მთავარი / სიახლეები / სერია A / ბუფონი: “იუვე” სეზონის განახლების შემდეგ შეიძლება შეუჩერებელი იყოს”

ბუფონი: “იუვე” სეზონის განახლების შემდეგ შეიძლება შეუჩერებელი იყოს”

„პარმას“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონმა „იუვენტუსის“ შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ტრავმირებული ფეხბურთელების დაბრუნების შემდეგ მასიმილიანო ალეგრის გუნდი შეიძლება შეუჩერებელი გახდეს.

„იუვე“ ჩემი აზრით, როდესაც ჩემპიონატი განახლდება, იქნება გუნდი, რომელსაც უნდა ვადევნოთ თვალი, რადგან სრული შემადგენლობით შეიძლება დამანგრეველი იყოს. ახლა სკუდეტოსთვის ბრძოლაში დაბრუნებაზე საუბარი უადგილოდ მეჩვენება, რადგან ამისთვის ორი რთული რამ უნდა მოხდეს: პირველი ის, რომ „იუვე“ ქულები არ უნდა დაკარგოს და მეორე ის, რომ „ნაპოლიმ“ ქულები უნდა დაკარგოს, რომელიც განვლილ თვეებში იდეალური მანქანა იყო“, – თქვა ბუფონმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ „ნაპოლის“ 15 ტურის შემდეგ 10 ქულით ჩამორჩება და მომდევნო მატჩს 4 იანვარს, სტუმრად „კრემონეზესთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …