მთავარი / სიახლეები / დე ლიხტი: “ბუფონი შეიძლება მამაჩემიც იყოს”

დე ლიხტი: “ბუფონი შეიძლება მამაჩემიც იყოს”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატიას დე ლიხტმა Telegraaph-ს ინტერვიუ მისცა და მასში „იუვენტუსზეც“ ილაპარაკა. ნიდერლანდელი ფეხბურთელის განაცხადებით, ბუფონი, რომელიც მასზე 21 წლით დიდია, მამად ეკუთვნის, მაგრამ მას უფრო ახალგაზრდ ადამიანის გონება აქვს.

„შევადარე დადებითი და უარყოფითი მხარეები და ბოლოს „იუვენტუსი“ ავირჩიე. ყველა მატჩში უნდა დავამტკიცო, რომ ამ სიმაღლეზე ვარ. თუ იტალიაში შეგიძლია დაცვაში თამაში, მაშინ გამოდის, რომ ამის გაკეთება ყველგან შეგიძლია. მე იქ ვარ, სადაც მსურს, რომ ვიყო, სადაც შემიძლია უფრო მეტი ვისწავლო. იქ არიან გამოცდილი ფეხბურთელები, როგორებიც არიან კიელინი და ბონუჩი, მაგრამ ასევე ბუფონი და რონალდუ. ვუყურებ რას აკეთებს კრიშტიანუ, როგორ ინარჩუნებს ფორმას, რჩევებს ვეკითხები.

ბუფონი შეიძლება მამაჩემი იყოს. სასაცილოა, რადგან როგორც ის იქცევა, არ ჰგავს ჩემზე ორჯერ დიდ ადამიანს. ეს მისი ძალაა, ის მაინც თამაშობს და მას 29 წლის ბიჭის გონება აქვს.

ტურინში ადაპტაციაში ყველაზე მეტად აარონ რემზი დამეხმარა. თუმცა, მასზე ადრე ვისწავლე იტალიური ენა, ჩვენ ერთმანეთს დავეხმარეთ“,- თქვა დე ლიხტმა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …