მთავარი / თეგის არქივი: კრიშტიანუ რონალდუ

თეგის არქივი: კრიშტიანუ რონალდუ

კიელინი: “რონალდუ ადრე რომ წასულიყო, უკეთესი იქნებოდა”

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინი DAZN-თან ინტერვიუში კრიშტიანუ რონალდუზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ყველასთვის უკეთესი იქნებოდა, თუ ის ადრე წავიდოდა. ჯორჯომ იგულისხმა გასული სატრანსფერო ფანჯარა და რონალდუს 28 აგვისტოს წასვლა, რადგან ასე გუნდმა შოკი მიიღო და სეზონს მოუმზადებელი შეხვდა. „ვგრძნობდი, რომ შეიძლებოდა ზაფხულში წასულიყო, რადგან ჩემი აზრით, ჩვენ ურთიერთობის …

სრულად წაკითხვა »

კულუშევსკი: “რაც მეტი გუნდია ჩემით დაინტერესებულია, მით უფრო კარგია”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა დეიან კულუშევსკიმ შვედურ მედიასთან სატრანსფერო ხმებზე კომენტარი გააკეთა, რომლის მიხედვითაც მას რამდენიმე კლუბს უკავშირებენ და შეიძლება „იუვე“ დატოვოს. შვედმა ასევე ისაუბრა კრიშტიანუ რონალდუს გუნდიდან წასვლაზეც. „როდესაც ფეხბურთს თამაშობ, ყოველთვის იქნება სატრანსფერო ჭორები. ვფიქრობ, კარგია, რომ ბევრი გუნდია დაინტერესებული, მაგრამ მე ამაზე არ ვფიქრობ. მხოლოდ მომდევნო მატჩზე ვარ …

სრულად წაკითხვა »

რონალდუმ “იუვენტუსთან” სიტყვიერი შეთანხმება დაარღია, რომ გუნდს 15 აგვისტოს მერე არ დატოვებდა

“მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლისას თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ დაარღვია სიტყვიერი შეთანხმება “იუვენტუსთან”, რომელიც მისმა აგენტმა ჟორჟე მენდეშმა დადო. პორტუგალიელი ფეხბურთელის აგენტმა “იუვეს” ხელმძღვანელობას შეატყობინა კრიშტიანუს კლუბის შეცვლის სურვილის შესახებ. ”თუ გსურთ ტრანსფერი, ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებისთვის, მაგრამ გარიგება უნდა დაიხუროს 15 აგვისტომდე,” – უპასუხა “იუვემ” აგენტს. ინფორმაციას Carrusel Confidential- ი ავრცელებს, ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით. …

სრულად წაკითხვა »

ბუფონი: “რონალდუს “იუვედან” წასვლა ალოგიკური არაა”

იტალიური „პარმას“ მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა „იუვენტუსიდან“ კრიშტიანუ რონალდუს წასვლაზე კომენტარი გააკეთა. როგორც 43 წლის მეკარემ აღნიშნა, პორტუგალიელის არჩევანში ალოგიკური და გასაკვირი არაფერია. „იუვენტუსში“ გარდამავალი პერიოდია, არ ვიცი თაობათა ცვლა არის თუ გუნდის ჩონჩხი იცვლება, მაგრამ გუნდს გარკვეული ვალდებულების მოხდა უწევს. რონალდუ? ვფიქრობ, არცერთი გულშემატკივარი მისი წასვლით გაკვირვებული არ უნდა იყოს. …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” მეტ პატივისცემას იმსახურებს” – რონალდუ ვეტერანმა ფეხბურთელებმა გააკრიტიკეს

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელებმა სერჯიო ბრიომ და ალესიო ტაკინარდიმ კრიშტიანუ რონალდუ გააკრიტიკეს. ორივემ თქვა, რომ პორტუგალიელი „იუვეს“ უპატივცემულოდ მოექცა და გუნდიდან ასე არ უნდა გაქცეულიყო. „იუვე“ მეტ პატივისცემას იმსახურებს. არ ველოდი, რომ კრიშტიანუ კლუბს ასე უგულებელყოფდა, ეს მისი მხრიდან სასიამოვნო ჟესტი არ იყო. მე ყოველთვის კარგად ვსაუბრობ ჩემს ყოფილ გუნდებზე …

სრულად წაკითხვა »

კრიშტიანუ რონალდუ “იუვეს” ემოციური სიტყვებით დაემშვიდობა

კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსს“ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ემოციური ვიდეოთი და სიტყვებით დაემშვიდობა. პორტუგალიელმა დაწერა, რომ ის ყველაფერს აკეთებდა ერთ-ერთი უდიდესი კლუბისთვის და ყოველთვის ერთ-ერთი იუვენტინო იქნება. „დღეს ვტოვებ ფანტასტიკურ კლუბს, უდიდესს იტალიაში და რა თქმა უნდა, ერთ-ერთ უდიდესს მთელ ევროპაში. გული და სული მივეცი იუვენტუსს და ყოველთვის მეყვარება ქალაქი ტურინი სიცოცხლის …

სრულად წაკითხვა »

ოფიციალურად: კრიშტიანუ რონალდუ “იუვენტუსის” ფეხბურთელი აღარ არის

კრიშტიანუ რონალდუსა და „იუვენტუსის“ სამწლიანი ურთიერთობა ოფიციალურად დასრულდა. პორტუგალიელი ფეხბურთელის ტრანსფერი „მანჩესტერ იუნაიტედმა“ დაადასტურა. რონალდუს სანაცვლოდ „იუვემ“ 28 მილიონი ევრო მიიღო, ხოლო მან ინგლისელებთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და სეზონში 29 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსმა“ 2018 წელს „რეალიდან“ 105 მილიონ ევროდ შეიძინა და მისი ტრანსფერი 2018 წლის 10 ივნისს …

სრულად წაკითხვა »

რონალდუ “სიტიში” არა, მაგრამ “იუნაიტედში” გადადის, რომელიც 28 მილიონს იხდის

კრიშტიანუ რონალდუ “იუვენტუსს” დატოვებს, მაგრამ არა “მანჩესტერ სიტიში”, არამედ “მანჩესტერ იუნაიტედში” გადავა. “სიტიმ” გადაწყვიტა, რომ ტრანსფერზე მუშაობა შეწყვიტოს და საქმეში “იუნაიტედია”, სადაც რონალდუ 2003-2009 წლებში თამაშობდა. უკვე მზადაა ორწლიანი კონტრაქტი, ხოლო “იუვეს” “წითელი ეშმაკები” 28 მილიონ ევროს გადაუხდიან. კრიშტიანუ რონალდუ “იუვენტუსში” 2018 წლიდან თამაშობდა და 134 მატჩში 101 გოლი გაიტანა. …

სრულად წაკითხვა »

რონალდუმ ტურინი დატოვა [VIDEO]

კრიშტიანუ რონალდუმ ტურინი დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ ტრანსფერი ოფიციალურად ჯერაც არ დადასტურებულა, პორტუგალიელი ტურინში აღარ არის. გავრცელდა კადრები, როგორ მიფრინავს ის კაზელეს აეროპორტიდან კერძო თვითმფრინავით. რონალდუმ ლისაბონში ოჯახთან ერთად გაემგზავრა, სადაც ის სანაკრებო მატჩებისთვის მოემზადება და “სიტისთან” ერთად ვარჯიშს სექტემბერში დაიწყებს.   #CR7 sta lasciando Torino // CR7 leaves Turin …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “რონალდუმ არჩევანი გააკეთა და ცხოვრება გრძელდება”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ კრიშტიანუ რონალდუს გუნდიდან წასვლა დაადასტურა. მან „ემპოლისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია ამ თემით დაიწყო. “გუშინ რონალდუმ მითხრა, რომ „იუვენტუსში“ დარჩენის სურვილი აღარ აქვს. ამიტომაც, დღეს დილით არ ივარჯიშა და არც ხვალინდელი მატჩის განაცხადში იქნება. იმედგაცრუებული ვარ? არა, აბსოლუტურად არა. მან არჩევანი გააკეთა. სივორი, დელ პიერო, …

სრულად წაკითხვა »