მთავარი / სიახლეები / ბონუჩი: “წაგების მიუხედავად დადებითი რაღაცები მოხდა”

ბონუჩი: “წაგების მიუხედავად დადებითი რაღაცები მოხდა”

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ლეონარდო ბონუჩიმ „პარი სენ ჟერმენთან“ მატჩის (1:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, წაგებით გახარებული არაა, მაგრამ პოზიტიური რაღაცები დაინახა.

„წაგება არ გვახარებს, მაგრამ კარგი თამაში გვქონდა და გარდა ამისა, დაბრუნდა კიეზა, რომელმაც მშვენივრად ითამაშა. მოკლედ, ჩვენ ვნახეთ დადებითი რაღაცები, როგორც მაგალითად, გუნდის დამოკიდებულება. მირეტი და ფაჯოლი? ყველა მნიშვნელოვანია, ჩვენს მიზნებს უნდა მივაღწიოთ. ახლა კვირას მნიშვნელოვან მატჩზე უნდა ვიფიქროთ“, – თქვა ბონუჩიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 6 ნოემბერს, შინ „ინტერთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …