მთავარი / სიახლეები / სერია A / ბუფონი: “იუვეს” დასჯის უკან ანტი-ძალები ხომ არ დგანან?”

ბუფონი: “იუვეს” დასჯის უკან ანტი-ძალები ხომ არ დგანან?”

„პარმას“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონმა „იუვენტუსის“ გარშემო მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი გააკეთა. მან გამოთქვა ეჭვი, რომ „ბიანკონერის“ ხელოვნურად ებრძვიან, რადგან მისი სიძლიერე არ მოსწონთ.

„იუვეს“ დასაკარგი აღარაფერი აქვს. მათ ვერავინ ვერაფერს მოსთხოვს, ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის ან „ნაპოლის“ დაწევის წნეხი გაქრა. ეს არის ნიუანსი, რაც სიტუაციას ამსუბუქებს და კლუბმა ეს ფაქტორი სათავისოდ უნდა გამოიყენოს.

ველოდები სასამართლო პროცესის დასრულებას. მაგრამ 17 წლის განმავლობაში კიდევ ერთი მკაცრი სასჯელის გამოტანის შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ „იუვე“ გამარჯვებული ძალაა, მინდა ერთი შეკითხვა დავსვა: ეს მაზოხისტური ძალაა, რომელიც საკუთარ თავს ანადგურებს თუ ამ ყველაფრის უკან ანტი-ძალა დგას, რომელსაც სურს ძლიერი მტრის დამარცხება?

ანიელი? ის 10 წელი, რომელიც მის პერიოდში გვქონდა, განუმეორებელია. ათწლეულები გაივლის, სანამ ვინმე ამის გამეორებას შეძლებს“, – თქვა ბუფონმა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …