ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „კროტონესთან“ (3:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მისი გუნდი ჩემპიონობისთვის ბოლომდე იბრძოლებს.
„ცოტა ნერვული დასაწყისი გვქონდა, ალბათ ბოლო ორი წაგების გამო. შემდეგ გოლი დაგვეხმარა და დანარჩენ პერიოდში კარგად ვითამაშეთ. „პორტუსთან“ საპასუხო მატჩი? მანამდე შაბათს „ვერონასთან“ რთული თამაში გვაქვს, დანილო დისკვალიფიცირებული იქნება, რაღაცის შესწავლა მოგვიწევს, რომ მოედანზე საუკეთესო გუნდი გავიყვანოთ. მორატა არ არის კარგად და არც აქამდე ყოფილა. მასგარკვეული დრო დასჭირდება ფეხზე დასადგომად.
კულუშევსკი? „იუვეში“ და „პარმაში“ თამაში ორი სრულიად განსხვავებული რამეა. იქ კონტრშეტევებზე თამაშობდა, აქ კი უწევს თამაში ძირითადად იმ გუნდების წინააღმდეგ უწევს თამაში, რომლებიც დაცვაში ჩაკეტილები არიან და შეტევისთვის სივრცეები მინიმალურია. ის ასევე მუშაობს უბურთოდ ყოფნის ფაზაში და ძალიან გვეხმარება. მას ბევრად მეტი შეუძლია.
კიეზა მარჯვნივ უკეთესია, მაგრამ მან მარცხნივაც კარგად ითამაშა. რა თქმა უნდა, მისი პოზიცია მარჯვენა ფლანგია, როდესაც შეგვიძლია, იქ თამაშობს. 10 წლის ვთამაშობდი გამარჯვებისთვის, მაგრამ ახლა სხვა საქმეს ვაკეთებ, თუმცა მიზანი უცვლელია – გამარჯვება. ჩვენ სკუდეტოსთვის ბოლომდე ვიბრძოლეთ. სად უკეთესია მოედანზე თუ სკამზე? მოედანზე ყოფნა უფრო ადვილია“, – თქვა პირლომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ 45 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში სტუმრად „ვერონას“ დაუპირისპირდება.