მთავარი / სიახლეები / ანდრეა პირლოს პრესკონფერენცია “პორტუსთან” მატჩამდე

ანდრეა პირლოს პრესკონფერენცია “პორტუსთან” მატჩამდე

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „პორტუსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ ეს თამაში ფინალის ტოლფასი იქნება. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მომდევნო ეტაპზე გასვლა ფუნდამენტურია და ამის გაკეთება შეუძლიათ.

„ძალიან ტექნიკური თამაშის ჩატარება მოგვიწევს, რადგან ვეთამაშებით კომპაქტურ გუნდს, რომელიც ორი ვიწრო ხაზით თამაშობს, მცირე სივრცეებს და ფიქრისთვის ცოტა დროდ გაძლევს. ამას დასჭირდება ტექნიკა და მოთმინება. ტრავმირებულები კარგად არიან, დღეს ყველამ ივარჯიშა და ეს პირველი დღე იყო. დე ლიხტი გუნდთან ერთად გახურდა და შემდეგ ცალკე ივარჯიშა, დანარჩენები ხელმისაწვდომნი არიან, მიუხედავად იმისა, საუკეთესო ფორმაში არ არიან, მაგრამ არჩევანი უკვე კარგია და დიდ ძალას გვაძლევს.

ხვალ მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური მატჩი მომდევნო ეტაპზე გასასვლელად. ჩვენთვის ეს ფინალის მსგავსი თამაშია, მაგრამ ასევე იქნება „პორტუსთვისაც“. პირველი თამაშის შედეგის ამოქაჩვა ყველანაირად უნდა ვცადოთ. ყველაფერი ღიაა. ეს თამაში ჩემს მომავალს გადაწყვეტს? არამგონია, ყოველდღიურად ვაგრძელებ მუშაობას და ვიცი რა პროექტები გვაქვს. ეს გადამწყვეტი მატჩია ჩემპიონთა ლიგისთვის და არა პირადად ჩემი მომავლისთვის.

კიელინი კარგადაა, მან დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა. ის არ არის საუკეთესო მდგომარეობაში, რადგანაც სამი კვირა გაუცდა, მაგრამ ვფიქრობ, შეიძლება ხვალ ხელმისაწვდომი იყოს.

ჩვენ ვიცით რამდენად მნიშვნელოვანია ჩემპიონთა ლიგის თამაში. როდესაც ამგვარ მატჩებს თამაშობ, სხვა ენერგია გაქვს, რადგან ეს იმდენად დიდი შეჯიბრია, რომ მოედანზე გასვლას მოუთმენლად ელოდები.

ბერნარდესკის მარცხენა მცველობა? მე ის შვებულების დროს ვნახე, ზღვაზე შევხვდი და იქ გავაცანი ჩემი იდეა, რომ მას შეეძლო მარცხენა მცველად თამაშო. მას შეუძლია თავისი თვისებების ამ პოზიციაზე გამოყენება. ის დამთანხმდა და მზადაა ამაზე იმუშაოს, შესაბამისად, ამ გზას ვაგრძელებთ.

არტური საუკეთესო კონდიციაში არ არის, მაგრამ დანილოს არყოფნისა და ნახევარმცველების სიმწირის გამო ის ხელმისაწვდომია. შეიძლება ხვალ ძირითადში იყოს და იმედი ვიქონიოთ, რომ დაგვეხმარება.

კრიშტიანუ რონალდუ კარგაა. ეს მისი თამაშებია და ყოველთვის ამტკიცება გასულ წლებში. მან „ლაციოსთან“ დაისვენა და ახლა ენერგია აქვს, დამუხტულია და მოუთმენლად ელოდება თამაშის დაწყებას.

შემადგენლობაში სიურპრიზები არ იქნება, ჯადოქრობა არ მომწონს. თუ ფეხბურთელი მყავს ხელმისაწვდომი, თავის პოზიციაზე ვაყენებ. ხვალ არ იქნება დანილო და ჩვენთვის მძიმე დანაკლისია, მაგრამ საუკეთესოს ვეცდებით.

ზეწოლა? უკან არ ვიხევთ, წინსვლის შესაძლებლობა გვაქვს. „პორტუს“ შეუფასებლობას ადგილი არ აქვს, მაგრამ მომდევნო ეტაპზე გასვლა შეგვიძლია. ჩემი მომავლისთვის მნიშვნელოვანი თამაშია? მნიშვნელოვანი თამაშია, მაგრამ მე მაქვს პროექტი და ხელმძღვანელობა არის, რომელიც სხვა რამეებს წყვეტს. „ბენფიკასთან“ 2014 წლის მატჩის ანალოგიური ვითარება? მაშინ მოედანზე მეც ვიყავი. არასწორი დამოკიდებულება გვქონდა, გვინდოდა თავიდანვე გოლი გაგვეტანა და ეს შეცდომა იყო, მოთმინება უნდა გამოგვეჩინა. მაშინ შანსი დავკარგეთ.

მორატა მუდმივად იხვეწება, ის ჭკვიანი და ამბიციური ბიჭია. ყოველთვის ცდილობს მომდევნო მეტოქეებს გაეცნოს. მაკკენი? ის კარგად თამაშობს, მაგრამ კარგა ხანია მცირე ტკივილით თამაშობს, თუმცა ეს ვიციტ და ვცილობთ მაქსიმალურად სწორად ვმართოთ. მას არ შეუძლია ყველა თამაშში 90 წუთი იყოს მოედანზე“, – თქვა პირლომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „პორტუს“ მატჩი 9 მარტს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …