მთავარი / სიახლეები / სერია A / რემზი: “ორი წაგების შემდეგ ეს გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო”

რემზი: “ორი წაგების შემდეგ ეს გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა აარონ რემზიმ „კროტონესთან“ (3:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. უელსელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ბოლო დროს დაფიქსირებული ცუდი შედეგების შემდეგ გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო.

„ვიცოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა, რადგან ისინი წნეხის გარეშე თამაშობენ, მაგრამ ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით, სამი გოლი გავიტანეთ და კარის მშრალად შენარჩუნება მოვახერხეთ. ამიტომ, ჩვენთვის კარგი საღამო იყო. მნიშვნელოვანი იყო ბოლო ორი მატჩის შემდეგ გამარჯვების დაბრუნება“, – თქვა რემზიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ 45 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში სტუმრად „ვერონას“ დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …