მთავარი / სიახლეები / კუადრადო: “იუვეს” სულისკვეთებას ბოლომდე ბრძოლა ყოველთვის ახასიათებდა”

კუადრადო: “იუვეს” სულისკვეთებას ბოლომდე ბრძოლა ყოველთვის ახასიათებდა”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ხუან კუადრადომ „პარი სენ ჟერმენთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, გუნდს ჯერ კიდევ შეუძლია სიტუაციის გამოსწორება და ბოლომდე უნდა იბრძოლონ.

„ჩვენ დიდი გუნდი ვართ, მოედანზე მონდომებული, გაბრაზებული უნდა გავიდეთ, რათა მიზანს მივაღწიოთ. ეს მატჩი გვაძლევს საშუალებას, რომ ევროპა ლიგაზე გადავიდეთ და ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

ახალგაზრდა ფეხბურთელები ცდილობენ გუნდისთვის საუკეთესო გააკეთონ, ბოლო თამაშში მათ უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულეს. იმედი მაქვს, რომ შეინარჩუნებენ ფეხებს მიწაზე, გააგრძელებენ მუშაობას და გუნდისთვის საუკეთესოს გაკეთებას. ვცდილობთ გვქონდეს ის შიმშილი და მონდომება, რაც ყოველთვის გვქონდა. ხანდახან 100%-ით იხარჯები, მაგრამ ყველაფერი არ გამოდის. ყველა მატჩში მაქსიმალურად ვიხარჯებით, რომ ნელ-ნელა დავიბრუნოთ „იუვეს“ სულისკვეთება, რაც ბოლომდე ბრძოლას ნიშნავს. ის უკვე პოზიტივია, რომ სერია A-ში ბოლო მატჩებში დადებითი შედეგები გვქონდა.

მწვრთნელის განკარგულებაში ვარ და ვცდილობ გუნდისთვის მაქსიმუმი გავაკეთო. მწვრთნელმა იცის, სად მიყვარს თამაში, მაგრამ ახლა იმდენი ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავს, რომ გუნდისთვის უბრალოდ ხელმისაწვდომი უნდა ვიყოთ.

აქ ბედნიერი ვარ, თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. პროფესიონალური კარიერის უმეტესი ნაწილი აქ გავატარე, მადლობელი ვარ „იუვენტუსის“. ვცდილობ წინ წავიდე, რომ გუნდისთვის საუკეთესო გავაკეთო და მომავალში ვნახოთ რა მოხდება. ვიცით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელები გვაკლია, ვიცით მათი ხარისხი. თუ ყველა კარგად იქნება, ისინი დაგვეხმარებიან და ვიმედოვნებთ, რომ რაც შეიძლება მალე დაგვიბრუნდებიან. ყველას ერთად შეგვიძლია ხელი შევუწყოთ ერთმანეთს, რომ „იუვენტუსი“ იქ დავაბრუნოთ, სადაც ყოველთვის იყო.

„რომასთან“ ძალიან კარგად ვითამაშეთ, „ბენფიკასთან“ სახლშიც გვქონდა კარგი მომენტები, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ. თუმცა, ჯერ კიდევ არის დრო, რომ გავაუმჯობესოთ და ვიბრძოლოთ. ძნელია დაძინება, როცა რაღაც ხდება. ხვალ ჩვენთვის მნიშვნელოვანი მატჩია, ევროპა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად“, – თქვა კუადრადომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „პარი სენ ჟერმენის“ მატჩი 2 ნოემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …