მთავარი / სიახლეები / შჩესნი: “ჩემპიონთა ლიგაზე “იუვეს” მენტალიტეტის გარეშე ვითამაშეთ”

შჩესნი: “ჩემპიონთა ლიგაზე “იუვეს” მენტალიტეტის გარეშე ვითამაშეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარე ვოიცეხ შჩესნიმ „პარი სენ ჟერმენთან“ მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში „იუვეს“ მენტალიტეტის გარეშე ითამაშეს.

„თავიდან ევროპა ლიგა არ იყო ჩვენი მიზანი, მაგრამ გვინდა, ახლა იქ მაქსიმუმისთვის ვითამაშოთ. დღეს კარგი დამოკიდებულება გვქონდა, მიუხედავად იმისა, რომ წავაგეთ, რაღაც პოზიტივი იყო. ბიჭებმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა კარგი დამოკიდებულება გამოიჩინეს, თამამად თამაშობდნენ და ეს მნიშვნელოვანია, რადგან ეს ჯგუფი სწორი ხასიათის გარეშე ვითამაშეთ, „იუვეს“ მენტალიტეტის გარეშე. ახლა უშუალო კონკურენტთან თამაში გვაქვს და ენთუზიაზმით უნდა შევხედოთ“, – თქვა შჩესნიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 6 ნოემბერს, შინ „ინტერთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …