მთავარი / სიახლეები / სერია A / ბუფონი: “ყოველ კვირას ჩემი ნახტომის სიგრძეს ვზომავ”

ბუფონი: “ყოველ კვირას ჩემი ნახტომის სიგრძეს ვზომავ”

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა „კროტონესთან“ (3:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. აღსანიშნავია, რომ ჯიჯიმ სერია A-ში 654-ე თამაში ჩაატარა და ტოპ 5 ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

„ნამდვილად გვჭირდებოდა გამარჯვება. ჩემი აზრით, პირველმა ნახევარმა საათმა ნორმალურად ჩაიარა, მაგრამ გარკვეულ სირთულეებს წავაწყდით. მთავარია, რომ შევინარჩუნოთ კონკრეტული სულისკვეთება, კონცენტრაცია და ენერგია 90 წუთის განმავლობაში.

654-ე თამაში? ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ აქამდე სეირნობით არ მივსულვარ, არამედ ნახტომებით. ეს არის დიდი კმაყოფილება და უდიდესი სიამაყე.

მომავალი? ვნახოთ, მე ყოველ კვირას ვზომავ ჩემი ნახტომის სიმაღლეს. სანამ ნახტომი კარგია, გავაგრძელებ. როგორც დავინახავ, რომ რამდენიმე სანტიმეტრი დავკარგე, პირველ რიგში მე შევჩერდები, ეჭვგარეშეა.

ჩემთვის გასაკვირი არ არის, რომ „ინტერი“ ლიდერია, მოულოდნელი ის იყო, აქამდე ვერ ახერხებდა თავისი ღირებულების დამტკიცებას. გუნდის, მწვრთნელის და პერსონალის ღირბეულება ჩვენს დონეზეა და ჩემთვის გასაკვირი არ არის“, – თქვა ბუფონმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ 45 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში სტუმრად „ვერონას“ დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …