მთავარი / სიახლეები / სერია A / Globe Soccer Aawards-ის ვერსიით ბონუჩი წლის საუკეთესო მცველად დასახელდა

Globe Soccer Aawards-ის ვერსიით ბონუჩი წლის საუკეთესო მცველად დასახელდა

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი ლეონარდო ბონუჩი Globe Soccer Aawards-ის ვერსიით 2021 წლის საუკეთესო მცველად დასახელდა. იტალიელმა მცველმა ჯილდო დუბაიში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე მიიღო.

„იუვესთან“ ერთად ძალიან დატვირთული იანვარი გვაქვს, შემდეგ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალი იქნება. „იუვე“ იმსახურებს ევროპის 8 საუკეთესო გუნდში ყოფნას, ამიტომ, მომდევნო ეტაპზე უნდა გავიდეთ. რაც შეეხება იტალიის ნაკრებს, შესანიშნავი 2021 წელი გვქონდა, ახლა კი მთავარია, რომ მარტში მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდეთ. რა თქმა უნდა, ევროპის ჩემპიონატის მოგებამ საშუალება მოგვცა, რომ იტალიის ნაკრების ლეგენდები გავმხდარიყავით და მთელი ქვეყანა ზეიმობდა. ეს რაღაც დაუვიწყარი იყო, მაგრამ წარსულით არ უნდა ვიცხოვროთ, უბრალოდ ამით უნდა ვისწავლოთ დიდი მომავლის შენება“, – თქვა ბონუჩიმ.

შემდეგ კი Globe Soccer Awards-ის ვერსიით წლის საუკეთესო მცველობის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა:

„ამ დღეებში, შობის განსაკუთრებულ დღეებში და ახალი წლის მოლოდინში, რომელიც იმედია მოგვიტანს იმას, რისი იმედიც გვაქვს და მეც მივიღე საჩუქარი. მნიშვნელოვანი მიღწევა, რომელიც მახსენებს, რომ თითქოს რაღაც მიუწვდომელი ოცნება ჩანს ადამიანის უმეტესობის აზრით, მაგრამ შეიძლება ის არც ისე გიჟური იყოს.

რა თქმა უნდა, მადლობას ვუხდი მწვრთნელს და თანაგუნდელებს, რომელთა გარეშეც ნამდვილად არ მომიწევდა ამ სიტყვების დაწერა. იმ ხალხს, გამონაკლისების გარეშე, ვინც მხარში მედგა. განსაკუთრებული მადლობა ჩემს ოჯახს, მათ ეს იციან და დამატებითი სიტყვები არ სჭირდებათ. დიდი მადლობა ყველას, ამაღამ ძალიან ბედნიერი ვარ“, – დაწერა სოციალურ ქსელში ბონუჩიმ.

აქვე გეტყვით, რომ საუკეთესო მეკარედ ჯანლუიჯი დონარუმა, მწვრთნელად რობერტო მანჩინი, ნაკრებად კი იტალია დასახელდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …