ტურინის „იუვენტუსში“ ჯანლუიჯი ბუფონის მომავალ ბუნდოვანია. იტალიური მედია წერს, რომ ჯიჯი უკმაყოფილოა მწირი სათამაშო დროით და შესაძლოა გუნდი დატოვოს და ისეთ გუნდში გადავიდეს, სადაც პირველი ნომერი იქნება. ყველაზე რეალური ვარიანტი ამერიკის MLS-ია.
ჯიჯის კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და საბოლოო გადაწყვეტილება იტალიის თასის ფინალამდე მიიღებენ. ბუფონი ანდრეა ანიელის შეხვდება და პირდადად ისაუბრებენ მომავალზე.
არც ისაა გამორიცხული, რომ 43 წლის კარის დარაჯმა კარიერა დაასრულოს ან კონტრაქტი მაინც გააგრძელოს. ყველაფერი შეხვედრაზე გადაწყდება.
შეგახსენებთ, რომ ბუფონი „იუვენტუსში“ 2001-2018 წლებში თამაშობდა და შემდეგ ერთი სეზონი პსჟ-ში გაატარა, ხოლო „იუვეს“ 2019 წელს დაუბრუნდა და მეორე სეზონია ვოიცეხ შჩესნის დუბლიორია.