მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსი” დი მარიას და კოსტიჩის ტრანსფერებს უახლოვდება

“იუვენტუსი” დი მარიას და კოსტიჩის ტრანსფერებს უახლოვდება

ტურინის „იუვენტუსი“ ანხელ დი მარიას და ფილიპ კოსტიჩის ტრანსფერებზე მუშაობას აგრძელებს.

იტალიური მედიის ცნობით, დი მარია საბოლოო პასუხს 48 საათის განმავლობაში იტყვის, მაგრამ პრესას პოზიტიური მოლოდინი აქვს და დიდი შანსია, რომ არგენტინელმა ფეხბურთელმა „იუვეს“ ბედი ერთი წლით დაუკავშიროს.

პარალელურად ტურინელები „აინტრახტიდან“ ფილიპ კოსტიჩის ტრანსფერზე მუშაობენ. სერბ ფეხბურთელთან პირად კონტრაქტზე შეთანხმება მიღწეულია და მისი ხელფასი სეზონში 2.5 მილიონი ევრო იქნება. ახლა შეთანხმება გერმანულ კლუბთანაა მისაღწევი, რომელიც ტრანსფერში 20 მილიონ ევროს ითხოვს, „იუვე“ კი ჯერჯერობით 12 მილიონ ევროს სთავაზობს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …