მთავარი / სიახლეები / ჩემპიონთა ლიგა (გვერდი 10)

ჩემპიონთა ლიგა

კამბიასო: “იუვე” შინ რამდენიმე მეტრით წინ ითამაშებს, ფანებიც ბიძგს მისცემენ”

მილანის „ინტერის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ესტებან კამბიასომ, რომელიც ახლა საფეხბურთო მიმომხილველია, „იუვენტუსის“ შესახებ ისაუბრა. როგორც არგენტინელმა აღნიშნა, „იუვე“ „ვილიარეალთან“ შინ უფრო აგრესიულ და შემტევ ფეხბურთს ითამაშებს. „იუვენტუსი“ და ვლაჰოვიჩი კარგები იყვნენ, რომ გოლი ასე სწრაფად გაიტანეს. საპასუხო მატჩი სხვანაირი იქნება, „იუვე“ რამდენიმე მეტრით უფრო წინ ითამაშებს და ზურგს უკან თავისი გულშემატკივრები …

სრულად წაკითხვა »

დელ პიერო: “იუვეს” შეუძლია ტურინში სხვანაირად ითამაშოს”

ტურინის „იუვენტუსისა“ და „ვილიარეალის“ შეხვედრაზე ალესანდრო დელ პიერომ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ტურინში „იუვეს“ შეუძლია სხვა თამაში ითამაშოს. „შედეგი შეიძლებოდა უკეთესი ყოფილიყო, „იუვეს“ შეეძლო პირველ ტაიმში მეორე გოლი გაეტანა და თამაში დაეხურა. თუმცა, „ვილიარეალმა“ დაადასტურა, რომ ძლიერი გუნდია და საპასუხო მატჩი ძალიან სახიფათო იქნება. თუმცა, სახლში „იუვეს“ რამდენიმე ტრავმირებული …

სრულად წაკითხვა »

კაპელო: “რაბიო ვის იყვანდა, მორატას?

ტურინის „იუვენტუსის“ გაშვებული გოლის შესახებ ალესანდრო კოსტაკურტამ და ფაბიო კაპელომ ისაუბრეს. „გოლი რაბიოს შეცდომით გავიდა. ის უყურებს პარეხოს, მაგრამ შემდეგ დაკარგა, როცა ის საჯარიმოში შედიოდა. თუმცა, იქ მცველიც უნდა ყოფილიყო, იმ წერტილში მცველი უფრო სანდოა, ვიდრე ნახევარმცველი. დე ლიხტს შეეძლო სხვაგვარად მოქცეულიყო”, – თქვა კოსტაკურტამ. ფაბიო კაპელომ კი ფრანგი ნახევარმცველი …

სრულად წაკითხვა »

ტაკინარდი: “იუვეს” ვლაჰოვიჩის გოლით მიღებული ენთუზიაზმი უკეთ უნდა გამოეყენებინა”

„ვილიარეალისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი (1:1) ალესიო ტაკინარდიმ შეაფასა, რომელსაც ორივე გუნდში უთამაშია. იტალიელმა აღნიშნა, რომ ესპანელებმა კარგი შთაბეჭდილება არ დატოვეს და „იუვეს“ მომდევნო ეტაპზე გასვლა შეუძლია. „იუვემ“ პირველი ტაიმი ძალიან კარგად ჩაატარა, მათ უნდა გამოეყენებინათ ის ენთუზიაზმი, რომელიც ვლაჰოვიჩის ფანტასტიკურმა გოლმა მოიტანა, რადგან მან გიჟური გოლი გაიტანა. თუმცა, მეორე ტაიმში …

სრულად წაკითხვა »

დელ პიერო ვლაჰოვიჩის გოლზე: “სუფთა თავდამსხმელის გოლი იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ დუშან ვლაჰოვიჩის გოლი შეაფასა და თქვა, რომ ეს სუფთა თავდამსხმელის გოლი იყო. „ეს სუფთა თავდამსხმელის გოლი იყო. „ვილიარეალი“ კარგავს ბურთს, ვლაჰოვიჩი სიღრმეს უტევს დანილოს პასის მერე, აჩერებს ბურთს, უკვე იცის, სად არის კარი, მეკარეს დროში ასწრებს და ურტყამს კარში. ბრწყინვალე გოლია“, – თქვა …

სრულად წაკითხვა »

იტალიელი მსაჯი: “ვილიარეალის” გოლი არ უნდა ჩათვლილიყო, მანამდე ვლაჰოვიჩზე ჯარიმა იყო”

ვეტერანმა იტალიელმა მსაჯმა გრაციანო ჩეზარიმ „ვილიარეალისა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრაში გერმანელი არბიტრის, დანიელ ზიბერტის მსაჯობა დაბალ დონეზე შეაფასა. ჩეზარიმ განაცხადა, რომ „ვილიარეალის“ გოლი არ უნდა ჩათვლილიყო, რადგან მანამდე დუშან ვლაჰოვიჩზე თამაშის წესი დაირღვა, ხოლო ადრიენ რაბიო წითელ ბარათს იმსახურებდა. „ეპიზოდის დასაწყისში ჯარიმა იყო. რაულ ალბიოლი ბურთს არ ეხება, მაგრამ ფეხში ურტყამს …

სრულად წაკითხვა »

ვლაჰოვიჩი: “ეს მატჩი უკვე დავივიწყე, წინ ვიყურები”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა დუშან ვლაჰოვიჩმა „ვილიარეალთან“ (1:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ბედნიერი არ არის, რადგან გუნდს მოგება უნდოდა. „ჩემპიონთა ლიგაზე გოლის გატანა ახდენილი ოცნებაა, თუმცა ბედნიერი აშკარად არ ვარ, რადგან მოგება მინდოდა, მეც და მთელ გუნდსაც. თუმცა, მოდით, წინ ვიყუროთ. ყველაფერი ისე გავაკეთეთ, როგორც გასახდელში ვთქვით, მაგრამ …

სრულად წაკითხვა »

მორატა: “შედეგი სამწუხაროა, ამ მატჩის მოგება შეგვეძლო”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა ალვარო მორატამ „ვილიარეალთან“ მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ესპანელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, შედეგი გულდასაწყვეტია, რადგან მოგება შეეძლოთ. „ვწუხვართ, რადგან ეს იყო მატჩი, რომლის მოგებაც შეგვეძლო. ყველამ ერთად ვიბრძოლეთ, პირველი ტაიმი შესანიშნავად ჩავატარეთ და ამიტომ, ბოდიშს ვიხდით შედეგისთვის. თუმცა, ვფიქრობ, „იუვემ“ თანმიმდევრულობა და თავგანწირვა აჩვენა, კომპაქტურები ვიყავით. ეს …

სრულად წაკითხვა »

დანილო: “გოლის დროს შეცდომა დავუშვით, ასეთი დეტალები ქმნის განსხვავებას”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა დანილომ „ვილიარეალთან“ მატჩის (1:1) შემდეგ ისაუბრა. როგორც ბრაზილიელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, გაშვებული გოლის დროს უხეში შეცდომა დაუშვეს. „რა თქმა უნდა, გოლის დროს შეცდომა დავუშვით. ცუდად ვიყავით განლაგებული. ეს არის დეტალები, რომლებიც განსხვავებას ქმნიან, ამ ვითარებაში მეტი ყურადღება უნდა გვქონდეს, მაგრამ წინ მეორე თამაშია და შეგვიძლია ტურინში მომდევნო ეტაპზე …

სრულად წაკითხვა »

დე ლიხტი: “გოლის დროს ჩემი პოზიცია დავტოვე და ძალიან გავბრაზდი”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატაის დე ლიხტმა „ვილიარეალთან“ მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. ნიდერლანდელმა მცველმა თქვა, რომ გაშვებული გოლის დროს შეცდომა დაუშვა, რადგან თავისი პოზიცია დატოვა. „ძალიან მოწიფული მატჩი იყო გუნდთან, რომელიც ძალიან კარგად თამაშობს. საბოლოო ჯამში 1:1 ძნელად მისაღები ანგარიშია, მაგრამ მათაც ჰქონდათ მომენტები. გაშვებული გოლის დროს პოზიციიდან გამოვედი და …

სრულად წაკითხვა »