ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა დანილომ განაცხადა, რომ ანდრეა პირლო პეპ გვარდიოლას აგონებს. ბრაზილიელ ფეხბურთელს ორივესთან მუშაობის გამოცდილება აქვს და მათი შედარები მისთვის უფრო ადვილია.
„მომწონს შეტევის დაწყების პროცესში მონაწილეობის მიღება. პირლო დიდ თავისუფლებას მანიჭებს და ბურთს ხშირად ვფლობ. პეპ გვარდიოლას იდეა ძალიან ჰგავს პირლოს იდეას. ისინი ფიქრობენ სივრცეების ათვისებაზე, აანალიზებენ მეტოქის თითოეულ მოძრაობას. გამოცდილება აკლია, მაგრამ პირველივე დღიდან ჰქონდა მკაფიო იდეები. გუნდი მას მიჰყვება.
რამდენიმე წლის წინ ის ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშობდა და ადვილი არ არის მოედნის კიდესთან ცალკე ყოფნა. ზოგჯერ ვამჩნევ, რომ სურვილი აქვს ბურთს ისევ შეეხო.
ჩემთვის ბოლო წლებში საუკეთესო სეზონია. მანამდე სტაბილურობა მაკლდა. წუთები და თამაშები მჭირდებოდა, რაც ახლა მაქვს და ბედნიეირ ვარ. ტაქტიკის შეცვლის პრობლემა არ მაქვს, ყოველთვუს ვაანალიზებ მოძრაობებს და სივრცეებს. შეიძლება 9 ნომრის პოზიციაზე ვერ ვითამაშო, მაგრამ დანარჩენ შემთხვევაში პრობლემა არ მაქვს“, – თქვა დანილომ.
შეგახსენებთ, რომ დანილოს მართლაც კარგი სეზონი აქვს და მიმდინარე სეზონში წუთობრივად „იუვენტუსში“ ყველაზე მეტი დრო მოედანზე ბრაზილიელ მცველს აქვს გატარებული.