ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 23-ე ტურში „კროტონეს“ უმასპინძლა და 3 ქულა ადვილად მოიპოვა. ანდრეა პირლოს გუნდის კალაბრიელებს შესუსტებული შემადგენლობით დაუხვდა და ზედიზედ სამი მოუგებელი მატჩისა და ორი წაგების შემდეგ იმარჯვა.
თუმცა, ეს არაფრის საპირწონე არ არის, რადგან „კროტონე“ ჩემპიონატის ღრმა აუტსაიდერია და ყველაზე სუსტი გუნდია. ამიტომაც, ანდრეა პირლოს გუნდს მომდევნო ტურებში მოუწევს უფრო მეტად რეაბილიტირება.
„იუვემ“ პირველი ტაიმის ბოლოს მოახერხა მეტოქის გატეხვა. კრიშტიანუ რონალდუმ ჯერ ცარიელ კარს ააცილა, მერე აარონ რემზიმ ბურთი ხარიხას გაარტყა, ხოლო 38-ე წუთზე რონალდუმ თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. პორტუგალიელმა 45-ე წუთზე ისევ თავით გაიტანა და დუბლი შეასრულა. სხვათა შორის, მას იტალიაში 18 გუნდის წინააღმდეგ უთამაშია და 18-ვეს გაუტანა. სხვათა შორის, ტაიმის ბოლოს ჰეთ-თრიქის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ ცარიელ კარს კიდევ ერთხელ ვერ დაუმიზნა.
მეორე ტაიმშიც განაგრძო პორტუგალიელმა აქტიურობა, მაგრამ ერთ ეპიზოდში მეკარემ აჯობა. რონალდუმ ვეღარ, მაგრამ „იუვემ“ მესამე გოლი მაინც გაიტანა. წერტილი ვესტონ მაკკენიმ დასვა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„იუვენტუსმა“ 45 ქულა დააგოვა და სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილიდან მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა. მომდევნო ტურში კი სტუმრად „ვერონას“ დაუპირისპირდება.
„იუვენტუსი“ – „კროტონე“ 3:0 (2:0)
ტურინი, „ალიანც სთედიუმი“
„იუვენტუსი“ (4-4-2): ბუფონი; დანილო, დემირალი, დე ლიხტი, ალექს სანდრო (ფრაბოტა 86); კიეზა (დი პარდო 86), მაკკენი, ბენტანკური (ფაჯიოლი 70), რემზი (ბერნარდესკი 76); კულუშევსკი (მორატა 76), რონალდუ
მწვრთნელი: ანდრეა პირლო
„კროტონე“ (4-4-2): კორდასი; პერეირა, მაგალანი, გოლემიცი, ლუპერტო (მარონე 46); მასიასი, მოლინა (ძანელატო 72), ვულიჩი, რეცა (რისპოლი 67); დი კარმინე (რივიერი 76), უნასი (სიმი 72)
მწვრთნელი: ჯოვანი სტროპა
გოლები: 1:0 რონალდუ (38), 2:0 რონალდუ (45), 3:0 მაკკენი (68)
გაფრთხილება: რემზი (20), დანილო (50) – მარონე (53)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმა: 26 (9) – 16 (3) ბურთის ფლობა: 60%-40% კუთხურები: 7:3 თამაშგარე: 4:1
მსაჯი: ვალერიო მარინი