მთავარი / სიახლეები / ჩემპიონთა ლიგა

ჩემპიონთა ლიგა

“იუვე” – პსჟ: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურში „პარი სენ ჟერმენთან“ 1:2 წააგო. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: შჩესნი 5.5 – მბაპეს გოლზე მეტი შეეძლო, სხვა შემთხვევებში უფრო რეაქტიული იყო. გატი 5.5 – მბაპესთან გოლის მომენტში დაიჩაგრა, თუმცა შემდეგ საკმაოდ კარგად ითამაშა. ბონუჩი 6.5 – დაცვაში შეცდომების გარეშე ითამაშა და გოლიც გაიტანა. …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “ინტერთან” დი მარია, ვლაჰოვიჩი და ბრემერი დაგვიბრუნდებიან”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „პარი სენ ჟერმენთან“ მატჩის (1:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნით გამოწვეული ბრაზი მომავალ მატჩებში სათანადოდ უნდა გამოიყენონ. „მოედანზე კარგი ფეხბურთელები მყავდა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგს ცოტა საერთაშორისო გამოცდილება აქვს. კარგი თამაში ჩავატარეთ, შედეგი დასანანია. ევროპა ლიგაზე ვართ, ხვალიდან კი სერია …

სრულად წაკითხვა »

ბონუჩი: “წაგების მიუხედავად დადებითი რაღაცები მოხდა”

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ლეონარდო ბონუჩიმ „პარი სენ ჟერმენთან“ მატჩის (1:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, წაგებით გახარებული არაა, მაგრამ პოზიტიური რაღაცები დაინახა. „წაგება არ გვახარებს, მაგრამ კარგი თამაში გვქონდა და გარდა ამისა, დაბრუნდა კიეზა, რომელმაც მშვენივრად ითამაშა. მოკლედ, ჩვენ ვნახეთ დადებითი რაღაცები, როგორც მაგალითად, გუნდის დამოკიდებულება. მირეტი და ფაჯოლი? …

სრულად წაკითხვა »

ალექს სანდრო: “კარგად თამაში საკმარისი არაა”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ალექს სანდრომ „პარი სენ ჟერმენთან“ მატჩის (1:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ბრაზილიელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, კარგად თამაში საკმარისი არაა და გუნდმა შედეგებიც უნდა აჩვენოს. „ხარისხიანი თამაში ჩავატარეთ, მიუხედავად იმისა, რომ მოგება ვერ შევძელით. ვიცით, რომ კიდევ უნდა მოვუმატოთ, რადგან ბევრი თამაში მოსაგები გვაქვს. საკმარისი არ არის კარგად თამაში, …

სრულად წაკითხვა »

შჩესნი: “ჩემპიონთა ლიგაზე “იუვეს” მენტალიტეტის გარეშე ვითამაშეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარე ვოიცეხ შჩესნიმ „პარი სენ ჟერმენთან“ მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში „იუვეს“ მენტალიტეტის გარეშე ითამაშეს. „თავიდან ევროპა ლიგა არ იყო ჩვენი მიზანი, მაგრამ გვინდა, ახლა იქ მაქსიმუმისთვის ვითამაშოთ. დღეს კარგი დამოკიდებულება გვქონდა, მიუხედავად იმისა, რომ წავაგეთ, რაღაც პოზიტივი იყო. ბიჭებმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა …

სრულად წაკითხვა »

ლოკატელი: “ფაჯოლის და მირეტის “იუვეს” დნმ აქვთ”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა მანუელ ლოკატელიმ „პარი სენ ჟერმენთან“ მატჩის (1:2) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, გუნდმა კარგად ითამაშა და ახლა მიზანი ევროპა ლიგის მოგება იქნება. „წავაგეთ და ბოლომდე კმაყოფილები არ ვართ, მაგრამ რაც მოხდა, უკვე წარსულია. ახლა წინ ევროპა ლიგა გველოდება, რომელიც მნიშვნელოვანი ტურნირია. ფაჯოლი და მირეტი? ისინი მნიშვნელოვანი მოთამაშეები …

სრულად წაკითხვა »

9-თვიანი პაუზის შემდეგ ფედერიკო კიეზა “იუვეს” განაცხადშია

ტურინის „იუვენტუსის“ განაცხადში 9-თვიანი პაუზის შემდეგ პირველად მოხვდა ფედერიკო კიეზა. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ კიეზა პსჟ-სთან აუცილებლად ითამაშებს, მაგრამ ამის შანსი არსებობს. მასიმილიანო ალეგრის გუნდის განაცხადი ასეთია: მეკარეები: შჩესნი, პინსოლიო, პერინი მცველები: ალექს სანდრო, გატი, ბონუჩი, რუგანი, ბარბიერი ნახევარმცველები: ლოკატელი, კუადრადო, კოსტიჩი, მირეტი, რაბიო, ფაჯოლი, ბარენეჩეა თავდამსხმელები: კიეზა, მილიკი, …

სრულად წაკითხვა »

კუადრადო: “იუვეს” სულისკვეთებას ბოლომდე ბრძოლა ყოველთვის ახასიათებდა”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ხუან კუადრადომ „პარი სენ ჟერმენთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, გუნდს ჯერ კიდევ შეუძლია სიტუაციის გამოსწორება და ბოლომდე უნდა იბრძოლონ. „ჩვენ დიდი გუნდი ვართ, მოედანზე მონდომებული, გაბრაზებული უნდა გავიდეთ, რათა მიზანს მივაღწიოთ. ეს მატჩი გვაძლევს საშუალებას, რომ ევროპა ლიგაზე გადავიდეთ და ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ახალგაზრდა …

სრულად წაკითხვა »

“ბენფიკა” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში ლისაბონის „ბენფიკასთან“ 3:4 დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: შჩესნი 5.5 – ოთხი გოლი გაუშვა და ნახევარშიც არ მიუძღვის ბრალი. ეს რა ნიშნავს? მის წინ ყველაფერი ჩამოიშალა, ოცნებების ჩათვლით. დანილო 4.5 – გვჭირდებოდა ამაყი კაპიტანი, გამოვიდა არეული და სამარცხვინო …

სრულად წაკითხვა »

კაპელო: “იუვე” სხვებთან შედარებით დაბალ ტემპში თამაშობს, მირეტი ძირითადში უნდა იყოს”

ტურინის „იუვენტუსის“ თამაშის შესახებ თავისი აზრი ფაბიო კაპელომ დააფიქსირა და თქვა, რომ გუნდს ხასიათი არ აქვს და სხვებთან შედარებით დაბალ ტემპში თამაშობს. კაპელო ფიქრობს, რომ მასიმილიანო ალეგრი ფაბიო მირეტის უფრო თამამად უნდა ენდოს, ასევე ილინგ-ჟუნიორსაც. „ალეგრის აკლდა ფეხბურთელები, რომლებზეც მან ეს „იუვე“ ააშენა, მაგრამ ამ გუნდს ხასიათი და მონდომება არ …

სრულად წაკითხვა »