მთავარი / თეგის არქივი: კროტონე

თეგის არქივი: კროტონე

“იუვე” – “კროტონე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 23-ე ტურში „კროტონე“ კრიშტიანუ რონალდუს დუბლითა და ვესტონ მაკკენის გოლებით 3:0 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: ბუფონი 6 – ჩვეულებრივი თამაში, მას საქმე თითქმის არ ჰქონია. დანილო 6 – ის არასდროს ჩერდება, მაგრამ გაჩერება მოუწევს ვერონაში ფორსმაჟორის გამო, რადგან გაფრთხილება მიიღო და დისკვალიფიცირებულია. დემირალი 6 …

სრულად წაკითხვა »

რემზი: “ორი წაგების შემდეგ ეს გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა აარონ რემზიმ „კროტონესთან“ (3:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. უელსელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ბოლო დროს დაფიქსირებული ცუდი შედეგების შემდეგ გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო. „ვიცოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა, რადგან ისინი წნეხის გარეშე თამაშობენ, მაგრამ ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით, სამი გოლი გავიტანეთ და კარის მშრალად შენარჩუნება მოვახერხეთ. ამიტომ, ჩვენთვის კარგი …

სრულად წაკითხვა »

ბუფონი: “ყოველ კვირას ჩემი ნახტომის სიგრძეს ვზომავ”

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა „კროტონესთან“ (3:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. აღსანიშნავია, რომ ჯიჯიმ სერია A-ში 654-ე თამაში ჩაატარა და ტოპ 5 ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. „ნამდვილად გვჭირდებოდა გამარჯვება. ჩემი აზრით, პირველმა ნახევარმა საათმა ნორმალურად ჩაიარა, მაგრამ გარკვეულ სირთულეებს წავაწყდით. მთავარია, რომ შევინარჩუნოთ კონკრეტული სულისკვეთება, კონცენტრაცია და ენერგია 90 …

სრულად წაკითხვა »

ანდრეა პირლო: “ჩემპიონობისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „კროტონესთან“ (3:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მისი გუნდი ჩემპიონობისთვის ბოლომდე იბრძოლებს. „ცოტა ნერვული დასაწყისი გვქონდა, ალბათ ბოლო ორი წაგების გამო. შემდეგ გოლი დაგვეხმარა და დანარჩენ პერიოდში კარგად ვითამაშეთ. „პორტუსთან“ საპასუხო მატჩი? მანამდე შაბათს „ვერონასთან“ რთული თამაში გვაქვს, დანილო დისკვალიფიცირებული იქნება, რაღაცის …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსმა” მოუგებელი სერია შეწყვიტა

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 23-ე ტურში „კროტონეს“ უმასპინძლა და 3 ქულა ადვილად მოიპოვა. ანდრეა პირლოს გუნდის კალაბრიელებს შესუსტებული შემადგენლობით დაუხვდა და ზედიზედ სამი მოუგებელი მატჩისა და ორი წაგების შემდეგ იმარჯვა. თუმცა, ეს არაფრის საპირწონე არ არის, რადგან „კროტონე“ ჩემპიონატის ღრმა აუტსაიდერია და ყველაზე სუსტი გუნდია. ამიტომაც, ანდრეა პირლოს გუნდს მომდევნო …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” განაცხადი “კროტონესთან”

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს 23-ე ტურში „კროტონეს“ უმასპინძლებს. ანდრეა პირლოს გუნდის დანაკლისი ძალიან დიდია და ბევრი ფეხბურთელი ვერ ითამაშებს. განაცხადი კი ასეთია: მეკარეები: შჩესნი, პინსოლიო, ბუფონი მცველები: დე ლიხტი, ალექს სანდრო, დანილო, დემირალი, დი პარდო, დრაგუსინი, ფრაბოტა ნახევარმცველები: რემზი, მაკკენი, კიეზა, ბენტანკური, ბერნარდესკი, ფაჯიოლი, კულუშევსკი, პიტერსი თავდამსხმელები: რონალდუ, მორატა შეგახსენებთ, …

სრულად წაკითხვა »

ანდრეა პირლოს პრესკონფერენცია “კროტონესთან” მატჩამდე

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „კროტონესთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და გუნდში არსებულ სიტუაციაზე ვრცლად ისაუბრა. „პორტუსთან“ ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ გამარჯვება და კარგი თამაში უნდა დავიბრუნოთ. მაგალითად, ნეაპოლში ცუდად არ გვითამაშია, იმის გათვალისწინებით, რომ მეტოქის საგოლე შანსების გარეშე წავაგეთ. ასე რომ, ფეხბურთელებისადმი ნდობა არსებობს და გასახდელში ხმის აწევა საჭირო …

სრულად წაკითხვა »

“კროტონე” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მეოთხე ტურში სტუმრად „კროტონეს“ ვერ მოუგო. ანდრეა პირლოს გუნდის რიგებში ერთადერთი გოლი ალვარო მორატამ გაიტანა, რომელიც მოედანზე თანაგუნდელთა შორის საუკეთესო იყო. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით. ბუფონი 6 – რამდენჯერმე მოუწია თამაშში ჩართვა, მაგრამ არცერთი ყოფილა დაუვიწყარი სეივი. სიმის პენალტის დროს ვერაფერი მოახერხა. დანილო 6 – …

სრულად წაკითხვა »

მორატა: “ფეხბურთი ასეთია, თამაშს სანტიმეტრები ცვლის”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ალვარო მორატამ „კროტონესთან“ (1:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ესპანელი „იუვეს“ რიგებში საუკეთესო იყო, დაბრუნების შემდეგ პირველი გოლი გაიტანა, ერთი გოლი არ ჩაუთვალეს და ერთხელაც ბურთი ძელს მოარტყა. „სამწუხაროა, რომ ზედიზედ მეორედ 10 ფეხბურთელით დავრჩით და ვერ მოვიგეთ. მოედანზე თავიდანვე დიდი ენთუზიაზმით უნდა გავიდეთ და თამაშის მიმდინარეობისას ეს …

სრულად წაკითხვა »

პირლო: “ჩვენი გუნდი შენების პროცესშია და დრო გვჭირდება”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „კროტონესთან“ (1:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ გუნდი შენების პროცესშია, ამიტომ დრო სჭირდებათ. „ჩვენ ახალგაზრდა გუნდი ვართ, რომელსაც მუშაობა სჭირდება, ბევრი ფეხბურთელი ნაკრებში იყო და სამუშაოდ ძალიან ცოტა დრო გვქონდა. ამ პირველ მატჩებში ახალგაზრდები გამოცდილებას იღებენ, ჩვენი გუნდი მშენებლობის პროცესშია და დრო …

სრულად წაკითხვა »