მთავარი / სიახლეები / ანდრადე: “პორტუსთან” ბუფონს ვათამაშებდი, ვერ ვხსნი, რომ “იუვეს” ლიგა არ მოუგია”

ანდრადე: “პორტუსთან” ბუფონს ვათამაშებდი, ვერ ვხსნი, რომ “იუვეს” ლიგა არ მოუგია”

ტურინის „იუვენტუსისა“ და „პორტუს“ ყოფილმა მცველმა ჟორჟე ანდრადემ მოახლოებული მატჩის შესახებ და უფრო მეტად იტალიურ კლუბზე ისაუბრა. ანდრადემ თავისი მოსაზრება გულწრფელად დააფიქსირა.

„იუვე“ „ლაციოსთან“ მომეწონა, ეს იყო გუნდი, რომელსაც რეაქცია ჰქონდა, რამაც არ შეიძება ჩემპიონთა ლიგის თამაშზეც არ იმოქმედოს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ პირლოს რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი დაუბრუნდა, რომელთაც ტრავმები ჰქონდათ. პლუს ამას, კრიშტიანუ რონალდუ დაისვენა და „პორტუსთან“ მატჩის წინ ძალები აღიდგინა. მიზანია, აშკარაა, რომ ხვალინდელ შეხვედრაში საუკეთესოდ თამაშია.

„იუვესგან“ განსხვავებულ თამაშს ველოდები, ვიდრე პირველ თამაშში ვნახე. სიმართლე ისაა, რომ ისინი არ ელოდნენ „პორტუსგან“ ასეთ აგრესიულ თამაშს და ძალიან გაუჭირდა მაღალი პრესინგის წინააღმდეგ. პირველ გოლში შჩესნი უნაკლო ნამდვილად არ იყო. „დრაკონებმა“ შთამბეჭდავად ითამაშეს, მაგრამ ისეთი შეგრძნებაა, რომ ახლა ისინი იგივე მდგომარეობაში არ არიან, როგორც რამდენიმე კვირის წინ.

მთელმა მსოფლიომ იცის, რომ „იუვენტუსის“ მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგაა. მეორეს მხრივ, როდესაც კრიშტიანუ რონალდუს ყიდულობ, გზავნილი ნათელია. „იუვე“ ძლიერია, ყველაფერს გააკეთებს, რომ კარგად ითამაშოს და კრიშტიანუს საუკეთესო მომენტები შეუქმნან. „ბიანკონერის“ დიდი სურვილი აქვს მომდევნო ეტაპზე გავიდეს.

შეუძლია თუ არა „იუვეს“ ჩემპიონთა ლიგის მოგება? ჩემი აზრი არ შეცვლილა, ვინც ამ ეტაპს გაივლის, ყველას დიდი შანსი აქვს. „იუვენტუსი“ ამ წარმატებას წლების განმავლობაში გეგმავს, მაგრამ ჯერ ვერ მოახერხა მოგება. ამ ფაქტს ვერ ვხსნი – იტალიის საუკეთესო გუნდია, ჩემპიონი ფეხბურთელები ჰყავს და ჩემპიონთა ლიგას ვერ იგებს, ჩემთვის ამოუხსნელია. თუ „პორტუს“ ბარიერს დაძლევს, შეიძლება შესაფერი წელი იყოს ჩემპიონთა ლიგისთვის, რადგან იტალიის ჩემპიონატი სხვა წლებისგან განსხვავებით ახლა მთავარი მიზანი არ არის.

ჯიჯი და ჯორჯო (ბუფონი და კიელინი – რედ) ორი ლეგენდაა, ჭეშმარიტი ლიდერები არიან, რომლებიც თავიანთ თანაგუნდელებს გამარჯვებისკენ უბიძგებენ. „პორტუსთან“ მინდა მოედანზე ბუფონი ვიხილო, რადგან მას აქვს სწორი გამოცდილება ასეთი მნიშვნელოვანი მატჩებისთვის“, – თქვა ანდრადემ.

შეგახსენებთ, რომ ჟორჟე ანდრადე „იუვენტუსმა“ 2007 წლის ზაფხულში სერია A-ში დაბრუნების შემდეგ ლა კორუნიის „დეპორტივოდან“ შეუერთდა. პორტუგალიელმა სეზონის დასაწყისშივე მძიმე ტრავმა მიიღო, იმდენად, რომ კარიერის დასრულება ნაადრევად მოუწია. მას „იუვეს“ და „დეპორტივოს“ გარდა „პორტუსა“ და პორტუგალიის ნაკრებში უთამაშია და 2004 წელს ევოპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …