ტურინის „იუვენტუსის“ მცველები მატიას დე ლიხტი და ჯორჯო კიელინი გამოჯანმრთელდნენ. ორივემ დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა და თამაშიც შეუძლიათ.
იტალიური მედიის ვარაუდით, ძირითადში ნიდერლანდელი იქნება, თუმცა მატჩის წინა პრეაკონფრენციაზე ანდრეა პირლომ თქვა, რომ შეიძლება ჯორჯო კიელინიმ ძირითადში ითამაშოს.
შეგახსენებთ, რომ დე ლიხტს ერთი კვირა გაუცდა, ხოლო კიელინის სამი კვირა. „იუვე“ „პორტუს“ 9 მარტს დაუპირისპირდება და მატჩი თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.