერინი 7 – დაცვას სიმშვიდეს გადასცემს, ისევე, როგორც მთელი სეზონი ამტკიცებს, რომ სანდოა. „სასუოლოს“ გატანა ბევრად ადრე შეეძლო, რომ არა ის. გატი 6.5 – ევროპა ლიგის ჯადოსნური ღამის შემდეგ კარგად ითამაშა. ახლოს იყო ავტოგოლთან ერთად …

სრულად წაკითხვა »

დანილო: “დამნაშავეებს არ ვეძებთ, ფაჯოლი ამ შეცდომაზე ისწავლის”

ტურინის „იუვენტუსის“ ვიცე-კაპიტანმა დანილომ „სასუოლოსთან“ მატჩის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ბრაზილიელმა მცველმა აღნიშნა, ძალიან ცუდად ითამაშეს და აზროვნება უნდა შეიცვალონ, რადგან ახლა სათქმელი არაფერია. „უნდა მოუმატოთ, სათქმელი არაფერია. პირველი ტაიმი დამთრგუნველი იყო. როცა „სასუოლოს“ მსგავს მეტოქეს უპირატესობას უთმობ, რომელსაც აქვს ხარისხი და ტექნიკა, მაშინ რთულია გამარჯვება. ვწუხვარ, მაგრამ აზროვნება …

სრულად წაკითხვა »

ბარბიერი: “დებიუტი საოცარი ემოცია იყო, მაგრამ წაგება სამწუხაროა”

ტურინის „იუვენტუსში“ ტომაზო ბარბიერის დებიუტი ჰქონდა, რომელმაც „სასუოლოსთან“ მატჩის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, ეს წარმოუდგენელი ემოცია იყო, მაგრამ შედეგით დამწუხრებულია. „ჩემთვის წარმოუდგენელი იყო დებიუტი ძირითადი შემადგენლობიდან. თუმცა, შედეგის გამო ძალიან ვწუხვარ. ვცდილობდი მაქსიმუმი გამეღო, თანაგუნდელები ძალიან დამეხმარნენ და გამამხნევეს, რადგან დიდი ჯგუფი ვართ. ჩემი დებიუტი ამტკიცებს, რომ …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, მისმა გუნდმა ცუდად ითამაშა და წაგება დაიმსახურა. „60 წუთი კარგად ვერ ვითამაშეთ, მხოლოდ ცივი შხაპის შემდეგ გვქონდა რეაქცია. მნიშვნელოვანი მატჩი იყო ჩემპიონატისთვის, ჩვენი პოზიციისთვის – შეგვეძლო მილანური გუნდები 9 და 11 ქულით ჩამოგვეტოვებინა. ორი გასვლითი …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რამდენიმე ფეხბურთელმა შეიძლება დაისვენოს. „კინი ვერ ითამაშებს, მცირე ტრავმა აქვს. სხვების მდგომარეობა დღეს უნდა შევაფასო, რადგან ხუთშაბათის თამაშმა ბევრი ენერგია წაიღო. პარედესი კარგადაა და მზადაა ხვალ სათამაშოდ. პოგბა ჯერ ძირითადისთვის მზად არ არის, გუშინ კარგი …

სრულად წაკითხვა »

მაურო: “საფეხბურთო სისტემას “იუვესთან პრობლემა აქვს”

„იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა მასიმო მაურომ „ლაციოსთან“ მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ტურინულ კლუბს იტალიური ფეხბურთის სისტემასთან პრობლემები აქვს. მისთვის სხვანაირად აუხსნელია, რატომ ისჯება მხოლოდ „იუვენტუსი“ და რატომ ჩაითვალა რომაელთა პირველი გოლი. „მილინკოვიჩ-სავიჩის უსამართლო გოლიდან 5 წუთის შემდეგ „იუვე“ სხვა გუნდს დაემსგავსა. როგორ შეგიძლიათ თქვათ, რომ ეს არ არის აშკარა …

სრულად წაკითხვა »

მილინკოვიჩ-სავიჩი: “ალექს სანდროს მცირედით ვუბიძგე, ეს მსაჯსაც ვუთხარი”

რომის „ლაციოს“ ფეხბურთელმა სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩმა განაცხადა, რომ ალექს სანდროს ხელი ნამდვილად უბიძგა, მაგრამ ჯარიმა არ იყო. „მცირედით ხელი ვუბიძგე, მაგრამ დიდი ბიძგი არ ყოფილა, ისეთი არა, როგორც წაიქცა. ეს მსაჯსაც ვუთხარი. VAR-მა გადაწყვიტა, რომ ჯარიმა არ იყო, საკამათოც აღარაფერია“, – თქვა სერბმა ფეხბურთელმა. შეგახსენებთ, რომ მსაჯმა სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის გოლი საკამათო …

სრულად წაკითხვა »

ლანდუჩი: “ფრე სამართლიანი იქნებოდა, მსაჯზე ჩვენ არ ვსაუბრობთ”

მასიმილიანო ალეგრის ასისტენტმა მარკო ლანდუჩიმ, რომელიც გუნდს „ლაციოსთან“ ხელმძღვანელობდა, მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ფრე სამართლიანი შედეგი იქნებოდა, რადგან გუნდმა მეორე ტაიმში გოლის გატანა დაიმსახურა. „მილინკოვიჩ-სავიჩის გოლი? ჩვენ ასეთ თემებზე არ ვკამათობთ და არ ვწუწუნებთ, მსაჯმა მიიღო გადაწყვეტილება, რაც ყველამ ვნახეთ. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ დაბალ …

სრულად წაკითხვა »