მთავარი / სიახლეები / ბუფონი: “იუვემ” რონალდუსთან ერთად დნმ და ერთიანობა დაკარგა”

ბუფონი: “იუვემ” რონალდუსთან ერთად დნმ და ერთიანობა დაკარგა”

ტურინის “იუვენტუსის” ყოფილმა მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა კრიშტიანუ რონალდუს შესახებ კომენტარი გააკეთა. როგორც ლეგენდარულმა ფეხბურთელმა აღნიშნა, “იუვემ” საკუთარი დნმ დაკარგა, როდესაც კრიშტიანუ დაიმატა.

“პირველივე სეზონში, როცა რონალდუ “იუვემ” დაიმატა, ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი ჰქონდათ, თუმცა მაშინ მე პსჟ-ში ვიყავი და არ ვიცი, რა მოხდა. როდესაც დავბრუნდი, კრიშტიანუსთან ერთად ორი სეზონი ძალიან კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ „იუვემ“ გუნდის დნმ დაკარგა. 2017 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში იმიტომ გავედით, რომ გამოცდილებით სავსე გუნდი ვიყავით, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ამის მიზეზი ერთიანობა და გუნდური სიძლიერე იყო, რონალდუსთან ერთად ჩვენ ეს დავკარგეთ“, – თქვა ბუფონმა.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ “იუვენტუსში” 2018-2021 წლებში თამაშობდა, ხოლო ბუფონი მისი თანაგუნდელი 2019-2021 წლებში იყო.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …