მთავარი / თეგის არქივი: ჯანლუიჯი ბუფონი (გვერდი 5)

თეგის არქივი: ჯანლუიჯი ბუფონი

ბუფონი: “აქ ჩემი სახლია, მაგრამ ეს მომენტი დადგა”

ჯანლუიჯი ბუფონმა დღეს დააანონსა, რომ სეზონის ბოლოს „იუვენტუსს“ დატოვებს. მან სოციალურ ქსელში პატარა წერილიც გამოაქვეყნა და თქვა, რომ ადვილი გადაწყვეტილება არ მიუღია, რადგან „იუვე“ მისი სახლია. „ყველა დასაწყისს აქვს დასასრული. და, ამით სრულდება ჩემი მეორე ნახევარი „იუვეში“. გადაწყვეტილება მირებული, მომწიფებულია და თვეების განმავლობაში განხილულია. მაგრამ არც ისე ადვილად მიღებული გადაწყვეტილებაა. …

სრულად წაკითხვა »

ოფიციალურად: ბუფონი ზაფხულში “იუვეს” დატოვებს

ჯანლუიჯი ბუფონი „იუვენტუსს“ სეზონის ბოლოს დატოვებს. ეს ინფორმაცია მან იტალიურ მედიასთან დაადასტურა. ჯიჯის კარიერაში ეს უკვე მეორედ მოხდება. პირველად მან „იუვე“ 2018 წელს დატოვა, ახლა კი კონტრაქტი ეწურება, რომელიც მხარეების შეთანხმებით არ განახლდება. დარჩება თუ არა ჯიჯი მოედანზე, ეს ჯერ არ იცის და გადაწყვეტილებას ზაფხულში მიიღებს: „ჩემი მომავალი ძალიან მკაფიოა …

სრულად წაკითხვა »

ბუფონმა მეკარეების აკადემია გახსნა

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა მეკარეების აკადემია გახსნა, სადაც მომავალ თაობას მოამზადებს. „ოდესმე გიოცნებიათ მეკარეობის ხელოვნების შესწავლაზე თქვენს კერპთან ერთად? არ გამოტოვოთ შესაძლებლობა ივარჯიშოთ ჯანლუიჯი ბუფონთან, მსოფლიოს საუკეთესო მეკარესთან ერთად და მიიღეთ მონაწილეობა ზაფხულის ტურნირში. მომავალი მეკარეები დახვეწავენ თავიანთ ტექტიკას და გაიზრდებიან სპორტსმენები, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა“, – ნათქვამია …

სრულად წაკითხვა »

43 წლის ბუფონის საოცარი სტატისტიკა: “იუვეს” მთავარი მეკარე ისევ ჯიჯი უნდა იყოს

ტურინის „იუვენტუსმა“ „ნაპოლი“ 2:1 დაამარცხა და გამარჯვებაში უდიდესი წვლილი ჯანლუიჯი ბუფონმა შეიტანა. 43 წლის მეკარე ყველასთვის მოულოდნელად ძირითად შემადგენლობაში აღმოჩნდა და შესანიშნავად ითამაშა. მან მეორე ტაიმში არაერთხელ გადაარჩინა თავისი გუნდის. რაც მთავარია, ჯიჯი მთელი თამაშის განმავლობაში თანაგუნდელებს თითოეულ მოქმედებას კარნახობდა და ფაქტობრივად მოედანზე მწვრთნელი იყო. სხვათა შორის, მსგავს ჩართულობას თამაშში …

სრულად წაკითხვა »

ბუფონი ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა და 5 ათასი ევროთი დაჯარიმდა. ჯიჯი 2020 წლის 19 დეკემბერს, „პარმასთან“ მატჩის მიმდინარეობისას მკრეხელური სიტყვების გამო დაისაჯა, რადგან ეს იტალიაში აკრძალულია. მსგავსი შემთხვევის გამო ადრე „ლაციოს“ ფეხბურთელიც დასაჯეს. ბუფონი „ტორინოსთან“ „დერბი დელა მოლეში“ ვერ ითამაშებს, შემდეგ კი გუნდს დაუბრუნდება.

სრულად წაკითხვა »

ბუფონმა შესაძლოა “იუვე” დატოვოს

ტურინის „იუვენტუსში“ ჯანლუიჯი ბუფონის მომავალ ბუნდოვანია. იტალიური მედია წერს, რომ ჯიჯი უკმაყოფილოა მწირი სათამაშო დროით და შესაძლოა გუნდი დატოვოს და ისეთ გუნდში გადავიდეს, სადაც პირველი ნომერი იქნება. ყველაზე რეალური ვარიანტი ამერიკის MLS-ია. ჯიჯის კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და საბოლოო გადაწყვეტილება იტალიის თასის ფინალამდე მიიღებენ. ბუფონი ანდრეა ანიელის შეხვდება და პირდადად …

სრულად წაკითხვა »

დე ლიხტი: “ბუფონი შეიძლება მამაჩემიც იყოს”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატიას დე ლიხტმა Telegraaph-ს ინტერვიუ მისცა და მასში „იუვენტუსზეც“ ილაპარაკა. ნიდერლანდელი ფეხბურთელის განაცხადებით, ბუფონი, რომელიც მასზე 21 წლით დიდია, მამად ეკუთვნის, მაგრამ მას უფრო ახალგაზრდ ადამიანის გონება აქვს. „შევადარე დადებითი და უარყოფითი მხარეები და ბოლოს „იუვენტუსი“ ავირჩიე. ყველა მატჩში უნდა დავამტკიცო, რომ ამ სიმაღლეზე ვარ. თუ იტალიაში …

სრულად წაკითხვა »

ბუფონმა პირლოზე, კარიერის დასრულებაზე, საკუთარ თავზე ისაუბრა…

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი The Guardian-ს ესაუბრა. ვეტერანმა კარის დარაჯმა ანდრეა პირლოზე, საკუთარ მომავალზე, კარიერის დასრულების ეტაპზე და კორონავირუსის პანდემიაზე ილაპარაკა. „ჩემს გონებაში ნამდვილად არის ბოლო გაჩერების ნიშანი, მაქსიმალური ლიმიტი, რომელიც 2023 წლის ივნისია. ეს მაქსიმუმია. მაგრამ შემიძლია ასევე 4 თვეში დავასრულო კარიერა. კონტრაქტის განახლება არ ხერხდება? ვისწავლე, რომ …

სრულად წაკითხვა »

ბუფონი: “ყოველ კვირას ჩემი ნახტომის სიგრძეს ვზომავ”

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა „კროტონესთან“ (3:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. აღსანიშნავია, რომ ჯიჯიმ სერია A-ში 654-ე თამაში ჩაატარა და ტოპ 5 ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. „ნამდვილად გვჭირდებოდა გამარჯვება. ჩემი აზრით, პირველმა ნახევარმა საათმა ნორმალურად ჩაიარა, მაგრამ გარკვეულ სირთულეებს წავაწყდით. მთავარია, რომ შევინარჩუნოთ კონკრეტული სულისკვეთება, კონცენტრაცია და ენერგია 90 …

სრულად წაკითხვა »

ჯიჯი ბუფონმა კარიერაში 1100-ე მატჩი ჩაატარა

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა პროფესიონალურ კარიერაში 1100-ე მატჩი ჩაატარა და წარმოუდგენელ შედეგს უწია. ჯიჯის 1100 მატჩი ასე ნაწილდება: 679 – „იუვენტუსი“ 220 – „პარმა“ 176 – იტალიის ნაკრები 25 – „პარი სენ-ჟერმენი“ ჯიჯიმ მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა: 1100-ჯერ, როგორც პირველად. ახლა კიდევ ერთხელ Fino alla fine”.   1100 …

სრულად წაკითხვა »