მთავარი / სიახლეები / ბონუჩი: “მოედანზე “იუვეს” სულისკვეთებით გავალთ”

ბონუჩი: “მოედანზე “იუვეს” სულისკვეთებით გავალთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ „პორტუსთან“ საპასუხო მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა ფეხბურთელმა თამაშის მნიშვნელობაზე დეტალურად ისაუბრა.

„მოედანზე იმ სულისკვეთებით გავალთ, რაც „იუვენტუსს“ სხვებისგან განახვავებს. ეს არის სურვილი, რომ გამარჯვება მოვიპოვოთ „პორტუს“ პატივისცემის მიუხედავად, მაგრამ გვჯერა, რომ თავგანწირვით და ბრძოლის სურვილით დიდი შედეგის მიღწევა შეგვიძლია. ძალიან მომთმენი და მოწესრიგებულები უნდა ვიყოთ, მთელი გუნდის თამაში თავდაცვით ფაზაში ფუნდამენტური იქნება.

თითქმის ერთი თე იძულებით დავისვენე, მწვრთნელი გადაწყვეტს ვინ იქნება მოედანზე, მაგრამ ყველა, ვინც ამ გუნდის ნაწილია, მზად არის. მოუთმენლად ველოდები მოედანზე გასვლა, თუმცა, ამას მწვრთნელი გადაწყვეტს. რონალდუ? ის აღფრთოვანებულია ამ მატჩების გამო. ინტერვიუბში ის ზოგჯერ ამბობს, რომ მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის მატჩებს ითამაშებდა, აქედანაც ჩანს მისი სურვილი.

„ბენფიკასთან“ 2014 წლის ცუდი მაგალითი? (მაშინ „იუვემ“ სტუმრად 1:2 წააგო და შინ 0:0 ითამაშა – რედ) ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ მაშინდელის მსგავსად აღელვებული არ ვიყოთ. გოლის გატანა შესაძლებელია თუნდაც ბოლო წუთზე, მოედაზე თავდაჯერებული გავალთ იმის რწმენით, რომ „პორტუ“ უპირატესობის დაცვას ვერ შეძლებს.

დემირალი? ის უფრო და უფრო თავდაჯერებული ხდება. მძიმე ტრავმის შემდეგ დრო სჭირდებოდა. მან დაადასტურა, რომ გუნდისთვის მნიშვნელოვანი პაიკია, გუნდისთვის დადებით ფიგურაა. შაბათს გამარჯვებამ დიდი ენთუზიაზმი მოგვიტანა, როდესაც იმარჯვებს, უკეთ მუშაობ. ყოველი ვარჯიში გაკვეთილია. კიეზა? ამას ცოტათი ველოდი, რადგან საბედნიეროდ ის წნეხის გარეშე თამაშობს, ის მოედანზე ბუნებრივი და სპონტანურია, ამან საშუალება მისცა გაეგო, რას ნიშნავს ამ მაისურის ტარება.

ცხადია, ხვალ არ შეგვიძლია ერთი წამითაც კი მოდუნება. როცა ამდენს თამაშობ, რთულია, მაგრამ აუცილებელი არ არის ეს ალიბად გამოვიყენოთ. ხვალ ჩვენს წინაშე ერთადერთი ამოცანაა“, – თქვა ბონუჩიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „პორტუს“ მატჩი 9 მარტს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …