მთავარი / სიახლეები / ბუფონი: “დი მარია დღევანდელ სერია A-ში მარადონასავით ითამაშებს”

ბუფონი: “დი მარია დღევანდელ სერია A-ში მარადონასავით ითამაშებს”

ჯანლუიჯი ბუფონმა ანხელ დი მარიას „იუვენტუსში“ შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა და თქვა, რომ დღევანდელ სერია A-ში ის დიეგო მარადონასავით ითამაშებს. ბუფონი დი მარიას კარგად იცნობს, რადგან „პარი სენ ჟერმენში“ თანაგუნდელები იყვნენ.

„დი მარია იტალიის ამჟამინდელ ჩემპიონატში მარადონასავით იქნებოდა. სერია A დღეს ტექნიკურ დონეზე ღარიბია, ეს ეჭვგარეშეა. ანხელი კი ძალიან ტექნიკური ფეხბურთელია, რომელიც მეტოქეებს საოცრად იოლად ატყუებს, გოლების გატანა შეუძლია, საგოლე პასების გაკეთება, ბევრს დარბის და რამდენიმე პოზიციაზე თამაში შეუძლია.

ასაკს არ აქვს მნიშვნელობა, მოტივაცია, ვნება და მონდომება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. თუ დი მარია გადაწყვეტს „იუვეში“ თამაშს, ეს ნიშნავს, რომ მზად არის. როცა პსჟ-ში ვიყავი, იქ იყვნენ ნეიმარი, მბაპე, ვერატი, მაგრამ დი მარია არავისზე ნაკლები არ იყო. 2014 წელს მან „რეალში“ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, სადაც ბენზემასთან, რონალდუსთან, მოდრიჩთან ერთად თამაშობდა. ჩვენ ვსაუბრობთ ნამდვილ ჩემპიონზე და ფეხბურთს სჭირდება ჩემპიონები“, – თქვა ბუფონმა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …