მთავარი / თეგის არქივი: ჯანლუიჯი ბუფონი

თეგის არქივი: ჯანლუიჯი ბუფონი

ჯიჯი ბუფონი “იუვეზე”, პსჟ-ზე, იტალიის ნაკრებზე, კარიერაზე, ალეგრიზე, სარისა და ბევრ სხვა თემაზე…

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი, რომელიც ამჟამად „პარმაში“ თამაშობს, Bobo TV-ის სტუმარი იყო. ეს არის გადაცემა, რომელიც კრისტიან ვიერის, ანტონიო კასანოს, დანიელე ადანის და ნიკოლო ვენტოლას მიჰყავთ. ჯიჯიმ სწორედ მათ შეკითხვებს უპასუხა და არაერთი საინტერესო ამბავი გაიხსენა. კასანოს „იუვეში“ გადაბირებაზე: „ვცდილობდი კასანოს „იუვეში“ მოყვანას. მას კარგად ვიცნობ, მიყვარს, თავისი …

სრულად წაკითხვა »

ბუფონი ბოლო 35 წლის პერიოდის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) ბოლო 35 წლის პერიოდის საუკეთესო 50 მეკარის სია გამოაქვეყნა. რეიტინგი დაჯამებულია თითოეული სეზონის საუკეთესო ოცეულის მიხედვით, რის შედეგადაც, 1987-2022 წლების პერიოდის საუკეთესო მეკარედ ლეგენდარული იტალიელი ჯანლუიჯი ბუფონი დასახელდა, რომელიც 45 წლის ასაკშიც თამაშობს და ამჟამად „პარმას“ ღირსებას იცავს. ხუთეულში ასევე მოხვდნენ იკერ კასილიასი, …

სრულად წაკითხვა »

ბუფონი: “იუვეს” დასჯის უკან ანტი-ძალები ხომ არ დგანან?”

„პარმას“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონმა „იუვენტუსის“ გარშემო მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი გააკეთა. მან გამოთქვა ეჭვი, რომ „ბიანკონერის“ ხელოვნურად ებრძვიან, რადგან მისი სიძლიერე არ მოსწონთ. „იუვეს“ დასაკარგი აღარაფერი აქვს. მათ ვერავინ ვერაფერს მოსთხოვს, ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის ან „ნაპოლის“ დაწევის წნეხი გაქრა. ეს არის ნიუანსი, რაც სიტუაციას ამსუბუქებს და კლუბმა ეს ფაქტორი სათავისოდ უნდა …

სრულად წაკითხვა »

ბუფონი: “იუვე” სეზონის განახლების შემდეგ შეიძლება შეუჩერებელი იყოს”

„პარმას“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონმა „იუვენტუსის“ შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ტრავმირებული ფეხბურთელების დაბრუნების შემდეგ მასიმილიანო ალეგრის გუნდი შეიძლება შეუჩერებელი გახდეს. „იუვე“ ჩემი აზრით, როდესაც ჩემპიონატი განახლდება, იქნება გუნდი, რომელსაც უნდა ვადევნოთ თვალი, რადგან სრული შემადგენლობით შეიძლება დამანგრეველი იყოს. ახლა სკუდეტოსთვის ბრძოლაში დაბრუნებაზე საუბარი უადგილოდ მეჩვენება, რადგან ამისთვის ორი რთული რამ …

სრულად წაკითხვა »

ბუფონი: “იუვენტუსს” მენიოს ყიდვა ვურჩიე, მაგრამ არავინ დამიჯერა”

ჯანლუიჯი ბუფონმა განაცხადა, რომ ტურინის „იუვენტუსს“ მაიკ მენიოს შეძენას ურჩევდა, მაგრამ მისი რჩევები არ გაითვალისწინეს. „როდესაც პარიზიდან „იუვეში“ დავბრუნდი, მეკარეებზე მკითხეს. მაშინ ვურჩიე „ლილში“ მოთამაშე მენიო, მაგრამ არავინ გაითვალისწინა. მაინტერესებდა იტალიაში რატომ არავინ ყიდულობდა ამ ბიჭს, ვერ ვხსნიდი, ის ძალიან ძლიერი იყო. როდესაც საბოლოოდ „მილანმა“ გადაწყვიტა მისი ტრანსფერი, პაოლო მალდინის …

სრულად წაკითხვა »

ბუფონი: “ტიტულებზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ხალხის სიყვარულია”

ჯანლუიჯი ბუფონმა იტალიურ მედიასთან ისაუბრა. „პარმას“ 44 წლის მეკარემ განმარტა რატომ არ ასრულებს კარიერას და აღნიშნა, რომ თავს ისევ კონკურენტუნარიანად გრძნობს. „ბევრი მიზეზია, რის გამოც კარიერას არ ვასრულებ. იმის გამო, რომ თავს ისევ ძლიერად და კონკურენტუნარიანად ვგრძნობ, სპორტსმენისთვის ოქროს ხანაში ვარ. ისეთ ასაკში ვარ, როცა მომინდება, შემიძლია კარიერის დასრულებაც გადავწყვიტო. …

სრულად წაკითხვა »

“დიბალას მივწერე, რომ “ინტერში” არ წასულიყო” – ბუფონი დი მარიაზე, “იუვესა” და სხვა თემებზე

„პარმას“ ლეგენდარულმა მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა Tuttosport-თან ინტერვიუში „იუვენტუსთან“ დაკავშირებულ სხვადასხვა თემებზე ვრცლად ისაუბრა. ჯიჯი შეეხო ანხელ დი მარიას, გლეისონ ბრემერის, პაულო დიბალას, ლეანდრო პარედესის საკითხებს. „ალეგრიმ თქვა, რომ „იუვეს“ სკუდეტოს მოგების მოვალეობა აქვს? არავინ იცის მასზე უკეთ ხალხი რას ელოდება გუნდისგან. მაქსზე უკეთ არავინ იცის საჯაროდ ლაპარაკი. თუ ალეგრი ასე …

სრულად წაკითხვა »

ბუფონი: “დი მარია დაუფასებელია, ის არავიზე ნაკლები მოთამაშე არაა”

„პარმას“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონმა ანხელ დი მარიას შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ „იუვენტუსმა“ შესანიშნავი ტრანსფერი განახორციელა. ჯიჯი დარწმუნებულია, რომ ანხელი იტალიაში მალევე ყველას დაუმტკიცებს თავის შესაძლებლობებს. „ის ყოველთვის ჩრდილში იყო და გულწრფელად გითხრათ, ვერ ვხვდები, რატომ. არავის არაფერი აქვს შესაშური, მაგრამ ის ხშირად დაუფასებელია. ფეხბურთი მიჰყვება ლოგიკას, რომელიც ყოველთვის გასაგები …

სრულად წაკითხვა »

ბუფონი: “დი მარია დღევანდელ სერია A-ში მარადონასავით ითამაშებს”

ჯანლუიჯი ბუფონმა ანხელ დი მარიას „იუვენტუსში“ შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა და თქვა, რომ დღევანდელ სერია A-ში ის დიეგო მარადონასავით ითამაშებს. ბუფონი დი მარიას კარგად იცნობს, რადგან „პარი სენ ჟერმენში“ თანაგუნდელები იყვნენ. „დი მარია იტალიის ამჟამინდელ ჩემპიონატში მარადონასავით იქნებოდა. სერია A დღეს ტექნიკურ დონეზე ღარიბია, ეს ეჭვგარეშეა. ანხელი კი ძალიან ტექნიკური ფეხბურთელია, …

სრულად წაკითხვა »

ბუფონი: “იუვეს” ხშირად სჯიდნენ იმის გამო, რასაც სხვა კლუბებიც აკეთებდნენ”

„პარმას“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონმა „იუვენტუსისა“ და „ოქროს ბურთის“ შესახებ ისაუბრა. როგორც 44 წლის მეკარემ თქვა, „იუვეს“ გარშემო საუბარი ყოველთვის აჟიოტაჟს იწვევს და ამიტომაცაა, რომ ხშირად სკანდალებს უკავშირებენ. ჯიჯიმ პირდაპირ თქვა, რომ ტურინული კლუბი ბევრჯერ დაუსჯიათ იმის გამო, რასაც სხვა კლუბებიც აკეთებდნენ, მაგრამ ისინი არავის დაუსჯია. „რატომ არის „იუვენტუსი“ ამდენ სკანდალში …

სრულად წაკითხვა »