მთავარი / სიახლეები / კაპელო: “იუვე” სხვებთან შედარებით დაბალ ტემპში თამაშობს, მირეტი ძირითადში უნდა იყოს”

კაპელო: “იუვე” სხვებთან შედარებით დაბალ ტემპში თამაშობს, მირეტი ძირითადში უნდა იყოს”

ტურინის „იუვენტუსის“ თამაშის შესახებ თავისი აზრი ფაბიო კაპელომ დააფიქსირა და თქვა, რომ გუნდს ხასიათი არ აქვს და სხვებთან შედარებით დაბალ ტემპში თამაშობს. კაპელო ფიქრობს, რომ მასიმილიანო ალეგრი ფაბიო მირეტის უფრო თამამად უნდა ენდოს, ასევე ილინგ-ჟუნიორსაც.

„ალეგრის აკლდა ფეხბურთელები, რომლებზეც მან ეს „იუვე“ ააშენა, მაგრამ ამ გუნდს ხასიათი და მონდომება არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელები აკლია, გუნდმა ყოველთვის უნდა აჩვენოს, როგორია „იუვე“, გუნდი, რომელიც არასდროს ნებდება, რომელსაც სურს ბრძოლა და დღეს საღამოს ეს არ გვინახავს, ისევე, როგორც წინა მატჩებში.

სიმშვიდე? ეს გამარჯვებით მოდის. ვერ ვხედავ გუნდში კომპაქტურობას, „იუვე“ მაღალი ტემპით ვერ თამაშობს, მაშინაც დაბალი ტემპი აქვს, როცა მატჩების მოგებას ახერხებს, მხოლოდ იმიტომ იმარჯვებს, რომ კონკრეტულ მეტოქესთან შედარებით უკეთესი ფეხბურთელები ჰყავს. როცა თამაში უწევს თანაბარი ან უკეთესი ხარისხის მოთამაშეების წინააღმდეგ, შედეგს ვხედავთ. მარტივ შეცდომებს უშვებენ, რადგან მეტოქეები სხვა სისწრაფეებით თამაშობენ.

მირეტი ერთ-ერთია „იუვეს“ იმ მცირერიცხოვან ფეხბურთელთაგან, რომელიც ვერტიკალურად თამაშობს, ერთ-ერთი იშვიათთაგანია, რომელსაც შეუძლია ზუსტი პასის გაკეთება, ამიტომ, მან ძირითადში უნდა ითამაშოს. ილინგმაც აჩვენა, რომ დრიბლინგები შეუძლია და ხარისხიანი მოთამაშეა. „იუვემ“ უნდა იფიქროს სერია A-ში ქულების მოპოვებაზე, თუმცა, გუნდში უკვე არიან ახალგაზრდები, რომლებიც შეიძ₾ება მომავლისთვის მზად იყვნენ“, – თქვა კაპელომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის ხუთ ტურში მხოლოდ 3 ქულა მოიპოვა, მომდევნო მატჩს კი შაბათს, „ლეჩესთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …