მთავარი / სიახლეები / ალექს სანდრო: “კარგად თამაში საკმარისი არაა”

ალექს სანდრო: “კარგად თამაში საკმარისი არაა”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ალექს სანდრომ „პარი სენ ჟერმენთან“ მატჩის (1:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ბრაზილიელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, კარგად თამაში საკმარისი არაა და გუნდმა შედეგებიც უნდა აჩვენოს.

„ხარისხიანი თამაში ჩავატარეთ, მიუხედავად იმისა, რომ მოგება ვერ შევძელით. ვიცით, რომ კიდევ უნდა მოვუმატოთ, რადგან ბევრი თამაში მოსაგები გვაქვს. საკმარისი არ არის კარგად თამაში, საგოლე მომენტები უნდა გამოვიყენოთ“, – აღნიშნა ალექს სანდრომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 6 ნოემბერს, შინ „ინტერთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …